პანკისი და ჩემი ქვეყნის არჩევანი

არ ვიცი როგორი იყო ბოლო 6 წლის მანძილზე არჩვენები კახეთში....თუმცა ვიცი როგორი იყო პენიტენციურ სისტემაში.... იქ არჩევნებს პირობითად ერქვა არჩევნები, თუმცა არჩევანის საშუალები მას ქონდა, ვინც ბრალდებული იყო და არა ქართველი, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანელი.......
 სამწუხაროდ ასე იყო...
და მაინც რა ვნახე ამ არჩევნებზე განსაკუთრებული?
ალბათ საერთო ხელწერა! ვცდილობთ, რომ უფრო გავიზარდოთ განვითარდეთ და დემოკრატიული ღირებულებები გავისიგრძესიგანოთ... თუმცა მაინც გვაქვს ნაკლი, ნაკლი საერთო ხელწერის.
რატომღაც კახეთში დარღვევები ძირითადად,კაბალში ყარაჯალაში და პანკისის ხეობაში გამოვლინდა. იქ სადაც ეროვნული უმცირესობაა დასახლებული. აი რაც შეეხება პანკისის ხეობას:
პირველი– ქართული წერა კითხვის უცოდინრობამ, ჯგუფებში არჩევნების დღეს აგიტაცია პროპაგანდისა და ზუსტი მინიშნების შემდეგი ტენდენციები გამოავლინა,დუისისა და ომალოს უბნებზე საარჩევნო ~კაბინებში~ კედელზე მიკრულ კანდიდატთა სიას, კალმით ქონდა მონახაზი გაკეთებული თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა.
მეორე– დუისის მე–5 უბანზე მისულ ნაციონალური მოძრაობის აკრედიტირებულ წარმომადგენლებს, საარჩევნო კაბინაში დახვდათ კედელზე გაკრული 2012 წლის საარჩევნო ბუკლეტი, საინტერესო კი სწორედ ისაა რომ ბუკლეტზე მონიშნული 5 ნომერი ცისკარიშვილი იყო და 41 ნომერი ზვადაური, ბუნებრივია კითხვა გიჩნდება რა ხდება? რისი თქმა უნდოდა ბუკლეტის გამააშიფირებელს.....კითხვა რიტორიკულია და პასუხი კი ვერ დავადგინე,
მესამე– სოფელ საკობიანოში ეროვნული ფორუმის წარმომადგენელს რომელიც კომისიის წევრი იყო საერთოდ არ ქონდა აკრედიტირებული დოკუმენტი, ანუ ნიშანი.....პირადობის მოწმობით ცდილობდა საკუთარი სტატუსის დამტკიცებას. რაც არ უნდა შინაგანი რწმენით მერწმუნა, რომ იგი პატიოსანი კომისის წევრი იყო,  არსებობს  კანონი რომლიც უზენაესია!
და ბოლოს მეოთხე– რამაც ყველაზე ნათლად დაამტკიცა, რომ პანკისის ხეობას მომავალ არჩევნებამდე დიდი გადამზადება, ცნობიერების ამაღლება და პირობითად, რომ ვთქვათ ათასი ტრენინგი სჭირდება, რომ უფრო სრულფასოვანი გახდეს საარჩევნო გარემო.
სოფელ ომალოში მისულ ნაციონალური მოძრაობის აკრედიტირებული წარმომადგენლები პეტრე ცისკარიშვილი და შაქრო ტერტერაშვილი ორგანიზებულმა ჯგუფებმა,   საარჩევნო უბნამდეც არ მიუშვეს შეძახილებით და ყვირილით დაახევინეს უკან,
 მკვლლბი ხართ ! თქვენ მოკალით ჩვენი ბიჭები!
ბუნებრივია რთულია გააპროტესტო ადამიანის ემოცია როცა მას რაღაც სტკივა, თუმცა ამავ დროულად რთულია შეეგუო მათ ადათობრივ სამართალს მოკვეთას ან გარიყულობის პრინციპით.
არა მარტო საარჩევნო მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ახმეტაში არამედ მათი ცნობიერება იმ მხრივაც დასახვეწი და გასაზრდელია, რომ ჟურნალისტი არა თუ მეტოქედ არამედ მათ პირობით თანაგუნდელად აღიქვან. ჩვენ შეგვეძლო მე კახეთის ხმის კორესპონდენტს და რადიო ჰერთის ჟურნალისტს გიორგი ედიშერაშვილს ~ომალოს~ იმ ორგანიზებულ ჯგუფთან ბოლომდე პოლემიკა გაგვეგრძელებინა და ის ფიზიკური დაპირისპირება სწორედაც ჩვენი გაპირების ტენდენციით შეგვეცვალა, მაგრამ რას მივიღებდით? ალბათ უფრო მეტად დიდ ხიდჩატეხილობას,  უნდობლობას  და მათთვის უფრო მეტად გაუცხოვდებოდა ჟურნალისტის სახე როგორც მეგობარი მოქალაქის...
მქონდა შენიშვნები, და ბუნბრივია იმ შენიშვნებზე თვალის დახუჭვა მიუღებელია ჩემთვისაც და საზოგადოებისათვისაც, დიახ არ მომეწონა როცა გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი წინ და უკან საეჭვოდ გადაადგილდებოდა, არც ერთ საარჩევნო უბანზე არ შედიოდა, თუმცა ღობესთან ჩამომჯდარი გაურკვევლ აგიტაციას აწარმოებდა, გადაყავდა და გადმოყავდა ამომრჩეველი, და ეს გადაყვანა გადმოყვანა სწორედ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომობილით ხდებოდა...
 დიახ მქონდა შენიშვნა, რომ როცა ადამიანი შენი გამოჩენით ღიზიანდება იქ არ უნდა გამოჩნდე,
დიახ მაქვს პროტესტი, რომ როცა აკრედიტირებულ წარმომაგდენელს საარჩევნო უბნამდე არ უშვებენ პოლიცია ქმედ უნარიანი უნდა იყოს, და საარჩევნო ოლქი თავს იმით არ უნდა იზღვევდეს ღობის იქით რა ხდება რა ჩამი საქმეაო...
მაგრამ რა შედეგი ქონდა ამ არჩევნებს?
აირჩიეს პრეზიდენტი არა ერთსულოვნად არამედ დაფიქრბულად, და აირჩიეს ოპოზიცია რომელიც აქტიურად გაუწევს ოპონირებას.....
და როგორც აქამდ გვჩვეოდა 70– 90 % არ მოუგია ვინმეს !
 მოკლედ ერმა არჩევანი გააკეთა გვყვს პრეზიდენტი, და გვყვას ასევე ერჩეული ოპოზიციაც...

მაკა მოსიაშვილი

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში