ვინ ალაგებს გურჯაანს?

გურჯაანში გავრცელებული ინფორმაციით
ქართული ოცნება გურჯაანის გამგებლად ზურაბ ხუროშვილის კანდიდატურას განიხილავს. 

ვინ არის ხუროშვილი?


გურჯაანში ცნობილია, რომ ხუროშვილის  ყველა კარიერული მიღწევა მის ნათელ მირონს გიორგი სიბაშვილს უკვაშირდება
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე,  ხუროშვილის უახლოესი მეგობარია,
სიბაშვილი არ უარყოს: რომ ის და ხუროშვილი  ახლობლები არიან და ხუროშვილის ქალიშვილი მისი მონათლულია.


გურჯაანში კი, ბევრი ლეგენდა დადის ამ ორი ოჯახის ერთობლივ ფარულ საქმიანობებზეც,

სწორედ სიბაშვილის დამსახურება იყო, ხუროშვილის მეუღლის ირმა ბიწკინაშვილის დაწინაურება მაჩჩის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე .

ასევე  სიბაშვილის დახმარებით მიიღო ხუროშვილმა  შაშიანში (სიმამრის სოფელში) კულტურის სახლის გრძელვადიანი იჯარა, სადაც ღონისძიების ცენტრი აქვს მოწყობილი (ქელეხებისა და ქორწილებისთვის)

 ამავ დროულად ხუროშვილი თამაზ თამაზაშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება, იგი გენარალის ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწეობის დროს გახდა ჯერ ეკო პოლიციის უფროსი, მოგვიანებით კი კრიმინალურ პოლიციაში გააგრძელა მოღვაწეობა.
(მისი ნაღვაწზე კი ცალკე სტატია დაიწერებოდა)


პ.ს.საინტერესოა რა გაუჭირდა ქართულ ოცნებას ისეთი, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვებული სიბაშვილის უახლოესი მეგობრებით ~ალაგებს გურჯაანს~ ?!
 ბოლო პერიოდში კი, რატომღაც ახალი ხელისუფლება სიბაშვილის ახლო ნათესავების დასაქმებითაა დაკავებული, შეგახესნებთ კახეთის გუბერნიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსად მისი სიძის ძმა გოგიტა რუაძე დაინიშნა 

როგოც სიბაშვილი ამბობს, ყველა მისი ახლობელი, თანაპარტიელი და მეგობარი პოტენციური გამგებელია. 

ასე, რომ გუბერნტორის ყოფილი მოადგილე,  კვლავ კეხეთის რუხი კარდინალის პოსტს ინარჩუნებს. 
რა ბედი ელის გურჯაანს?

ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა  ისევ სიბაშვილის ვალდებოებაა.

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში