Posts

Showing posts from February, 2015

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში

Image
თელავი თელავი უცნაური ქალაქია, ალბათ ქუთაისისგან განსაკუთრებით განსხვავებული. ამ ქალაქს არასდროს ჰყოლია ქურდი, მაშინაც კი როცა „რამკიანი ტიპები“ საბჭოთა იმპერიას იატაკქვეშეთიდან დაუწერელი კანონებით აზანაზარებდნენ, თელავში ქურდს არ „გაუხარია“.. იგივე ჟარგონებით თუ ვისაუბრებთ თელავს „მუჟიკები“ უფრო მართავდნენ ვიდრე შავები, ამბობენ, რომ ამ ქალაქში არც ერთ ქურდს „მარადიულად“ არ უცხოვრია, ამიტომ ამ ქალაქში ბავშვები მეღვინეობაზე უფრო მეტად ოცნებობდნენ ვიდრე “განაბობაზე“ თელავში პატარები არასდროს ამბობდნენ, რომ როცა გავიზრდები ქურდი უნდა გავხდეო, პირიქით აქ კინოფილმ მიმინოს ვერტმფრენი უფრო „ცვეტში“ იყო ვიდრე ქუჩის ინსტიტუტი... აქ პატარა კახობა მოდიდან გაუსვლელად სულ მოდაშია ! ბევრ სხვა თავისბურებასთან ერთად, ეს ერთი დამახასიათებელი ბუნება ამ ქალაქის თანმდევი ნაწილია ახლაც, როგორც ადრე, თუ ვინმეს სულში ქურდობის ჭია უღიტინებდა და მხრებზე ვარსკვლავებს ოცნებობდა  ხმამაღლა არ საუბრობდნენ. თუმცა ყველგან არიან ერთეულები და აქაც  ვიღაცას სულ სურდა, რომ ოდესღაც ქურდი გამხდარიყო