ადეიშვილის აზნაური2

            2003 წლის მერე თელავში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ თითქმის მთელი ქალაქი და არა მარტო ქალაქი,  ადეიშვილმა მიისაკუთრა. ამაზე თელაველები ჩუმად, მხოლოდ შინაურებთან ჩურჩულებდნენ, ხმამაღლა თქმას კი ვერ ბედავდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დღესაც ბევრს ახსოვს ძმები ადეიშვილების მიერ დაგეგმილი არაერთი სპეცოპერაცია, მაშინ - მითუმეტეს...
             კახეთში,  პეტრე ცისკარიშვილის გუბერნატორობის დროს,  მისი მოადგილე ზურაბ ადეიშვილის ძმა - დათო ადეიშვილი იყო.  ძალაუფლება რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ადეიშვილების  კლანის იყო და ბიჭებიც „მისაღებს იღებდნენ“...  ძმების მიერ დაგეგმილ-ორგანიზებული ოპერაციებიდან ყველაზე რეზონანსული თელაველი ბიზნესმენისთვის, შოთა დემინაშვილისთვის (იგივე „ლეკი“)  გაზგასამართი სადგურების „დაწერება“ იყო.  ამ თემას თელავში დიდი ხნის მანძილზე განიხილავდნენ...  როგორც მაშინდელ პროკურატურას  სჩვეოდა,  სადღაც „ჟანგიანი ავტომატიც“  უპოვეს და „დამნაშავეებსაც“ ბრალი წარუდგინეს...  
         ეს მხოლოდ დასწყისი იყო...
             თელავში დღეს უკვე აღარ ეშინიათ ერთ დროს ძლევამოსილი ძმების და ამიტომაც უკვე ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ადეიშვილების ქონებას  დასარული არ უჩანს და მთელი ეს  მონაგარი მათ უახლოეს  მეგობარს,  თელაველ ვანო კევლიშვილს ეკუთვნის.
             ეს ის ვანო კევლიშვილია, რომლის სახლშიც  წლების მანძილზე თითქმის ოჯახის წევრივით ცხოვრობდა გენერალური  პროკურორის ძმა,  დავით ადეიშვილი.
              თელაველთა მეხსიერებაში ვანო კევლიშვილის ოჯახის  საკუთრებაში მხოლოდ ერთი, ე.წ.  „თუთების“ ბენზინ გასამათი სადგური იყო,  ვარდების რევოლუციის შემდეგ კი...
             კევლიშვილის  ქონების ზრდა მისი საგადასახადოს უფროსის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ  დაიწყო...
დღეს თელავში ვანო კევლიშვილს  ადეიშვილის აზნაურის სახელით მოიხსენიებენ.
აზნაურის ქონების „დავთარი“ კი დაახლოებით ასე გამოიყურება:
1.       1 ლარად ნაყიდი რესტორანი დასასვენებელ პარკ „ნადიკვარზე“;
2.      100 ათას ლარად შეძენილი თელავის კულტურის სახლი, იგივე ძველი თეატრი, რომელიც ქალაქის რებილიტაციამ შეიწირა. (მის ადგილზე დღეს იუსტიციის სახლი მდებარეობს);
3.      ჰექტრობით ვენახები და  სახნავ სათესი მიწები;
4.      რამდენიმე სავაჭრო ფართი თელავის ცენტრში,  მერაბ კოტავას ქუჩაზე  (ამჟამად გაქირავებულია);
5.      ძველი საგადასახადოს შენობა  თელავის №2 ატეკის მიმდებარე ტერიტორიაზე;
6.      „ხაზინა ბანკის“ ყოფილი შენობა თელავის ცენტრში,  ერეკლე მეფის ძეგლის მოპირდაპირედ;
7.        სავაჭრო ობიექტები თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე;
8.      ბენზინ გასამართი სადგური „თუთები„;
9.      მშენებარე სავაჭრო ცენტრი ქუთაისის ქუჩაზე;      
10.  საოჯახო ტიპის ახლად გახსნილი სასტუმრო თეთრიანის ქუჩაზე;
11.  სამსათულიანი ბინა სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე...
          მოკლედ,  ეს აზნაურ კევლიშვილის ქონების არასრული ჩამონათვალია...
                 თელავში ხუმრობენ:  „ბატონობა რომ გადავარდა, მაშინ აზნაურებსაც ჩამოართვეს ქონება  და ეს ჩვენი „ადეს აზნაური“ რა ჭკვიანი აღმოჩნდა, ქონება კი არ ჩამოართვეს  აქეთ მიაქირავა „ქართულ ოცნებას“   მიტაცებული „ხაზინა ბანკის“ შენობა საოფისედო...
           ხუმრობა იქით იყოს და ყველამ იცის ქალაქში,  რომ ვანო მთელი ცხოვრება ერთი ხელმოცარული კაცი იყო.   თავისი „უფხობის“ გამო ბავშვობიდან ზედმეტსახელი „ბლეყვი“ ამიტომაც გამოჰყვა დღემდე.  თელაველები ვანოს „ფხიანობას“ ვერც დღეს იჯერებენ და ამიტომაც ისევ „ბლეყვად“ მოიხსენიებენ, თუმცა ქალაქში იმასაც ამბობენ, რომ ზოგჯერ თურმე სხვისი (ადეიშვილის)  „ფხიანობითაც“  შეიძლება სარგებლის მიღება...
          ასეა თუ ისე,  ადეიშვილი დღეს უნგრეთში პრეზიდენტის მრჩეველია,  მისმა აზნაურმა კი თელავში ერთ-ერთი საუკეთესო შენობა „ქართულ ოცნებას“ სარფიანად მიაქირავა.
მაკა მოსიაშვილი


Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში