Posts

Showing posts from April, 2015

და ისევ გული

Image
დამაგვაინდა, ვიცი რომ დამაგვაინდა, მე გელოდებოდი სადღაც ბოლოში, შორს, და არ ვჩქარობდი... მეგონა რომ სიჩქარე საქმე აფუჭებდა ამ დროს ვცდებოდი... არაფერია ცხოვრება ... მოვბრუნდი და გნახე რომ ამ ლოდინში მე წინ წავსულვარ შენ კი უკან დარჩენილხარ... მაგრამ ამ გზაზე გული დამკარგვია -რას ინატრებდი გულო? პატარა გოგოს... ალალი თვალებით, რომ უყურებდა სამყაროს და ეგონა ოდესრაც, რომ როცა გაიზრდებოდა ყველაფერი კარგად იქნებოდა... მერე გავიდა დრო, წლები, დღეები და თვეები და მივხვდი, რომ პატარა გოგო დაკარგულიყო... ვეძებე დიდხანს, დიდხანს და ვერ ვიპოვე... სახლში დაბრუნებულს კარის ზღურბლთან იმ პატარა გოგოს განახლებული სახე დამხვა... აწითელბული ლოყებით, ცისფერი თვალებით  და ფერმკრთალი სახით... მივხვდი ეს მე ვიყავი ბავშობაში.... და ახლა ის ვარ მე... მერე უცებ ზღურბლთან მდგომმა მკითხა : -დე რამდენი წლისას შეგიყვარდა პირველად? -შენხელა რომ ვიყავი მაშინ შემიყვარდა -მერე დე? -მერე ? მერე ის გოგო დაიკარგა და დამეკარგა სიყვარულიც? -ვინ გოგო დე? -ის შეყვარებული გოგო, -შენ თავზ

ვის არ უხარია აღდგომა

Image
დღეს დიდი ხუთშაბათია! ყველა საჯარო მოხელე ეკლესიაში იყო, მერე 9 აპრილის მემორიალთან, ფოტოები, პოზირება და რაც მთავარია:  ტაში ხალხო ტაში ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეები განდიდიების ხიბლში არიან!  არც  მეტი და არც ნაკლები ნახევარი მილიონი ლარი გაიღო მამასისხლად შეკოწიწებულმა ბიუჯეტმა, რათა საჯარო მოხელლების აღდგომა განსაკუთრებულად აღნიშნულიყო... ხო და მოდი ახლა შევიხედოთ იქ სადაც საჯარო მოხელეები არ მიდიან, ფოტოებს არ იღებენ, სადაც არც პრემიაა, არც დახმარება , არც პური და არც ქატო...