Posts

Showing posts from June, 2015

მე და ბეთხოვენი

Image
რომ შემძლოს მთების გადადგმა ალბათ გადავდგავდი... რომ შემძლოს შენთან გამოქცევა ალბათ გამოვიქცეოდი... ხან როგორ ვიღლები შეძახილებით -ძლიერი ქალი ხარ! და სულაც არ ვარ ძლიერი, უბრალოდ ჩვეულებრივი ქალი ვარ რომელსაც, ხან,  ძალიან ხშირად მარტოობის ეშინია... ეშინია სიბერის... ეშინია უმეგობროდ დარჩენის... მაგრამ მაინც იბრძვის, იბრძვის  რომ რაღაც შექმნას და მერე ოდესღაც თუ დაბერდება, ეზოში სკამზე ჩამომჯდარმა ჩაფიქრებულმა თავის თავს დაეწუწუნოს

თელავის მერია საკუთარი მკვდარის დატირება „გრეხი“ არ არის

Image
დაგვიანებული  ბლოგი, მაგრამ მაინც სათქმელი : რამდენიმე დღის წინ მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიბეა თელავის მერიის ფეიჯზე დაანონსდა, თუმცა მალევე პოსტი გაქრა და ქალაქის მერიამ განაცხადა სიცრუეა ჩვენ არ ვართ ორგანიზატორებიო, კაი მოვიდა ის ღონისძიებაც და ყველა მადლობას უხდის ქალაქის მერიას მხარდაჭერისათვის... ახლა მე რა მაქვს სათქმელი, დაუშვათ და იყავით ორგანიზატორები, ვთვლი, რომ მხარდაჭერასა და ორგანიზატორობას შორის დიდი განსხვავება არ იყო, დიახ თქვენ იყავით ორგანიზატორები და იცით საიდან ჩანდა ეს? სამუშაო საათებში იქ იყავით, სტუმრებმა და არა მეგობრებმა ყველამ გადაგიხადეს მადლობა, ღონისძიების წამყვანი თქვენი თანამშრომელი იყო, ღონისძიება თეატრის ფოეიში გაიმართა, სადაც დიდი დახმარება არ გჭირდებოდათ, ბუკლეტები ვინ დაბეჭდა არ ვიცი მაგრამ ბუკლეტზე ეწერა თელავის მერია......მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მე გეტყვით რას აქვს მნიშვნელობა, ჩრდილის არ უნდა გეშინოდეთ! გამოსულიყავით და გეთქვათ: -დიახ ჩვენ ვართ ოგანიზატორები, დიახ ჩავთვალეთ რომ მეზვირშვილის ხსოვნის სა