ციხის ანბანი!

ციხის ემოციები

პირველი ბარათული შემოწმემბეა:
 ოფიცერი და ორი კონტროლიორი შემოდის, ყველა ფეხზე ვდგებით და სათითაოდ ჩვენი გვარის გაგონებაზე ვამბობთ:
-ვარ!!!!
(ანუ სკოლაში ვარ) ასე ვფიქრობ ......
და აი, ამ შემოწმების მერე ვიგებ რომ ამ  მოვლენას ქვია „პრავერკა“
ახლა ამ დღიურში მინდა ციხის ლექსიკური მარაგი მოგიყვეთ.
მოკლედ ასე:
ციხის ენაზე  კონტროლიორს-„კლუჩბნიკი„ ან ნაძორი ქვია
კარზე ამოჭრილ პატარა სარკმელს -კარმუშკა,
 ოთახის სარკმელს -რეშკა
საკანს-„კამერა“
პატიმრის საიდუმლო წერილს „ქსივა“
ქსივის გარეთა ცელოფანს, ანუ სიგარეტის ცელოფანს „ტრუსიკი“
საკნებს შორის გამოჭრილს კედლებს „კაბურა“
პატიმრისაგან პატიმართან გაგზავნილ ამანათს „ გრევი“
გასეირნებას „პრაგულკა“
პაემანს „ სვიდანია“
ამანათს ოჯახიდან „დაჩკა„
მაღაზიას „ლარიოკი“
ციხეზე საჭმლის დამტარებელს „ბალანდიორი“
ციხის საჭმელს “ბალანდა“
ციხის დამხარე პერსონალს ანუ დამლაგებელ პატიმარს „აფსლუგა“
ციხეში დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელს „ბრაგა„
კონტროლიორების ხემძღვანელს „დეპეენკა„
ციხის ნატვრას
„სვაბოდა!!!“
მოკლედ  პატიმარმა თუ დედა დაიფიცა დაფიქრდი ხომ არ იტყუება,
მაგრამ თუ „სვაბოდა “ დაიფიცა ენდე!!!!
 ანუ როგოც იქ იტყვიან  ამ დროს „ ფაიზაღს ბაზრობს“
არცმეტი  არც ნაკლები მინი საბჭოთა კავშირში მეგონა თავი,აბა ამლექსიკაზესხვა ასოციცია არ მიჩნდებოდა ....
პირველი რამაც შოკში ჩამაგდო ოჯახური დაპატიმრების სერიები იყო, კამერაში ვიყავით სულ ცხრა, ერთი ბაჯია, შვილთან ერთად იყო დაჭერილი,
მეორე თავის დაქალთან და სამ ადამიანთან, მალემისი მეუღლეც დაიჭირეს და ციხეში „მოკლეს“,
მესამე ძმასთან და ძმის ცოლის დასთან,
მეოთხე გენერლის ცოლი ძმასთან,
მეხუთე„ბუღუთრა! ქმართან,
 მეექვსე „კვაჭი ციკორე“ ქმართან,
მეშვიდე მამაოს და ქმართან და მულის ქმართან,
 ერთიკი ამოვისუნთქე რა მაგარია მარტომე დამიჭირესთქო.....მაგარმ ამაზე უარესი ვნახე მერე,
 დედა და სამი შვილი ერთად,
დედა და 2 შვილი და2 შვილიშვილი......
მოკლედ ციხეში პატიმართა კლანები იქმნებოდა გართ გვარები წყდებოდა, ოჯახები ინგრეოდა, „პაძელნიკის“ გარეშე დაჭერილი იშვათი იყო 2007 წელს.
ამავე წელს ციხე გადაივსო,აპრილში თუ ცხრა ვიყავით, ნოემბერში 14ზე ავედით ერთ საკანში სადაც მხოლოდ 6 ადამიანს უნდა ეცხოვრა ,სმენკობით“ ძილი დაიწყო,იატაკზე ადგილი აღარ იყო,ციხის უფროსი „პრავერკაზე“ აღარ დადიოდა,რა ლეიბი, რის თეთრეული, რა ბალიში, რა საპონი, რის სარეცხის ფხვნილი, თუ გარეთ პატრონი არ გყავდა გადაიქცეოდი ციხეში „შნირად“.
 ყველაფერი სასაცილო ხდებოდა და ისეთი სასაცილო, რომ ეს სიცილი ისტერიკა იყო და მეტი არაფერი.
ციხე? ციხე ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთია, და ეს ჯოჯოხთი 2007 წლიდან უფრო დიდი სიძლერით დაერია ქართულს გენს.
(შემდეგ ნომერში მიშას მიერ ჩარეცხილი ქართული გენია)
მაკა მოსიაშვილი



Comments

Popular posts from this blog

დედის ლოცვა

რატომ სჯობია იურისტის დიპლომს, „აისში“ ნასწავლი დურგლობა ?!