Posts

Showing posts from December, 2013

მოსულები, წასულები, გაცხრილულები, პორტიერებულები, მოვალეობის შემსრულებლები, იპონ მოგებულები, რევანშისათვის მომზადებულები, ბრალდებულები .............ყველანი ერთად ქართულ სიტყვაში კახური ქრონიკები 2013 !

Image
  „ქართული სიტყვა“ მგონი 2013 რეორგანიზაციის წელიწადია! მოვიდნენ და წავიდნენ , გაიწმინდნენ და გაიცხრილნენ! ჯამში რა შეცვალა 2013 წელმა კახეთში?

გული

Image
“გულს თვალები არ აქვს , გული გულია და მას მხედველობა არ სჭირდება რადგან ის იმაზე კარგად ხედავს ვიდრე თვალებს შეუძლიათ დანახვა, ის კი... იქ სადაც ადგილი საერთოდ არ იყო, და ნემსიც კი, რომ ჩავარდნილ იყო ის ალაგიც არ მოიძებნებოდა, შევიდა და ყველაფერი მიფანტ მოფანტა გამოაცარიელა, და არა თუ ფეხის წვერებზე არამედ მყარად დადგა,  ანუ თავის ადგილი იპოვე! იპოვა? არა ეს პოვნა არ არის, მოპოვება ქვია ამას! მერე  კი იმ დაღამებულ და გაუნათებელ სათავსოში, რომელსაც მგონი გული ქვია ყველაფერი შეცვალა, თავისეულად გადაალაგა და დაისაკუთრა. თუმცა გულის მეპატრონე უფრო დიდი მესაკუთრე აღმოჩნდა და აქეთ მოითხოვა შემოჭრილის გულის დასაკუთრება!
Image
ნ ინო სოზაშვილი -  ფილოლოგიის დოქტორი ,  განათლების მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორია, რამოდენიმე დღის წინ გავესაუბრე და აღმოვაჩინე, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედების კვლევით არის დაინტერესებული, და აღფრთოვანებულიც, მოკლედ ვთხოვე ერთი სტატია მოეცა, რომელიც ჯანსუღზე აქვს შექმნილი...... გამიკვირდა, ადამიანი ისე წერს და მუშაობს, რომ არც კი იცნობს ცოცხალ  პოეტს უშაუალოდ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჯანსუღ ჩარკვიანი. ნაშრომი პირველი ცდაა თანამედროვე ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლირიკული პოემების ფოლკლორთან მიმართებაში შესწავლისა. ჯანსუღ ჩარკვიანს ფოლკლორთან მისასვლელი რთული შემოქმედებითი გზებიდან ერთ-ერთი საინტეროსო გზა აურჩევია და ვფიქრობთ, ამიტომაცაა, რომ მის ეპიკური თხზულებები ასე გამოირჩევიან გამომსახველობითი ხერხებითა და იდეურ-მხატვრული გააზრებით. ამჯერად ხალხურ-პოეტურ შემოქმედებასთან მის რამდენიმე პოემის ხალხურ სიტყვიერებასთან ურთიერთობის ზოგ იერთ საკითხს შევეხებით. ეს პოემებია: “ჯაჭვის თორანი”, “რწმენის კედელი” და “მონატრება”. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ჯანს
Image
                   ახლა 13 დეკემბერი იწყება... დედა სულ გვიყვებოდა მე შენ და ვანოს რომ 13 ში დაიბადე ოღონდ 12 ს რომ 3 წუთი აკლდა..... და არ უნდოდა დედას რომ  თარსი რიცხვით ყოფილიყავი....... არასდროს იყავი თარსი

ლოდინი

Image

33-ნატული

Image
ახლა 13 დეკემბერი იწყება... დედა სულ გვიყვებოდა მე შენ და ვანოს რომ 13 ში დაიბადე ოღონდ 12 ს რომ 3 წუთი აკლდა..... და არ უნდოდა დედას რომ  თარსი რიცხვით ყოფილიყავი....... არასდროს იყავი თარსი

ჩემი ნანატრი ზამთარი და მომაბეზრებელი „რეშკა“

Image
„რეშკა,რეშკა,რეშკა,ნეტა თუ იცის დედაშენმა რას ნიშნავს სიტყვა რეშკა.ისე,რატომ უნდა იცოდეს?!ის ხომ მთელი სიცოცხლე დიასახლისი იყო,ცხოვრების საუკეთესო წლები სამზარეულოში ქურასთან და შვილებთან აქვს გატარებული.მე?მე ხომ დედის სირცხვილი ვარ.ღმერთო,როგორ მენატრება დედა...

მესამე თვალი უნივერსიტეტის სამზარეულოში

Image
მე ამ თვეში ვის რა ვარგე? და მაინც სულ მგონია, რომ პასუხისმგებელი ვარ ჯერ ჩემს თავთან და მერე საზოგადოებასთან............. ამ თვეში სარგო კი ვერაფერი ვერ მოგიტანეთ, მაგრამ არც ურგოდ მოვქცეულვარ........ ნეტა რა ხება უნივერსიტეტში? დაწყნარდა ერი? დამშვიდდა„ ახალი ტალღა“? გადანაწილდა გადასანაწილებელი თუ დარჩა კიდე რამე გადაუნაწილებელი? ..................დარჩენილაო ჩამძახეს ყურში........
Image
მინდა, რომ დავწერო რაიმე შენზე,  ისე მინდა უბრალოდ ......... მინდა, რომ გითხრა მესმის შენ......... ისიც მინდა რომ ვისმენდე შენგან, რომ გესმის ჩემი........

უსიყვარულო ნაყოფი

Image
(პერსონაჟთა სახელები და გვარები შეცვლილია) სასამართლოს დარბაზში ადვოკატი მურმან ჯიშკარიანი,ჩაფიქრებული ჩამომჯდარიყო კუთვნილ მაგიდასთან.ფიქრებით შორს,ამერიკაში იყო წასული.აგერ უკვე მერვე წელია ერთადერთი ვაჟი ვახტანგი ამერიკაში წასულიყო.ჯერ სწავლობდა,ახლა თან კვალიფიკაციას იმაგრებს,თან შრომობს.ოჯახი ერთადერთი შვილის ლოდინით აღამებდა და ათენებდა.“სკაიპით“ საუბარი არ ჰყოფნიდათ გამზრდელ მშობლებს.შვილსაც ხათრს არ უტეხავდნენ და უკან დაბრუნებაზე კატეგორიულად არ ლაპარაკობდნენ.მურმანს ის უფრო ადარდებდა,არ გადამისხვაფერდეს შვილი,ამერიკელებივით ცივი ადამიანი არ ჩამომიყალიბდესო.ამ ფიქრებში წასულმა ვერ შეამჩნია,როგორ შემოვიდა დარბაზში მოსამართლე.მოსამართლე ნინო ცერცვაძე მისი სტუდენტობის მეგობარი იყო,წლები აკავშირებდათ ერთმანეთთან.თუმცა მურმანიც და ნინოც დარბაზში ივიწყებდნენ მეგობრობას და ხშირად,ლამის მეტოქეებათ ქცეულან.

სევდა

Image
წერილი შვილებს ჩემო ჩიორებო,არ არსებობს დედამიწის ზურგზე საოცრება,რომელიც თქვენზე ლამაზია.არ არსებობს დედამიწაზე ღირებულება,რომელიც თქვენზე ძვირფასია.არსებობს შეუფასებელი და აუწონავი სიყვარული,რომელიც თქვენა ხართ.ციხეში ხშირად ვფიქრობ,რა აუცილებლობა არის საჭირო,რომ ადამიანმა იარსებოს.. თუ არ გაქვს ჰაერი,ვერ სუნთქავ,ეს შენ ხარ ჩემი ჰაერი თამარ! თუ არ გაქვს წყალი,იფიტები და კვდები,ჩემი უკვდავების წყარო შენა ხარ ვანო! თუ ძარღვებში არ გიჩქეფს სისხლი,უძლური ხარ,და ჩემი სისხლი შენ ხარ მარიამ! ძალა,წყურვილი და სუნთქვა ჩემი,თქვენზეა დამოკიდებული.თქვენ ჩემი ნაყოფი ხართ!მცენარეს,რომელსაც ნაყოფი არ აქვს,მის არსებობას აზრი ეკარგება და ხმება. ამიტომ იცოდეთ,ვარსებობ მაშინ,ვსუნთქავ,მწყურია-როცა კარგათა ხართ . უზომოდ მიყვარხართ,მე თქვენით ვამაყობ! 5 იანვარი, 2010 წელი თქვენი დედიკო მაკა მოსიაშვილი

ლარა

Image
მას სამი სახელი აქვს,პასპორტით ნადეჟდა,ნაცნობებისთვის ლარისა,აი იმ ადამიანებისთვის ვისაც გვიყვარს ლარა იყო. სიცილის,ხალისის და მხიარულების დიდოსტატი.ქართველი არ იყო.ეროვნებით ბერძენი,სულით ქართველი,კახური ზნისა და ჩვეულებების მატარებელი. ქიზიყში,ასეთი სოფელია-ქვემო ქედი,გაშლილი შირაქის განაპირა მხარეზე,სიგრძეზე გადაჭიმული ულამაზესი მხარეა. XX ს-ის  დასაწყისში ამ მხარეში სწორედ ვაჟა-ფშაველას ინიციატივით ფშავის,მთიულეთის და ხევსურეთის მოსახლეობა ჩასახლდა.მეცხოველეობის გასანვითარებლად და მეცხვარეებისთვის ზამთრის საძოვრების ასათვისებლად,არაჩვეულებრივი იდეა-გამართლდა.სწორედ XX ს-ის დასაწყისს უკავშირდება კახეთში ბერძნების ჩამოსახლებაც,ქვის გამოთლის და ხის ტიკების დამზადების ტექნოლოგია სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს.ასე,რომ თიხის ქვევრის თრევის ნაცვლად,მეცხვარეებს უკვე ხის ტიკები ჰქონდათ.ასე,რომ ქვემო ქედის მოსახლეობა მთის ქართველებით და ბერძნებით იყო სავსე. სწორედ ამ სოფლიდან ჰქონდა ფესვები ლარას.როცა ციხის გრძელი და მგლისფერი ღამეები ძილს დაგვიფრთხობდნენ,პატიმრები ერთმანეთს ვუყ

მარტა

Image
      მარტა- ასე ერქვა პატიმარს,რომელსაც ოთხი შინაური ქათმის მოპარვისათვის 4 წელი მიუსაჯეს...მარტივი არითმეტიკაა ოთხი ქათამი-ოთხი წელი.
Image
მენტრებოდი ბოლო 7 წელი, მეტრებოდა თურმე მაშინაც როცა ჩემთან იყავი....... მომენტრები ახლაც........ და როცა ვამბობ, რომ ჩემი იდეალი იყავი ვცედი, არა შენ ჩემი იდელი ხარ მარად და ყველგან......... ეს წლები სულ ხორც მგლეჯდდნენ მაგრამ არ მტკიოდა....... ტკივილი ყოფილა ყველაზე განსაკუთრებული გრძნობა...... ეგოიზმია თურმე ყველაში და ჩემშიც....... ვტირივარ! არა ჩემს თავს ვტირი, რომ მე აღარ მეყოლები! და ვამბობ, რომ შენ მარადიული სიცოცხლე მოგანიჭა უფალმა ........ მჯერა, რომ შენ ცათა სასუფეველი უმტკივნეულოდ დაიკავე! მაგრამ....... მაინც ვტირი..... და მტირებს უშენობა....... აქამდე არ მიფიქრია როგორ იქნები შენ უჩემოდ, ანისა და ვახოს გარეშე..... როგორ გაძლებ დედას გარეშე..... და თურმე უნდა მეფიქრა....... მაგრამ მაინც ვერ ვფიქრობ უბრალოდ მე აქ მინდოდა ამ ქვეყანაში, დედამიწაზე სითბოს და სიყვარულის მატარებლად..... ჩემი იდეალი ხარ მარად და ყველგან........

ციხის გენდერული ბალანსი

Image
რა უფრო ძნელია ქალისთვის ციხის სასჯელი?  ცხოვრება შვილების გარეშე?  საზოგადოებრივი იგნორი თუ მეუღლისაგან დასჯა დაუწერელი კანონით? ალბათ ძნელია სხვისთვის ამ გადომსახედიდან საუბარი, ალბათ წარმოუდგენელია სხვისთვის იმ ტკივილზე საუბარი რა ტკივილს განიცდიან ქალები  ციხეში.... ვინ თქვა რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია? ეს თანასწორუფლებიანობა მხოლოდ პატიმრობის კოდექსის ფურცლებზეა?  არა ალბათ იქაც არა, რადაგან იქ ხომ ქალს უფრო მეტი პრივილეგია აქვს ვიდრე მამაკაცს....... მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ქალი მაინც ჩაგრულია, ჩაგრული თავისი სვე ბედით