ოცნებებით საიქიოში...



ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს.
 კანტმა კი თქვა ეს,  მაგრამ აბა,  კანტმა რა იცოდა, რომ ამ სიტყვებს წლების მერე, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის ბლოგის წერისას გამოვიყენებდი...
ხო, ადამიანი წავიდა ...
წავიდა იმ ქვეყნად და თან წაიღო ის ოცნებები რაც ჰქონდა...
და თუ იმ ოცნებებს ფარდას ავხდით, კაცმა სოფელს და პარტიას თავი შეალია..
 ჭირვეულიც იყო და მომთხოვნიც, მაგრამ სოფელი ხომ უყვარდა?
სოფელიც... პარტიაც... ოცნებაც...
უყვარდა და თან როგორ მერე...
მითხრეს, საღამოს ძალიან ინერვიულა, მერე დაწვა და დილით კი უკვე უფალს ებარებოდაო....


ახლა ის ცათა სასუფეველშია და ისე, ცნობისათვის ცათა სასუფევლის კართან სავარაუდოდ არ ჰკითხავდენენ  რომელი პარტბილეთი გაქვს, ქოციაური თუ ნაციაურიო...
უბრალოდ ჰკითხავდნენ ალბათ,  ალალად თუ იცხოვრე და შენი სოფლისათვის რა გიკეთებიაო...
მისი კეთილი ანგელოზიც იმედია იტყოდა  სათქმელს...
სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება “ ამბობს ფრიდრიხ ნიცშე
და სულაც არ იყო ის საინტერესო...
ის  უბრალოდ წესიერი იყო... მისი ინტერესი კი, მას მერე გაჩნდა, რაც უკვე აღარ იყო...
პოლიტიკაეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა - პლატონი
ეს ის შემთხვევაა, როცა პლატონს არ ვეთანხმები (ნამდვილ პლატონზე ვსაუბრობ, იმაზე არა, ჩემს ბავშობაში პაატა რომ იყო, მერე პეტრე და ახლა პლატონია...)
თანაცხოვრების, ერთად ცხოვრების და ამ ყველაფრის  პოლიტიკაში გაზიარების, ცოტა არ იყოს  არ მჯერა...
რა მჯერა? მჯერა ის, რომ ცათა სასუფევლის კართან არ გვკითხავენ რომელი პარტიული მანდატით ხართ მოსულიო, არც იმას შეგვეკითხებიან დედამიწაზე მაჟორი იყავი თუ სოფლის გამგებელიო... უბრალოდ გვკითხავენ, რა გაგიკეთებია შენი სოფლისათვის და რისი გაკეთება ვერ მოსაწარი გულდაწყვეტილი ხომ არ ამოხვედი ზეცაშიო...
მე მჯერა, რომ  იმასაც გვკითხავენ, რამდენი კაცი მოგიტყუებია და ეს ტყუილი თუ გინანაიაო?
იმასაც გვკითხავენ, ენით კაცი ხომ არ დაგიკოდავს ისე, რომ გული გახეთქვია და ამ ქვეყნად დროზე ადრე გადმოსულაო...
და ბოლოს მიმიფურთხებია ყველა არჩევნებისათვის, რომელი არჩვენებიც ტყუილზე, გადაგდებაზე, სიცრუეზე და  ადამინის ყოფნა არ ყოფნაზეა  აგებული...
ის კი ამ ქვეყნად აღარ არის...
პ.ს. ვინც დარჩით მათ მაინც ინანეთ, რატომ მოატყუეთ?
გიღირდათ?
არ ინანებთ თქვენ! ზუსტად ვიცი, რომ არ ინანებთ, მაგრამ პანაშვიდზე კი წახვალთ... ქელეხშიც...  



Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში