Posts

Showing posts from November, 2015

რატომ სჯობია იურისტის დიპლომს, „აისში“ ნასწავლი დურგლობა ?!

Image
რატომ არ მინდა უმაღლესი განათლება ჩემი შვილებისთვის ? დიდიხანია ვფიქრობ,  სახლშიც ამას ვამბობ: - გინდათ სწავლა? ისწავლეთ! არ გინდათ? არავინ დაგაძალებთ...     ოჯახში ერთი გარემოა და ამ ერთ გარემოში იზრდებიან ჩემი ქალ ვაჟი... უცნაურია მაგრამ ჩემმა ბიჭმა რომელიც ჯერ მხოლო 11 წლის არის, იცის თელავის ბიუჯეტი რამდენია, რამდენი მივლინება  ქონდა მერს ან საკრებულოს თავმჯდომარეს საზღვარგარეთ, იცის ბიუჯეტის ყველა სოციალური პროგრამა, რაში რა იხარჯება და რაში რა არ იხარჯება... პირველად შარშან არჩევნების მერე მთხოვა მისთვის ფეისბუქი გამეკეთებინა, როცა ვკითხე რად გინდათქო, აი ასე მომიბრუნდა და მშვიდად მიპასუხა, ჩემი ინიციატივები მაქვს და მერს უნდა მივწეროვო, რომ გითხრათ პირი დამრჩა ღია უცნაური იქნება, რადგან ჩემი მაშინდელი სახე უფრო ყბა რომ ჩამოგივარდება იმას გავდა... ჩემი მეგობრები ხშირად მაკრიტიკებენ და მეუბნებიან ვანოს ბავშობას უკარგავ და ნუ აიძულებ იმაზე იფიქროს რაზეც შენ ფიქრობო, მე კი მაგალითად 13 წლის მარიამი მომყვას რომელსაც სულაც არ აინტერესებს ქალაქი და მისი თვითართველობა.