ნინო,
ქალთა ციხე და „Bella Ciao“
ციხეში რამდენიმე ქალს ჰქვია ფისო... დღეს ერთ-ერთი მათგანზე
ვწერ...
ფისოს პატარა შვილები ჰყავს... ჰყავს დედაც, რომელიც ოთარაანთ ქვრის ჰგავს - რკინის ქალამნები აცვია და დადის ციხე-ციხე....
ძალიან ძნელია ასკოვანი ქალისათვის ორი შვილიშვილს გაზრდა
და ციხეში ორი პატიმრის მოვლა...
ფისოს ძმაც
პატიმარია, ის ფისოზე ადრე დაიჭირეს.... არ
ვიცი რისთვის დაიჭირეს, მაგრამ ვიცი, რომ მრავალი
წელია რაც ციხის ნაწილია...
რამოდენიმე დღეში ახალი წელი იქნება...
ფისოს დედამ
გურულად შეკმაზული სადილი მოგვიტანა და თან
კარგი ამბავიც მოაყოლა, ბურჯანაძე დაპირებია შეწყალებას...
ფისოსო დედამ კარგ
ამბავს ერთი გაურკვევლი ამბავიც მოაყოლა, ნინოს უთქვამს „ორივე შვილს ვერ შევიწყალებ, მაგრამ ერთს აუცილებლადო,
ოღონდ ქალს ვერაო!“
მოკლედ, ნინომ სიტყვა აასრულა. 31 დეკემბერს ფისოს ძმა მართლა შეიწყალეს!
შეიწყალეს, მაგრამ მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო...
ერთხელაც, ყოფილი
პატიმარი ის იყო დედის მიერ გაშლილ სუფრას სავახშმოდ მიუჯდა, რომ ზარი დაარეკეს. ყველამ
იფიქრა, ალბათ ვინმე შინაური მოგვადგა და ციხიდან
განთავისუფლება უნდა მოგვილოცოსო...
ყველას გასაკვირად
კარის ზღურბლთან სასჯელაღსრულების წარმომადგენლები
დახვდნენ, ბოდიში მოიხადეს და ყოფილ პატიმრს
აუხსნენს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რადგან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბურჯანაძემ
ის კი არა, მისი მოგვარე შეიწყალა !..
დედას ხმა აუკანკალდა,
„ნინო მე დამპირდა და ის სხვა არ იქნებოდა,
ჩემი შვილი იქნება ნუ გეშლებეთო“... მოკლედ, უპასუხეს „ეს უკვე ნინოსთან გადაამოწმეთო..“
ფისოს ძმა,
ახალ წელს ისევ ციხეში შეხვდა.....
ნინომ კი... ნინომ როგორც ვიცი პატიმრის დედას შემოუთვალა „მე ხომ ვეცადეო?!“
ამ ამბის შემდეგ ნინო ბუჯანაძეს ციხეში ვერდიქტი გამოუტანეს,
თუმცა ის არც მანამდე უყვარდათ ქალთა ზონაში. რატომ? ახლავე მოგიყვებით...
2007 წლის
7 ნოემებერი!
საკანში 12 ქალი ვართ!
საკნის ზომა მხოლოდ16 კვადრატული მეტრია. კანონით აქ მხოლოდ სამი ნარი უნდა იყოს, თუმცა ამდენ
უკანონობაში (განსაკუთრებით ციხეში) კანონი ვის აინტერესებს...
ნაცვლად ექვსი ბრალდებულისა, ახლა 12
ვართ! ერთი ნარი დაამატეს, სანაცვლოდ კი კარადა გაიტანეს, რადგან ადგილი აღარ იყო... მალე ნარს კიდევ ერთი „ტაფჩანი“ მოაყოლეს...
საბოლოო ჯამში საკანში 9 ადგილი იყო საწოლზე, მეათე ადგილი მაგიდის ქვეშ, მეთეთრმეტე მაგიდაზე, მეთორმეტე კი საპირფარეშოს შესავლელთან...
ჰაერი?-ყველაზე ცოტა!
ჰიგიენა?-ლაპარაკი ზედმეტია!
იმედი?-დილით მოჰქონდა მზეს და საღამოზე კი მთვარეს
მიჰქონდა...
ღამეს სევდა უყვარს, სევდას კი არც იმედი აქვს და არც
ნატვრა....
თუმცა მარტო ღამე როდისაა სევდის მეფე, ბევრი დილაც
სევდით იყო მოსილი
ასეთი იყო 2007 წლის 7 ნოემბერი ...
2 ნოემბრიდან ტელევიზორის პატარა ეკრანს ვიყავით ყველა
მიწებებულები, აღარც გვშიოდა, აღარც გვწყუროდა,
აღარც თავისუფლება გვახსოვდა, ყველა გარეთ
დარჩენილ ჩვენიანზე ვფიქრობდით....ეს არ იყო მარტო ფიქრი, ეს იყო დარდიც და იმედიც.....
საკნის უჰაერობა აღარც გვახსოვდა......
პრაქტიკულად უძილოები და ისეთივე მშივრები ვიყავით როგორც იქ მყოფი მოშიმშილეები!
შვიდში დილით ნათელა აბდურახმანოვამ ჩხუბი დაიწყო საკანში...
მოკლედ, ქალი ვერ იგებდა ქართულს და აღარ იცოდა რა ექნა, მისჩერებოდა
ტელევიზორს და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ კითხულობდა:
-აი ბაჯი, ჩთო სქაზალი? იმინისთ ბიძიშ?
და აი შვიდში უკვე კივილი ატეხა, დაიღალა ნათელა!..
ამინისტია უნდოდა, თუმცა ჯერ მისჯილიც არ ჰქონდა...
ლორიამაც დაიწყო ჩხუბი... „რა ადარდებს ნათელას, ერთი შვილი ყავს და ისიც ციხეში... რა, გარეთ
რომ იყოს, რუსთაველზე წავიდოდა?..“
რამდენიმე წამში, კადრების დანახვაზე, ყველა ჩვენდა უნბურად ფეხზე ავდექით. დასუფთავების თანამშომლებს თავისუფლების
მოედანი მავნე ელემენტებისაგან ნაციონალურად
გაეწმინდათ...
დაიწყო და აღარ დამთავრდა!..
ვიჯექით და
ვუყურებდით როგორ ვითარდებოდა მოვლენები...
როგორ ირბეოდა ერი...
როგორ გმინავდა ბერი...
როგორ შრებოდა ცრემლიც...
როგორ იყინებოდა სისხლი ჩვენს ძარღვებში....
ჩვენმა პანიკამ პიკს მიაღწია... ციხეს ორთქლი უნდა გამოეშვა...
ორთქლიიიი!
ამ ორთქლის სუნი უკვე დაძრწოდა, ბოთლში გამოკეტილ ჯინს ჰგავდა და პატარა ნაპრალს
ეძებდა რომ დაცლილიყო...
ყველაფერი ერთ წამში მოხდა... არავინ იცის 26 ჩაკეტილი საკნიდან პირველმა რომელმა
მიარტყა ფეხი ხუთგან ჩარაზულ კარებს...
არავის ახსოვს, რომელმა დაიკივლა პირველად „ნუ კლავთ!“
უკვე ყველა
კიოდაა, ტიროდა, მოთქვამდა...
პროტესტის ყველაზე საშიში პერიოდი დაიწყო... „კარმუშკიდან“ პურები გადმოყარეს, ეს კი უკვე შიშის ზარს სცემდა ადმინისტრაციას!
ორთქლი გამოძვრა ჯინის ბოთლიდან, კედელი გამოარღვია
და აორთქლდა, გაქრა...
ჩვენ ისევ ტელევიზორთან
ვიჯექით და ცივი გონებით ვაკვირდებოდით მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას....
9 ნოემბერს ნინო
ბურჯანაძემ თქვა:
„ქართული საზოგადოება შედგა და ქართული სახელმწიფო შედგა!“
რეალურად ალბათ ყველაზე უკეთ ციხემ გააცნობიერა რა მოხდა ნოემბერში!
რელურად ციხე მიხვდა, რომ ერმა რამდენიმე წლით ისევ დაკარგა თავისუფლება!
ყველაზე ადრე ნინო იმ მასამ ამოიცნო, რომელიც ციხეში იყო!
ამიტომაც ქალთა
ციხეს უკვე აღარ გაკვირვებია მომდევნო წლებში ბურჯანაძის “გულწრფელი“ პროტესტი!
ამიტომაც აღარ სჯეროდა ციხეს იმ ქალის, რომელიც თავმომწონედ ამბობდა, 7 ნოემბერს სპეცრაზმელებმა
შესძლეს საკუთარი სისუსტეები დაეძლიათ და ტკივილი გვერდზე გადაედოთ და ქვეყნის ინტერესები
დაეყენებინათ უფრო მაღლა, ვიდრე თურმე ეს მეზობლის
ცემაა...
ამიტომ იყო ზონისთვის ყოველთვის განსხვავება ნინოსა
და სალომეს სახეებს შორის......
მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩარეცხილმა და დატუსაღებულმა
ერმა, უფრო ადრე უთხრა ბურჯანაძეს „ბელა ჩაო“...
ციხე სხვა ფენომენს ფლობს, მას ყველაზე უკეთესად შეუძლია
მომავალის განჭვრეტა და ადამიანთა ამოცნობა!
Comments
Post a Comment