თელავის მერია საკუთარი მკვდარის დატირება „გრეხი“ არ არის
დაგვიანებული ბლოგი, მაგრამ მაინც სათქმელი :
რამდენიმე დღის წინ მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიბეა თელავის მერიის ფეიჯზე დაანონსდა, თუმცა მალევე პოსტი გაქრა და ქალაქის მერიამ განაცხადა სიცრუეა ჩვენ არ ვართ ორგანიზატორებიო, კაი მოვიდა ის ღონისძიებაც და ყველა მადლობას უხდის ქალაქის მერიას მხარდაჭერისათვის...ახლა მე რა მაქვს სათქმელი, დაუშვათ და იყავით ორგანიზატორები, ვთვლი, რომ მხარდაჭერასა და ორგანიზატორობას შორის დიდი განსხვავება არ იყო,
დიახ თქვენ იყავით ორგანიზატორები და იცით საიდან ჩანდა ეს?
სამუშაო საათებში იქ იყავით, სტუმრებმა და არა მეგობრებმა ყველამ გადაგიხადეს მადლობა, ღონისძიების წამყვანი თქვენი თანამშრომელი იყო, ღონისძიება თეატრის ფოეიში გაიმართა, სადაც დიდი დახმარება არ გჭირდებოდათ, ბუკლეტები ვინ დაბეჭდა არ ვიცი მაგრამ ბუკლეტზე ეწერა თელავის მერია......მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მე გეტყვით რას აქვს მნიშვნელობა,
ჩრდილის არ უნდა გეშინოდეთ!
გამოსულიყავით და გეთქვათ:
-დიახ ჩვენ ვართ ოგანიზატორები, დიახ ჩავთვალეთ რომ მეზვირშვილის ხსოვნის საღამო უნდა გაგვეკეთებინა არგუმენტი? აგიხსნით,
როცა თელავში 70 იან წლებში საკითხი დადგა ვისი ძეგლი უნდა დაედგათ კრემლმა ბრძანა, რომ ლესია უკრაინკას ძეგლი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში, მაშინ მედიკო მეზვრიშვილმა შევარდნაძეს უთხრა მე თელავს უკრაინკას ძეგლს არ დაუდგავ ჯერ მეფე ერეკლეს ძეგლიც არ გვაქვსო, საბოლოოდ თავად მეზვირშვილი წავიდა კრემლში!
ითხოვა და მიიღო თანხმობა!
თელავში მეფე ერეკლეს ძეგლი დაიდგა, როცა მოგვაინებით მედიკოს ჰკითხეს როგორ დაითანხმე კრემლიო, რაიკომის მდივანმა უპასუხა:
-უბრალოდ უთხარი ყველამ თავისი მკვდარი უნდა იტიროს და ჩვენ ჩვენი გვატირეთო!
ხო და გამოსულიყავით თელავის მერია გეთქვათ მედიკო მეზვრიშვილის სახით ჩვენ ჩვენ მკვდარს ვტირივართთქო, და სულ ეგ იქნებოდა, რა ასე ძნელია საკუთარი მიცვალებულის ტირილი?
არგუმენტს სჭირდება ძალა, ძალას კი აზროვნება!
არ იყო ლამაზი ის რაც თქვენ გააკეთეთ, არავინ გაგაკრავდათ ძელზე იმისთვის, რომ მეზვირშვილის გასახსენებელი ღონისძიბის ორგანიზატორობა გეღიარებიანთ
სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა,
მე მედიკოზე ბევრი კარგიც გამიგია და ბევრი ცუდიც , მაგრამ წასულებზე მარტო კარგს ვიხსენებ!
Comments
Post a Comment