Posts

Showing posts from March, 2016

8 მარტს გილოცავთ კაცებო, ქალების მადლი გფარავდეთ!

Image
დიახ, მე მაქ ამბიცია გავხდე საკრებულოს წევრი.... არა- პოლიტიკა არ მხიბლავს, არც იმ დიდი პოლიტიკური ავიაციის ხმაური მიზიდავს. მე პატარა პროვინციული ქალაქის შვილი ვარ, სადაც პატარა საკრებულოა, სულ რაღაც 15 დეპუტატით და თხუთმეტივე ვაჟკაცია... ჩემს პატარა ქალაქს პატარა თვითმართველობა ყავს, მაგრამ ამ პატარა თვითმართველობაშიც ყველა უფროსი მერიც და ვიცე მერებიც კაცები არიან.. . ორშაბათს მოქალაქეთა მიღების დღეა, ამდენი თვეა ყოველ ორშაბათს მივდივარ და სქესით ვითვლი მოქალაქეებს, 10 დან ერთი მაინც თუ მამაკაცი აღმოვაჩინე. ისიც მოხუცი და ალბათ იმიტომ არის მოსული, რომ უკვე ქვირივია... და უბრალოდ სახლში ქალი არ დარჩა. თორემ აბა კაცს 50 ლარიანი ერთჯერადი დახმარების სათხოვნელად, რომელი თავმოყვარე ცოლი გამოუშვებდა? ასე, რომ როცა ჩვენივე ფულიდან 50 ლარს ვითხოვთ მაშინაც ქალები ვართ... როცა ინკასატორი წყლის, დენის ან გაზის ჩასაჭრელად მოგვადგება, ოჯახის კაცს გარეთ