Posts

Showing posts from April, 2014

ვინ ალაგებს გურჯაანს?

Image
გურჯაანში გავრცელებული ინფორმაციით ქართული ოცნება გურჯაანის გამგებლად ზურაბ ხუროშვილის კანდიდატურას განიხილავს.  ვინ არის ხუროშვილი? გურჯაანში ცნობილია, რომ ხუროშვილის  ყველა კარიერული მიღწევა მის ნათელ მირონს გიორგი სიბაშვილს უკვაშირდება კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე,  ხუროშვილის უახლოესი მეგობარია, სიბაშვილი არ უარყოს: რომ ის და ხუროშვილი  ახლობლები არიან და ხუროშვილის ქალიშვილი მისი მონათლულია.

ოცნებებით საიქიოში...

Image
„ ადამიანი კვდება , აზრი რჩება . აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს , აღვიძებს სხვების აზრს , მრავალთა კუთვნილება ხდება . აზრი სიღრმეში იჭრება , ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს , მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს , ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს , იბრძოლოს და პასუხი აგოს . “   კანტმა კი თქვა ეს ,   მაგრამ აბა ,   კანტმა რა იცოდა , რომ ამ სიტყვებს წლების მერე , ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის ბლოგის წერისას გამოვიყენებდი... ხო , ადამიანი წავიდა ... წავიდა იმ ქვეყნად და თან წაიღო ის ოცნებები რაც ჰქონდა... და თუ იმ ოცნებებს ფარდას ავხდით, კაცმა სოფელს და პარტიას თავი შეალია..  ჭირვეულიც იყო და მომთხოვნიც, მაგრამ სოფელი ხომ უყვარდა? სოფელიც... პარტიაც... ოცნებაც... უყვარდა და თან როგორ მერე... მითხრეს, საღამოს ძალიან ინერვიულა, მერე დაწვა და დილით კი უკვე უფალს ებარებოდაო....

კახეთი რეაქტიული პოლიტიკის ტყვეობაში! მეფე შიშველია!

Image
      პლატონს უთქვამს: „ სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს , მაგრამ ცოტა დამცველი ო“...  (თელაველებს მინდა ვუთხრა, რომ ეს  ის პლატონი არ არის, თქვენ ვინც გაიფიქრეთ.) სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული რომ უნდა ჰყავდეს, ეს უკვე ვიცი... ხოდა შევკაზმე ჩემი ცხენი და ვიწყებ:      2012 წლის შემოდგომის შემდეგ „ნაცებისგან“ ბორკილაყრილმა ქართველებმა ოცნებებში გაინავარდეს, იფრინეს, ინარნარეს... ოცნებებს გრავიტაციამ სძლია...  ...თურმე დედამიწა ისევ ტრიალებს,  ზამთარში თოვს, ზაფხულში ცხელა, მზე კი... მზე ჩვენთან დედოფლისწყაროდან ამოდის... ზოგი ამბობს ამოდისო, ზოგი - ჩამოდისო, ზოგიც - ფეხით დადისო... ვიდრე თელავს გაანათებდა მზემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “ მრეწველებიდან ” შეანათა... („მრეწველების“ რეიტინგებზე და მათ საკრებულოში შესვლაზე ცალკე  სტატიაა დასაწერი)