სტალინის ძეგლი
1924 წელი, 1 სექტემერი
მთელი დღე და ღამე
თელავის მაზრის პოლიცია,მეაბოხეებს ხვრეტდა....
კრემლში ძალაუფლება
უკვე სტალინის ხელთ იყო!
2 სექტემბრი
დილით ალიონზე მილიციის
შენობიდან ხელით გამოათრიეს გვამები.......
„გიგოს გორამდე“
ურმებით მიიტანეს და ყველა ერთად „ჩაყარეს“ მიწაში...
კაცს კი რომელსაც
ერქვა გიგო და დახვრეტის უშუალო ხელმძღვანელი იყო, თელავმა სამახსოვრო სახელი დაუტოვა,
წიწვოვან გორას სადაც ასობით დახვრეტილი განისვენებს „გიგოს გორა“ დაარქვს. (გადმოცემით)
იმ დღეს 750 ზე
მეტი ადამიანი გამოესალმა სიკვდილს თელავში!
დახვრეტილთა შორის 30 ადამიანი თელავის მაზრის მაცხოვრებელი იყო!
ყველა უპარტიო...
ყველა საკუთარ სამშობლოს
ღირსებაზე შეყვარებული!
1.
აგურაშვილი ქრისტეფორე სიმონის ძე 1889 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
2.
ანდრონიკოვი გრიგოლი თომას ძე 1878 სომეხი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
3.
ბაბუნიძე იოსები ლუარსაბის ძე 1898 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
4.
გამყრელიძე ვლადიმირი ვიქტორის ძე 1901 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
5.
კოელიშვილი იოსები სიმონის ძე 1894 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
6.
მაყაშვილი ლუარსაბი გიორგის ძე 1870 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
7.
მაყაშვილი არჩილი ზაქარიას ძე 1878 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
8.
მაყაშვილი ათანასი კონსტანტინეს ძე 1887 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
9.
მაყაშვილი ნიკოლოზი კონსტანტინეს ძე 1897 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
10.
მაჭავარიანი სოლომონი ზაალის ძე 1887 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
11.
01/09/1924
12.
მიხაილოვი სიმონი ტატოს ძე 1895 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
13.
პეტრიაშვილი ილია ივანეს ძე 1865 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
14.
რაზმაძე ნიკოლოზი კირილეს ძე 1871 ქართველი თელავის მაზრა ედპ 01/09/1924
15.
სიდამონ-ერისთავი შალვა იოსების ძე 1897 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
16.
სულხანიშვილი დავითი პაატას ძე 1877 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
17.
სულხანოვი მიხეილი რევაზის ძე 1876 რუსი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
18.
ყარალაშვილი რევაზი მიხეილის ძე 1858 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
19.
ყარალაშვილი ლუკა ნიკოლოზის ძე 1864 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
20.
ყარალაშვილი დიმიტრი გიორგის ძე 1873 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
21.
ყარალაშვილი ილია კონსტანტინეს ძე 1891 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
22.
ყარალაშვილი ივანე არჩილის ძე 1894 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
23.
ციცქიშვილი გიორგი მიხეილის ძე 1894 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
24.
ხიზანიშვილი გიორგი ივანეს ძე 1875 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
25.
ხოსრაშვილი ივანე გიორგის ძე 1872 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
26.
ჯავახიშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე 1886 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
27.
ჯანდიერი ივანე დავითის ძე 1875 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
28.
ჯაფარიძე ივანე საჩინის ძე 1881 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
29.
ჯაფარიძე ალექსანდრე ვლადიმირის ძე 1906 ქართველი თელავის მაზრა რუსეთის სდმპ 01/09/1924
30.
ჯორჯაძე ვლადიმირი ალექსანდრეს ძე 1880 ქართველი თელავის მაზრა უპარტიო 01/09/1924
უპრეცედენტო რეპრესიები, რომელმაც საერთო ჯამში თორმეტი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი, - პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვედელოების, გლეხობის და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული საგვარეულო. მიუხედავად დამარცხებისა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რისი დასტურიც არის1937 1939 წლების "წითელ ტერორამდე" ქართველი ერის პერმანენტული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ყოველივე ამას თვალნათლივ ადასტურებს ის დიდძალი დოკუმენტური მასალა, რომელიც დაცულია თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში
..........
89 წლის მერე...
2013 წლის 8 აგვისტოს, საღამოს, თელაველები და ახალგაზრდა ვეტერანები თეტრის წინ შეიკრიბნენ....
სანთლებით ხელში, მოიხსენიეს მიცვალებულთა სულები და პატივი
მიაგეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას... პატრულმა კი სიჩუმისაკენ მოუწოდა ყველას და
ოფიციალური ნებრთვა მოითხოვა, საგალობლის გახმოვანებაზე.დიდი აჟიოტაჟის მერე ნება
გასცა თავად საპატრულოპოიციამ, რომ წუთიერი დუმილის ცერემონია შემდგარიყო!
8 აგვისტოს ომიდან ხუთი წლის მერე....
ახალგაზრდა ომ გამოვლილმა ბიჭებმა, ადგილობრივ
ხელისუფლებას მოკრძალებით სთხოვეს,
მემორიალური დაფა დაედგათ სადმე, რომ იქ შესძლბოდათ შეკრების შესაძლებლობა. ეს
თხოვნა მედიის საშუალებით მოისმინეს თვითმმართველებმა, რადგან ხსოვნის საღამოს,
არც გამგებელი, არც მოადგილეები, არც საკრებულოს თავმჯდომარე....... არ მოსულან!
მემორიალური დაფა დღემდე არ აქვს
თელავს, 8 აგვისტოს გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ!
..............
89 წლის მერე.......
1 სქტემბერს!
თელავსი ზუზუმბოს გორაზე, სამამულო
ომის მონაწილეთა მემორიალთან ორგანიზაცია სტალინელებმა აღმათეს იოსებ ჯურაშვილის,
დიდი ბელადის- სტალინის ძეგლი!
ლექსებს უკითხავენ!
და შესტრფოდნენ!
იმ დღეს თელავში თითქმის არავინ იცის,
რა ხდებოდა ზუზუმბოზე!
სულ რამდენიმე საათში, სოციალური
ქსელით გავრცელებული ახალი ინფორმაციით, ქალაქი შოკშია.
ყველგან ერთს კითხულობენ:
-ვის ჰკითხეს?
-ვინ გასცა ნებართვა?
ქალაქი პანიკამ მოიცვა, საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძეც
ისეთივე სახტად დარჩა, მომხდარით როგორც ბევრი... საკრებულომ არაფერი არ იცოდა.
გამგებელმა გაუგებარი ახსნა განმატება გააკეთა....
ვეტერანი სტალინელები კი ხელში აფრიალებედნენ დოკუმნტს, რომელიც წინა
გამგებლის მიერ გაცემულ ნებართვას ასახავდა...
დეპუტატმა გელა სამხაულმა უნიჭო ისტორა მოყვა, რომ ძეგლი 1982 წლიდან
იქ იდგა, რესტავრაციისათვის იყო აღებული, შემოწირულობით შეკეთდა, და ვეტერანებმა
სტალინი მის კუთვნილ ადგილზე დააბუნეს!
საკრებულოს თავმჯდომარემ კი
ქალაქი დაამშვიდა და ძეგლის დემონტაჟს შეპირდა!
ახალგაზრდა თელაველებს გულმა ვერ გაუძლოთ, და ბახუს მორეულებმა,
დიდი ბელადი წითლად შეღებეს!
თუმცა კითხვები მაინც გაუცემელი დარჩა,
ერთი რაც გაირკვა საკრებულოს ნებართვა არ ქონდა გაცემული.
რა შემოწირულობით აღსდგა ძეგლი?
ყოფილი გამგებლის რა ნებართვა იყო?
ჰქონდა კი გამგებელს, საკებულოს გარეშე
ნებართვის გაცემის უფლბა?
მოკლედ, კულუარებში ბევრს ლაპარაკობენ,
მაგრამ სიმართლესთან ახლოს ისაა რომ:
ვეტერანებს საქართველოს დროშა თელავის კულტ განყოფილებამ გადასცა, ძეგლთან
ერთად, რომ აღემართად! რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის განყოფილებამ, იცოდა რა
ხდებოდა ზუზუმბოზე.
როგორც ვეტერანი სტალინები ამბობენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცა
გარკვეული თანხა ვეტერანების დასახმარებლად, რომელიც მათ ძეგლის აღასდგენად
გამოიყენეს.
ტაქსის ფულიც გამგეობამ „უფეშქაშა“ სამოძრაოდ!
და თელავში 8 აგვიტსოს
დაღუპულთა მემორიალისათვის კი თანხა ჯერ ვერ მოიძია ბიუჯეტმა!
P.S.
89 წლის მერეც, თელავში ისევ ფიქრობენ,
რომ სტალინის აჩრდილი კვალავ ცოცხალია, ბოროტება ისევ მეფობს, და იმ დახვრეტილთა
რომელიმე შვილიშვილმა, ის დღე გაიხენა როცა დიდი პაპა უდანაშაულოდ გამთენისას
დაუხვრიტეს და ბელადი წითლად შეღება.
რატომ დაამთხვიეს 1 სექტემბეი ძეგლის აღსამართად?
ეს მხოლოდ ფარულმა და მავნე ძალებმა იციან... თელავს კი ყველაზე ტრაგიკული დღე,
ისტორიაში სწორედ 1924 წლის 1 სექტემბერი აქვს.
დღე რომელიც სისხლის სუნით არის დღემდე
გაჟღენთილი, და წითელი ბელადი კვლავ ბატონობს!
მაკა მოსიაშვილი
„ქართული სიტყვა“
Comments
Post a Comment