Posts

Showing posts from November, 2014

რატომ იბლოკებიან რესპუბლიკელები?!

Image
თავიდან გადასაკითხი ! ერთი უძველესი იგავი მოგვითხრობს ახალგაზრდა ათლეტ ბიჭზე, რომელსაც ძალიან სწყუროდა წარმატება. მისთვის გამარჯვება ყველაფერი იყო და წარმატების განმსაზღვრელად პირველობა მიაჩნდა. ერთ დღეს მის მეზობელ სოფელში გაიმართა ჩემპიონატი სირბილში. ჩვენმა იგავის გმირმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ შეჯიბრში. სოფელში უამრავი ადამიანი იყო მოსული შეჯიბრების საცქერად. მათ შორის იყო ერთი ბრძენი, რომელსაც სმენოდა ახალგაზრდა ბიჭის ამბიციების შესახებ და მის სანახავად იყო მოსულიყო. შეჯიბრი დაიწყო. ბიჭმა მოიკრიფა მთელი თავისი ყურადღება,ძალა და ფინიშის ხაზის გადაკვეთის სიამოვნება სხვას არავის დაუთმო. ხალხი აღტაცებული იყო და ტაშს უკრავდა ბიჭს. ის პირველი იყო!  ბიჭი თავს ამაყად და კმაყოფილად გრძნობდა. ბრძენს არაინირი გრძნობა არ გამოუხატავს მისი გამარჯვების მიმართ და კვლავ მშვიდად, ღიმილით შესცქეროდა სანახაობას. მეორე შეჯიბრი შეჯიბრი მარტო ამ ბიჭსა და ცნობილ ჩემპიონს შორის გაიმართა. ყველასაგან გასაოცრად ბიჭმა აქაც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა