რატომ იბლოკებიან რესპუბლიკელები?!

თავიდან გადასაკითხი !
ერთი უძველესი იგავი მოგვითხრობს ახალგაზრდა ათლეტ ბიჭზე, რომელსაც ძალიან სწყუროდა წარმატება. მისთვის გამარჯვება ყველაფერი იყო და წარმატების განმსაზღვრელად პირველობა მიაჩნდა. ერთ დღეს მის მეზობელ სოფელში გაიმართა ჩემპიონატი სირბილში. ჩვენმა იგავის გმირმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ შეჯიბრში.
სოფელში უამრავი ადამიანი იყო მოსული შეჯიბრების საცქერად. მათ შორის იყო ერთი ბრძენი, რომელსაც სმენოდა ახალგაზრდა ბიჭის ამბიციების შესახებ და მის სანახავად იყო მოსულიყო. შეჯიბრი დაიწყო. ბიჭმა მოიკრიფა მთელი თავისი ყურადღება,ძალა და ფინიშის ხაზის გადაკვეთის სიამოვნება სხვას არავის დაუთმო. ხალხი აღტაცებული იყო და ტაშს უკრავდა ბიჭს. ის პირველი იყო!  ბიჭი თავს ამაყად და კმაყოფილად გრძნობდა. ბრძენს არაინირი გრძნობა არ გამოუხატავს მისი გამარჯვების მიმართ და კვლავ მშვიდად, ღიმილით შესცქეროდა სანახაობას.
მეორე შეჯიბრი შეჯიბრი მარტო ამ ბიჭსა და ცნობილ ჩემპიონს შორის გაიმართა. ყველასაგან გასაოცრად ბიჭმა აქაც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა. ბრძენი კი კვლავ სდუმდა. მაყურებელმა კიდევ ერთი შეჯიბრი მოითხოვა. მოულოდნელად ბრძენი ფეხზე წამოდგა. ბიჭისკენ გაემართა და თან ერთი მოხუცი ქალი და ბრმა კაცი მიიყვანა მასთან.
- შემდეგი შეჯიბრი თქვენ სამს შორის გაიმართება – თქვა მან.
-  ეს არაა სწორი, მათ არანაირი შანსი არ აქვთ – ამაყად თქვა ბიჭმა.
- გეთანხმები, მაგრამ შეჯიბრის წესი ასეთი იქნება – უთხრა მას ბრძენმა.
შეჯიბრი დაიწყო. ბიჭი გაიქცა და ის იყო ერთადერთი ვინც ფინიშის ხაზი გადაკვეთა, დანარჩენი ორი ისევ იქ იდგნენ სადაც ბიჭმა დატოვა.. თუმცა აქ ერთი განსხვავებაც შესამჩნევი იყო. ტაში არავის დაუკრავს და არც აღტაცება გამოუხატავს ვინმეს.
– რა მოხდა? რატომ არ მოსწონს ხალხს ჩემი წარმატება? – ჰკითხა ბრძენს ბიჭმა.
– ისევ უნდა შეეჯიბრო და გაიმარჯვებ მაშინ, როდესაც ყველანი ერთად მიხვალთ ფინიშის ხაზთან – უპასუხა ბრძენმა.
ბიჭი ცოტა ხნით დაფიქრდა, შემდეგ კი თითქოს გონება გაუნათდა და ჩადგა მოხუცი ქალისა და ბრმა კაცის შუაში, ჩასჭიდა ხელები მათ და მათთან ერთად გაემართა ფინიშის ხაზისკენ. გზა ბევრად დამღლელი და გრძელი აღმოჩნდა, თუმცა, როდესაც მათ ფინიშის ხაზი გადაკვეთეს აღელვებული და ცრემლმორეული ხალხი ძალიან დიდხანს უკრავდა ტაშს.
მაპატიეთ მაგრამ ვერ მივხდი ვის უკრავენ ტაშს? მე თუ ამ ორ ადამიანს – ჰკითხა ბიჭმა ბრძენს.
ბრძენმა ბიჭს ხელი ჩასჭიდა და ღიმილით უთხრა:
- შვილო, შენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი მოიგე იმ შეჯიბრებს შორის, რაც კი ოდესმე მოგიგია. ამ გამარჯვებისათვის ადამიანები ყველაზე გულწრფელ მადლობას იხდიან…


ამბობენ კუჩხი ბედნიერიაო, მაგრამ ეს კუჩხი მთლად ბედნიერი ვერ გამოდგა 2014 წელს რესპუბლიკური პარტიისათვის...სხვაგან რა გითხრათ მაგრამ კახეთში კი ასეაასეა თუ ისე , ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ 2014 წლის დასაწყისიდან ვითარება ასე განვითარდა:რესპუბლიკური  პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად 11 იანვარს თელავის უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელეღუტაშვილი აირჩიეს.
არც მეტი და არც ნაკლები პარტიის წევრთა კრება თელავის უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა.თუმცა, კრებას მართალია, ძირითადად უნივერსიტეტში მომუშავე რესპუბლიკელები ესწრებოდნენ, მაგრამ ამ სხდომის თუ შეხვედრის შესახებ არც აკადემიურმა საბჭომ იცოდა, არც სტუდ კავშირმა და არც პროფესორ მასწავლებელთა უმრავლესობამროგოც ვთქვით, ეს ამბავი ამა წლის 11 იანვარს მოხდა. თუმცა სამი დღის მერე. ზუსტად ძველ ახალ წელს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.მისი გადადგომა კი უმაღლესი საგამანეთლებლო დაწესებულების შენობაში ჩატარებულმა  რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგაიზაციის კრების ჩატარებამ გამოიწვია. მაშინ უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა:„ნაციონალური მოძრაობა“ არავის ეკითხებოდა, გამოეყენებინა თუ არა უნივერსიტეტის ფართი პარტიული ინტერესებისთვის. თელავში მსგავსი დარბაზი არ არის, ამიტომ „რესპუბლიკურ პარტიას“ მე მივეცი ნება პარტიის წევრთა კრება უნივერსიტეტში ჩაეტარებინა“ ბატონმა  ავთანდილმა  კი მოიტყუა, თვითქოს სხვა შესაფერისი დარბაზი არ არსებობდა, შეიძლება დაავიწყდა კიდეც, რომ თელავს აქვს თეატრი, მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი და კიდევ სხვა ბევრი სადაც სწორედაც რომ პარტიული ყრილობები და კრებები ტარდება. შესაბამისად ამ ტყუილის თუ იქნებ გულმავწყობის გამო, ძველით ახალ წელს, კუჩხი ბედნიერ დღეს განცხადება გაავრცელა :„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს წარმოადგენს ისეთი დაწესებულებისათვის, როგორიც უნივერსიტეტია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი. ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და ენერგიას საგანმანათლებლო, აკადემიურ და პედაგოგიურ საქმიანობას სრულად მოვახმარ“,და როგორც ჩვენი დიდებული ტრადიციები მეტყველებს როგორც წელსაც დაიკვებავ ისეთივეც გექნებაო, აუხდათ ზუსტად ასე....აგერ უკვე რამდენი თვეა: თელავის თემის საკრებულოში რესპუბლიკური არც ფრთა იგრძნოდა და არც სიო...თემის საკრებულოში რესპუბლიკურმა პარტიამ ვერა და ვერ შექმნა ფრაქცია, რამდენჯერაც მიმართა წარმამოდგენლობით ორგანოს  შუამდგომლობით, ფრაქციის შექმნაზე  იმდენჯერ მიიღო მტკიცე უარი კოლეგა ოცნების დეპუტატებისაგან...ახლა აქ რა ხდება :გელა აზიკური რესპუბლიკური პარტიის წევრია, ამავ დროულად წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატიც, ისე ყოველ შემთხვევისათვის თუ კითხავ:-რა ხდება ფრაქცია არ გაქვს, პარტიის ლიდერი კი პარლამენტის თავმჯდომარე გყავს და მიზეზი რაღააო... ყოველი შემთხვევისათვის ისიც  გეტყვით-არ უნდათ ჭკვაიანი და განათლებული ხალხი  ბატონო, აქამდე კიდე ვერ მიხვდით?ასე, რომ შემობრუნებული კითხითვითვე დაბრუნებული პასუხი მრავლის მეტყველია,წელი ისე გადის და რაიონის ორგანიზიციის თავმჯდომარე ვინ არის არავინ იცის,საკრებულოში ერთია რესპუბლიკელი და მასაც ფრაქცია არა და არ შეუქმნეს
თუ მეზობელ ახმეტასაც გადავალებთ თვალს მავანი და მავანი ამბობს:  რესპუბლიკელი ზაქარია ქინქლაძე აგვისტოში დაიბლოკა და მის ნაცვლად ქართული ოცნების წევრი გელა ჯუგაშვილი აირჩიეს თავმჯდომარედო...ბევრი რომ არ გავაგრძეოთფაქტი ჯიუტია, იქ სადრაც შორს ჩვენგან წყვეტენ და ასრულებენ კიდეც, რესპუბლიური პარტიის რეიტინგის დაცემა უნდა მოხდეს,
როგორც კოალიციის რეგიონის კულუარებში ყვებიან:არც რესპუბლიკელების და არც ალასანია დემოკრატების გაძლიერება არ უნდა მოხდეს, პირიქით მათი ხმა „ ხმამღაღადებლია უდაბნოსა შინა “ უნდა გაიფანტოს...ალასანიას პარტიაზე დღეს რა მოგახსენოთ, მაგრამ ასე გაგრძელებით ფინიშთან ქართული ოცნება 2016 წელს რამდენად მიაღწევს უკვე სადაოა  

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში