ციხის ანბანი!
ციხის ემოციები პირველი ბარათული შემოწმემბეა: ოფიცერი და ორი კონტროლიორი შემოდის, ყველა ფეხზე ვდგებით და სათითაოდ ჩვენი გვარის გაგონებაზე ვამბობთ: -ვარ!!!! (ანუ სკოლაში ვარ) ასე ვფიქრობ ...... და აი, ამ შემოწმების მერე ვიგებ რომ ამ მოვლენას ქვია „პრავერკა“ ახლა ამ დღიურში მინდა ციხის ლექსიკური მარაგი მოგიყვეთ. მოკლედ ასე: ციხის ენაზე კონტროლიორს-„კლუჩბნიკი„ ან ნაძორი ქვია კარზე ამოჭრილ პატარა სარკმელს -კარმუშკა, ოთახის სარკმელს -რეშკა საკანს-„კამერა“ პატიმრის საიდუმლო წერილს „ქსივა“ ქსივის გარეთა ცელოფანს, ანუ სიგარეტის ცელოფანს „ტრუსიკი“ საკნებს შორის გამოჭრილს კედლებს „კაბურა“ პატიმრისაგან პატიმართან გაგზავნილ ამანათს „ გრევი“ გასეირნებას „პრაგულკა“ პაემანს „ სვიდანია“ ამანათს ოჯახიდან „დაჩკა„ მაღაზიას „ლარიოკი“ ციხეზე საჭმლის დამტარებელს „ბალანდიორი“ ციხის საჭმელს “ბალანდა“ ციხის დამხარე პერსონალს ანუ დამლაგებელ პატიმარს „აფსლუგა“ ციხეში დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელს „ბრაგა„ კონტროლიორების ხემძღვანელს „დეპეენკა„...
Comments
Post a Comment