რატომ სჯობია იურისტის დიპლომს, „აისში“ ნასწავლი დურგლობა ?!

რატომ არ მინდა უმაღლესი განათლება ჩემი შვილებისთვის ?
- გინდათ სწავლა? ისწავლეთ! არ გინდათ? არავინ დაგაძალებთ...
    ოჯახში ერთი გარემოა და ამ ერთ გარემოში იზრდებიან ჩემი ქალ ვაჟი...
უცნაურია მაგრამ ჩემმა ბიჭმა რომელიც ჯერ მხოლო 11 წლის არის, იცის თელავის ბიუჯეტი რამდენია, რამდენი მივლინება  ქონდა მერს ან საკრებულოს თავმჯდომარეს საზღვარგარეთ, იცის ბიუჯეტის ყველა სოციალური პროგრამა, რაში რა იხარჯება და რაში რა არ იხარჯება...
პირველად შარშან არჩევნების მერე მთხოვა მისთვის ფეისბუქი გამეკეთებინა, როცა ვკითხე რად გინდათქო, აი ასე მომიბრუნდა და მშვიდად მიპასუხა, ჩემი ინიციატივები მაქვს და მერს უნდა მივწეროვო, რომ გითხრათ პირი დამრჩა ღია უცნაური იქნება, რადგან ჩემი მაშინდელი სახე უფრო ყბა რომ ჩამოგივარდება იმას გავდა...
ჩემი მეგობრები ხშირად მაკრიტიკებენ და მეუბნებიან ვანოს ბავშობას უკარგავ და ნუ აიძულებ იმაზე იფიქროს რაზეც შენ ფიქრობო, მე კი მაგალითად 13 წლის მარიამი მომყვას რომელსაც სულაც არ აინტერესებს ქალაქი და მისი თვითართველობა....
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ორივეს ერთი კითხვა დაუსვი:
რომ გაიზრდებით თქვანს თასვ სად ხედავთ რა გინდათ რომ გამოხვიდეთ?
ვანომ ძალიან მშვიდად  მიპასუხა, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა:
ალბათ საკრებულოში, აბა სხვაგან სად?
მარიამმა ოდნავ იჭოჭმანა და მითხრა, :
თუ ბებო არ დამაძალებს ექიმობას მე მინდა კარგი კოსმეტოლოგი გამოვიდე, ან კარგი ვიზაჟისტი, ან თუნდაც თმის სტილისტი... ცოტა იფიქრა და ამ ყველაფერს კიდევ დაამატა , მინდა ვისწავლო თექა, ქსოვა, კერვა, სამკაულების გაკეთება... სხვა არც არაფერი...
როცა მარის ვუსმენდი ვანომ ბოლოსთვის კიდევ აღომაჩინა სად ხედავდა თავის ადგილს და აი ასე მშვიდად მომიბრუნდა და დასძინა:
-ხო დურგლობაც მინდა და მჭედოლბაც, მაგრამ დურგლობა უფრო მირჩევნია, პაპაჩემი დურგალია და იცი რა კარგად ვთვლი მეც ცულის ტარებს?
ხო და აი ასე შევჯერდით :
ვინც სად ხედავს თავის მომავალს სწორედ იქ წავა
მართალია მე მაინც იმას ვამბობ, რომ უნდა ისწავლონ, უმაღლესი დაამთავრონ და  განათელბა მიიღონ, მაგრამ  ამ ფაქტს ძალიან მიპროტესტებენ ოჯახში, 
არა სწავლას არ მიპროტესტებენ, სინამდვილეში იმას მიპროტესტებენ რასაც ყოველ დღე უყურებენ...


წლების მანძილზე ბინას სტუდენტებზე ვაქირავებ, ჩემს შვილებს რაც მეხსიერება აქვთ მას მერე სულ ახსოვსთ მრავალი სტუდენტი რომლებიც სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ, რეალურად ჩვენთან მცხოვრები სტუდენტების უმარავლესობა უნივერსიტეტში არ დადის, შესაბამისად არც სწავლობს, უბრალოდ ჩემი თაობის სტუდენტებისგან განსხვავებით ურჩევნიათ მაღაზიაში კაფეში ან სადმე იმუშაონ და საკუთარი თავი თავად არჩინონ...
ხო და ბოლოს მაინც იმ აზრზე ვდეგები, რომ თუ ჩემი შვილების დიპლომი რომელიმე კარადის თავზე უნდა იდოს მტვერ მოკიდებული, მირჩევნია ის ადგილი თავისუფალი იყოს, კიდევ მირჩევნია ვიდრე ჩემი შვილი ცუდი იურისტად იქცეს, კარგი დურგალად ჩამოყალიბდეს, ვეთანხმები მარიამს, რომ კარგი სტილისტი დღეს უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ჩემი 106 კურსელი ერთად აღებული...
იმაშიც ვეთანხმები, რომ რაც უყვართ ის საქმე უნდა აკეთონ და არა ის რაც საერთოდ მიუღებელია მათთვის
თუმცა როცა საქმე პროფესიუ სწავლებას ეხება ჯამში მივხვდი, რომ კარგი დურგალი, რომ გამოხვიდე კარგი მასწავლებელი გინდა, დღეს კი დურგალი უფრო ჭირს ვიდრე ისტორიის პედაგოგი..
კარგი ბიზაჟისტის შოვნა კახეთში შეუძლებელია, რადგან როგორც აღმოვაჩინე თელავში მაგალითად პროფესიონალი ვიზჟისტი ერთი ან ორი გვყავს. და ისინიც თეატრში მუშაობენ...
ბოლოს კი იმაზე მეტად დავიწყე ფიქრი სად შეიძლება  ისწავლო კერვა ან ქარგვა, ქსოვა ან თექვა, მინაქნრის კეთება ან სახის მასაჟი?
და აი ის ოქროს გასაღებიც ვიპოვე
კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი აისი...
ყოფილხართ ვინმე კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში?
არც მე მქონდა ნანახი ის რაც იქ ვნახე...
იქ მყოფს რატომღაც მავიწყდება რომ საქართველოში ვარ, თუმცა საქართველოს გარეთ არც ვყოფილვარ ... ხელოვნება შრომა ჯაფა, და კარგი სპეციალობა ყველაფერი ერთად არის შერწყმული.... ვისაც უნდა იმან დაუდებ ე.წ. ნიძლავს რომ მსგავსი რამ მეორე საქართველოში არ მოიძებნება... ვერც კემბრიჯი ვერც ოქსფორდი  და ვერც ჯავახიშვილი ვერ ჩაანაცვლებს და ვერ შეცვლის იმას რასაც აქ ნახავთ
ფოტოგალერია რომელსაც ბლოგს თან ვურთავ ყველაზე საინეტერესოა 
არ ვიცოდი თუ საქართველოში ასეთი პროფესიული სასწავლებელი არსებობდა და ვერც წარმოვიდგენდი თუ ამას აქ კახეთში ვიხილავდი
მოკლედ დარდით აღარ ვდარდობ... ზუსტად ვიცი რომ 9 კლაისის დასრულებისთანავე ჩემი შვილები კაჭრეთის პროფეიულ სასწავლებელში წავლენ, დამოუკიდებლად იცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში, ისაწვალიან იმას რაც ენდომებათ, ზუსტი პროფესიით დაბრუნდებიან, და იმაზე უკეთეს პარაქტიკას ვერსად მიიღებენ როგორიც იქაა.

ასე, რომ მე ვფიქრობ იურისტობას დურგლობა სჯობია თუ სწორ მისამართზე ისწავლი








Comments

  1. რა სასიამოვნოა იმ გამონაკლისების აღმოჩენა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმაღლესი განათლება არ არის იდეაფიქსი შვილების კარიერის დაგეგმვაში.

    ReplyDelete
  2. გამარჯობათ. სად არის ეს სკოლა?

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

დედის ლოცვა