Posts

Showing posts from August, 2013
Image
რა მახსენდება ყველაზე მძიმედ ? კრიტი იგივე მე - 16 სასჯელაღსრულების დაწესებულება, მისი ეზო და უცნაური შენობა -თანამედროვე ქაჯეთის ციხე...... თუმცა ამ ქაჯეთის ციხეს, უფრო პროფესიონალი მზარეულები ჰყავდა, ვიდრე ქალთა მე 5-ს..... მატროსოვის ბალანდაში აყროლებული თევზი კრიტის შემწვარმა თევზმა რომ ჩაანაცვლა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.            იცით რას ნიშნავს შიმშილი? ნაცრისფერი ბოძის ქვეშ მარტო სულად ჯდომა და გახსნება იმის თუ როგორ მჭადს აცხობს დედა? როგორი იყო ბებოს გაკეთებული ფელამუში, ნუ გაგეცინებათ....ეს ძალიან ჩვეულებრივი, მოკვდავი პატიმრის ოცნებაა!           ჩვენ ვიცოდით თქმა,  „კუჭით არ ვაზროვნებთო“, თუმცა   გამუდმებულმა შიმშილმა და ნერვიულობამ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია........ მოკლედ ყველა ციხე ციხეა...... კმაყოფილი და ბედნირი პატიამარი არ არსებობს.... თუმცა ამ კრიტს ჰქონდა რაღაც სხვა, რაღაც უცხო, რაც გთრგუნავდა...  ეს რაღაც  წმინდად დაწნული გისოსი იყო... ასეთი გისოსის სარტყელი არც ერთ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას არ  აქვს......  ეს