Posts

Showing posts from September, 2013

კასუს დღიურები

ციხეში  ბევრი ჩანაწერი გავაკეთე, ძალიან  ბევრი , მაგრამ მათგან ზოგი განსაკუთრებით  მიყვარს...  „კასუს დღიურიც“ ერთ-ერთი ძალიან გამორჩეულია ჩემთვის... არაფერი არ გამიზვიადებია, უბრალოდ მოკლედ დავწერე ის, რაც ჩემმა საკნის მეგობარმა მიამბო...  სანამ მის ისტორიას მოვისმენდი, მანამდე  არ ვიცოდი,  რომ ეს ჩემი საკნის მეგობარი გვარად კანდელაკი იყო და არა კასუმიანი...                 ერთხელ, რეჟიმის უფროსმა გულიაშვილმა „პრავერკაზე “ სიის ამოკითხვის დროს ჰკითხა ჩემს მეგობარს ჰკითხა: -სადაური კასუმიანი ხარ? დედა და მამა კანდელაკი გყავს, შვილი მგონი მეგრელი.....და შენი წარმომავლობა ვეღარ გავიგე! პატიმარს ჩაეცინა და მშვიდად უპასუხა: -მე გაგრელი კანდელაკი ვარ, კასუმიანი კი ჩემი ფარია,  რომლითაც შევძელი ცხოვრებაში ერთხელ კეთილად დამელაშქრა აფხაზეთი! მაშ ასე გიყვებით ნარკომანი ქალის ცხოვრებას..... კასუს დღიური ეს დღიური ერთი ძალიან ჩვეულებრივი პატიმრის ცხოვრებაზეა.   ის ნარკომანი იყო, რომელსაც ძალიან უჩვეულო და ცხოვრება აქვს გავლილი. მან ბევრი იბრძოლა და ჰეროინზე საბოლოოდ გაიმარჯვა! 1

ნინო, ქალთა ციხე და „Bella Ciao“

ციხეში რამდენიმე ქალს ჰქვია ფისო...  დღეს  ერთ - ერთი მათგანზე ვწერ... ფისოს პატარა შვილები ჰყავს...  ჰყავს დედაც, რომელიც ოთარაანთ ქვრის  ჰგავს - რკინის ქალამნები აცვია და დადის ციხე-ციხე.... ძალიან ძნელია ასკოვანი ქალისათვის ორი შვილიშვილს გაზრდა და ციხეში ორი პატიმრის მოვლა...  ფისოს ძმაც პატიმარია, ის ფისოზე ადრე დაიჭირეს....  არ ვიცი რისთვის დაიჭირეს,  მაგრამ ვიცი, რომ მრავალი წელია რაც ციხის ნაწილია... რამოდენიმე დღეში ახალი წელი იქნება...  ფისოს დედამ გურულად შეკმაზული სადილი მოგვიტანა  და თან კარგი ამბავიც მოაყოლა, ბურჯანაძე დაპირებია შეწყალებას... ფისოსო დედამ კარგ  ამბავს ერთი გაურკვევლი ამბავიც მოაყოლა, ნინოს უთქვამს  „ორივე შვილს ვერ შევიწყალებ, მაგრამ ერთს აუცილებლადო, ოღონდ ქალს ვერაო!“  მოკლედ,  ნინომ სიტყვა აასრულა.  31 დეკემბერს ფისოს ძმა მართლა შეიწყალეს! შეიწყალეს, მაგრამ მაშინ დაიწყო,  რაც დაიწყო... ერთხელაც,  ყოფილი პატიმარი ის იყო დედის მიერ გაშლილ სუფრას სავახშმოდ მიუჯდა, რომ ზარი დაარეკეს. ყველამ იფიქრა, ალბათ ვინმე შინაური მოგვადგა  და ცი
ნინო, ქალთა ციხე და   „ Bella Ciao “ ციხეში რამდენიმე ქალს ჰქვია ფისო...  დღეს  ერთ - ერთი მათგანზე ვწერ... ფისოს პატარა შვილები ჰყავს...  ჰყავს დედაც, რომელიც ოთარაანთ ქვრის  ჰგავს - რკინის ქალამნები აცვია და დადის ციხე-ციხე.... ძალიან ძნელია ასკოვანი ქალისათვის ორი შვილიშვილს გაზრდა და ციხეში ორი პატიმრის მოვლა...  ფისოს ძმაც პატიმარია, ის ფისოზე ადრე დაიჭირეს....  არ ვიცი რისთვის დაიჭირეს,  მაგრამ ვიცი, რომ მრავალი წელია რაც ციხის ნაწილია... რამოდენიმე დღეში ახალი წელი იქნება...  ფისოს დედამ გურულად შეკმაზული სადილი მოგვიტანა  და თან კარგი ამბავიც მოაყოლა, ბურჯანაძე დაპირებია შეწყალებას... ფისოსო დედამ კარგ  ამბავს ერთი გაურკვევლი ამბავიც მოაყოლა, ნინოს უთქვამს  „ორივე შვილს ვერ შევიწყალებ, მაგრამ ერთს აუცილებლადო, ოღონდ ქალს ვერაო!“  მოკლედ,  ნინომ სიტყვა აასრულა.  31 დეკემბერს ფისოს ძმა მართლა შეიწყალეს! შეიწყალეს, მაგრამ მაშინ დაიწყო,  რაც დაიწყო... ერთხელაც,  ყოფილი პატიმარი ის იყო დედის მიერ გაშლილ სუფრას სავახშმოდ მიუჯდა, რომ ზარი დაარეკეს. ყველამ იფიქრა

ადეიშვილის აზნაური2

             2003 წლის მერე თელავში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ თითქმის მთელი ქალაქი და არა მარტო ქალაქი ,   ადეიშვილმა მიისაკუთრა. ამაზე თელაველები ჩუმად, მხოლოდ შინაურებთან ჩურჩულებდნენ, ხმამაღლა თქმას კი ვერ ბედავდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დღესაც ბევრს ახსოვს ძმები ადეიშვილების მიერ დაგეგმილი არაერთი სპეცოპერაცია, მაშინ - მითუმეტეს...              კახეთში,  პეტრე ცისკარიშვილის გუბერნატორობის დროს,  მისი მოადგილე ზურაბ ადეიშვილის ძმა - დათო ადეიშვილი იყო.  ძალაუფლება რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ადეიშვილების  კლანის იყო და ბიჭებიც „მისაღებს იღებდნენ“...  ძმების მიერ დაგეგმილ-ორგანიზებული ოპერაციებიდან ყველაზე რეზონანსული თელაველი ბიზნესმენისთვის, შოთა დემინაშვილისთვის (იგივე „ლეკი“)  გაზგასამართი სადგურების „დაწერება“ იყო.  ამ თემას თელავში დიდი ხნის მანძილზე განიხილავდნენ...  როგორც მაშინდელ პროკურატურას  სჩვეოდა,  სადღაც „ჟანგიანი ავტომატიც“  უპოვეს და „დამნაშავეებსაც“ ბრალი წარუდგინეს...            ეს მხოლოდ დასწყისი იყო...              თელავში დღეს უკვე აღარ ეშინიათ ე

სტალინის ძეგლი

    1924 წელი , 1 სექტემერი მთელი დღე და ღამე თელავის მაზრის პოლიცია,მეაბოხეებს ხვრეტდა.... კრემლში ძალაუფლება უკვე სტალინის ხელთ იყო! 2 სექტემბრი დილით ალიონზე მილიციის შენობიდან ხელით გამოათრიეს გვამები....... „გიგოს გორამდე“ ურმებით მიიტანეს და ყველა ერთად „ჩაყარეს“ მიწაში... კაცს კი რომელსაც ერქვა გიგო და დახვრეტის უშუალო ხელმძღვანელი იყო, თელავმა სამახსოვრო სახელი დაუტოვა, წიწვოვან გორას სადაც ასობით დახვრეტილი განისვენებს „გიგოს გორა“ დაარქვს. (გადმოცემით) იმ დღეს 750 ზე მეტი ადამიანი გამოესალმა სიკვდილს თელავში! დახვრეტილთა შორის  30 ადამიანი თელავის მაზრის მაცხოვრებელი იყო!  ყველა უპარტიო... ყველა საკუთარ სამშობლოს ღირსებაზე შეყვარებული! 1.   აგურაშვილი ქრისტეფორე სიმონის ძე 1889 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924 2. ანდრონიკოვი გრიგოლი თომას ძე 1878 სომეხი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924 3. ბაბუნიძე იოსები ლუარსაბის ძე 1898 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924 4. გამყრელიძე ვლადიმირი ვიქტორის ძე 1901