Posts

Showing posts from October, 2013

ვინ იქნება რექტორი? მახაშვილი? ოთხმეზური? ღელეღუტაშვილი? თუ უმცროსი ელიზბარ ელიზბარაშვილი?

Image
რა ხდბა ბოლოს და ბოლოს თელავის უნივერსიტეტში ? რა გახდა ასეთი დაუსრულებელი ? ძალიან შორიდან, რომ დავიწყო, ასე მახსოვს საქართველოს პარლამენტმა, იმ ვეტო დაძლეული კანონში, ერთი საინტერესო ცვლილება შეიტანა, ანუ თუ 20 სექტემბრამდე მხოლოდ აკადემიურ საბჭოს ქონდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება, აი ეს 20 სექტემბრის მერე მხოლოდ აკადემიური პერსონალის სრულ უფლებად იქცა...... მაგრამ თუ აკადემიური პერსონალი ამ უფლებას ვერ გამოიყენებდა, მაშ რაღა \ჯანდაბად~ უნდოდა თეთრზე დაწერილი ასეთი დიდი პატივი?  და ეს მაშინ როცა პარლამენტში ლამის უმრავლესობა ორად სწორედ ამ კანონმა გაჰყო!  რადგან სწორედ უმრავლესობის მოაზროვნე ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერს, პრეზიდენტს, ან მაო ძედუნს დაემტკიცებინა უნივერსიტეტების რექტორები.....

პანკისი და ჩემი ქვეყნის არჩევანი

Image
არ ვიცი როგორი იყო ბოლო 6 წლის მანძილზე არჩვენები კახეთში....თუმცა ვიცი როგორი იყო პენიტენციურ სისტემაში.... იქ არჩევნებს პირობითად ერქვა არჩევნები, თუმცა არჩევანის საშუალები მას ქონდა, ვინც ბრალდებული იყო და არა ქართველი, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანელი.......  სამწუხაროდ ასე იყო... და მაინც რა ვნახე ამ არჩევნებზე განსაკუთრებული?

ჟანა დიდებაშვილის სკანდალური ინტერვიუ, ჟვანიას მკვლელობის დეტალები!

Image
ქართული სიტყვა კვლავ აგრძელებს ტელეკომპანია იმედის ყოფილი ჟურნალისტის ჟანა დიდებაშვილის ინტერვიუს: -ჟანა როცა ბატონი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაიცვალა, შენ მაშინ  იმედის ჟურნალისტი იყავი, რაული თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალაის მკვიდრი იყო, ხომ არ გაიხსენებდი რა ხდებოდა მაშინ ყარაჯალაში? ან რას ყვებოდნენ რაულის ნათესავები და მეგობრები? - ჟვანია და უსუფოვი როგორც იცი ერთ ოთახში იპოვეს გარდაცვლილები უსუპოვი თელავის რაიონის სოფ . ყარაჯალიდან იყო და მე როგორც კახეთის კორესპონდენტი მისი გადმოსვენების მომენტისათვის ყარაჯალაში ვიმყოფებოდი მის გადმოსვენებას მთელი სოფელი ელოდა ,

ჩემი გზავნილი მიხეილს

Image
საპროცესო გარიგება თანამედროვე ღვინის ქურდებთან ! 2006 – 2007 წლებში ციხეში ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.... დანაშაულის მრავალფეროვნება აქ არაფერ შუაში არ იყო! მთავარი იყო ფული, ფული და რაც შეიძლება ბევრი ფული! დედა და 3 ქალიშვილი!ერთად ციხეში- სახლში მარტო მამა რომ სახლი გაყიდოს და იხსნას ყველა ტყვეობიდან, დანაშაული ? ქურდობა! და რისი? 120 ლარის....

მალე უნივერსიტეტს კანონის გვერდზე ავლით ახალი რექტორი ეყოლება!

Image
მალე უნივერსიტეტს  კანონის გვერდზე  ავლით  ახალი რექტორი ეყოლება!               2013 წლის 20 სექტემბერს პარალმენტმა კიდევ ერთი ვეტო დაძლია და უკვე დავით უსუფაშვილის თანხმობით უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს დანიშვნის საკითხია...             ...25 სექტემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭო შეიკრიბა და დღის წესრიგზე შემდეგი საკითხი გამოიტანა და დაამტიკიცა კიდევაც: „...უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის 122/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აკადემიური ს

ჟანა დიდებაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ „ქართულ სიტყვას“

Image
ჟურნალისტზე, რომელიც ჩვენი სტუმარია, 3-ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული წინა ხელისუფლების მიერ.თუმცა მტკიცებულების არ ქონის გამო საქმე სამჯერვე  შეწყდა. მან მოღვაწეობა ტელეკომპანია თანამგზავრში დაიწყო.იყო საზოგადოებრივი არხის კახეთის კორესპონდენტი, „იმედი“ ჰოლდინგის დაარსების დღიდან კი ტელეკომპანია იმედის და რადიო იმედის ჟურნალისტად მუშაობდა.მისი პროფსიული მოღვაწეობა მაშინ დასრულდა,როდესაც ჯოზეფ ქეიმ ტელეკომპანია იმედი ხელში ჩაიგდო. ჟანა დიდებშვილი დღეს ქართული სიტყვის სტუმარია და პირველად ამბობს იმას,რაც ამდენი წელია საზოგადოებისთვის უცნობია. -ჟანა,ახლა კახეთში რთველის დასასრულია და მინდა გკითხო რით განსხვავდება ნაციონალური რთველი ოცნების რთველისგან? -ანუ,როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ,ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედარებითი დახასიათება ვაკეთებთ? ცოტა შორიდან დავიწყებ და გავიხსენებ 2006 წლის შემოდგომის რთველის გენერლებს, ადეიშვილს, მერაბიშვილს და ოქრუაშვილს, თუ ვინმეს დაავიწყდა მე და კახელ გლეხს ახსოვს გურჯაანში შტაბის გასახსნელად ჩამოსულმა ოქრუაშვილმა რომელსა

ოხხ

Image
ძალიან ხშირად პატიმარზე მეტი სადარდებელი მის ოჯახის წევრს უჩნდება, ეს ნოველა სამი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებით გავაერთიანე, შევცვალე გვარები, შევცვალე პიროვნებები, თუმცა მკაცრი რეალობა ნოველით „შევფუთ“, ასე რომ არაფერი არ არის მოგონილი ეს მკაცრი რელობაა! ოხხხ......     მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე 60 წელი გასულიყო, საბჭოთა იმპერია ერთი შეხედვით მტვრად ქცეულ ვეშაპს გავდა, აღარ იყო დიდება ბელადებს! აღარ იყო 15 რესპუბლიკის ძმობა და ერთობა, ახლა ისინი ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენ. სოფელ შალაურის ახალგაზრდა გოგობიჭებს “ორ ღერ“ რუსულს ვერ ათქმევინებდი, პასუხი კი ქონდათ მკვახე: -მტრის ენაზე არ ვლაპარაკობთო!- მაისი, საუცხოო სურნელისა და არომტის თვეა, აფთქებული ტყემლები,  ატმები, მკერდ მოღეღილი ვარდები, მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს. ვალიკო დილიდან ეზოში ფუსფუსებდა, ჯერ ძროხები საბალახოდ გარეკა, მერე ღორს ბალახი დაუყარა, ქათმებს საკენკი, ცული დაძებნა და ჭიგოების გამოჭრა დაიწყო, ჭიშკრიდან ხმა მოესმა, სერზე გაიხედა, სოფლის უხუცესი ექთანი ტანია ეძახდა