და ისევ გული
დამაგვაინდა, ვიცი რომ დამაგვაინდა, მე გელოდებოდი სადღაც
ბოლოში, შორს, და არ ვჩქარობდი... მეგონა რომ სიჩქარე საქმე აფუჭებდა ამ დროს ვცდებოდი...
არაფერია ცხოვრება ...
მოვბრუნდი და გნახე რომ ამ ლოდინში მე წინ წავსულვარ
შენ კი უკან დარჩენილხარ...
მაგრამ ამ გზაზე გული დამკარგვია
-რას ინატრებდი გულო?
პატარა გოგოს... ალალი თვალებით, რომ უყურებდა სამყაროს
და ეგონა ოდესრაც, რომ როცა გაიზრდებოდა ყველაფერი კარგად იქნებოდა...
მერე გავიდა დრო, წლები, დღეები და თვეები და მივხვდი,
რომ პატარა გოგო დაკარგულიყო...
ვეძებე დიდხანს, დიდხანს და ვერ ვიპოვე... სახლში დაბრუნებულს
კარის ზღურბლთან იმ პატარა გოგოს განახლებული სახე დამხვა...
აწითელბული ლოყებით, ცისფერი თვალებით და ფერმკრთალი სახით...
მივხვდი ეს მე ვიყავი ბავშობაში.... და ახლა ის ვარ
მე...
მერე უცებ ზღურბლთან მდგომმა მკითხა :
-დე რამდენი წლისას შეგიყვარდა პირველად?
-შენხელა რომ ვიყავი მაშინ შემიყვარდა
-მერე დე?
-მერე ? მერე ის გოგო დაიკარგა და დამეკარგა სიყვარულიც?
-ვინ გოგო დე?
-ის შეყვარებული გოგო,
-შენ თავზე მელაპარაკები ხო?-
-ხო დე...
-მერე დე?
-მერე დღეს მთელი დღე ვეძებე და კარის ზღურბლთან ვიპოვე,
იმაზე გალამაზებულიყო და დამშვენებულიყო ვიდრე წინათ იყო.
-რა არის მთავარი ცხოვრებაშ დე?
გული! გულია მთავარი! გული არ უნდა დაკარგო. მე დავკარგე
მაგრამ შენს გულს ვასწავლი როგორ უნდა დარჩეს საგულეში!
პ.ს. მე ახლაც მიყვარს, მე ახლაც მჯერა, მე ახლაც ვოცნებობ,
მე ახალც მჭირდები, მაგრამ ჩემს გულს ვეღარ ვპოვულობ რომ შენ გაჩვენო და ხელის გულზე დაგიდო

Comments
Post a Comment