მე და ბეთხოვენი

რომ შემძლოს მთების გადადგმა ალბათ გადავდგავდი...
რომ შემძლოს შენთან გამოქცევა ალბათ გამოვიქცეოდი...
ხან როგორ ვიღლები შეძახილებით
-ძლიერი ქალი ხარ!
და სულაც არ ვარ ძლიერი, უბრალოდ ჩვეულებრივი ქალი ვარ რომელსაც, ხან,
 ძალიან ხშირად მარტოობის ეშინია...
ეშინია სიბერის...

ეშინია უმეგობროდ დარჩენის...
მაგრამ მაინც იბრძვის, იბრძვის  რომ რაღაც შექმნას და მერე ოდესღაც თუ დაბერდება, ეზოში სკამზე ჩამომჯდარმა ჩაფიქრებულმა თავის თავს დაეწუწუნოს

- ნუთუ შენ გინდოდა ეს? ნუთუ ამისთვის იცხოვრე?
და მაინც ...
რომ არც შემიძლია,,,
და მაინც...
 ვერ გაწვდენ ჩემს ხმას...
და ვრჩებით ისევ  მარტო მე და ბეთხოვენი...
მარტო მას ესმის ჩემი, მარტო მან იცის რას  ვფქრობ... მარტო მის ნოტებს შეუძლიათ გაიგონ რა იმალება ამ ერთობ ძლიერი ქალის უკან ...
და აი ასე გრძელდება ცხოვრება შიშით და იმედით,
 რომ ოდესმე გაშლი მკლავებს და მეც შენკენ წამოვალ,
 მოვალ და ალბათ როცა მოგიახლოვდები საპნის ბუშტივით გასკდება ყველაფერი რაც აქამდე ან მანამდე ყოფილა

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში