ჩემი გზავნილი მიხეილს
2006 – 2007 წლებში ციხეში ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად
გაიზარდა....
დანაშაულის მრავალფეროვნება აქ არაფერ შუაში არ იყო!
მთავარი იყო ფული, ფული და რაც შეიძლება ბევრი ფული!
დედა და 3 ქალიშვილი!ერთად ციხეში- სახლში მარტო მამა
რომ სახლი გაყიდოს და იხსნას ყველა ტყვეობიდან, დანაშაული ? ქურდობა! და რისი? 120
ლარის....
და და ძმა! -სახლში მხოლოდ მშობლები, პროკურატურა სთავაზობს
ფულს თუ გადაიხდიან გოგოს გაანთავისუფლებენ! მშობლებიც ყიდიან ბინას!
ცოლი და ქმარი!- ბავშვები სოციალურმა მუშაკმა წაიყვანა,
ბებია მოხუცია და ვერ უვლის, სახლი გაყიდა და სასჯელი შეუმცირა 25 იდან 10 მდე, თავად
მოხუცი კი სადღაც მოხუცთა თავშესაფარში წავიდა ....
ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა, უკანონოდ დაჭერილმა გასამართლებულმა
და გაუბედურებულმა, სიმართლისათვის ბრძოლა გადაწყვიტა......
წერა განცხადებები ყველა უწყებაში.......
მაგრამ პასუხი არსაიდან მოდიოდა.....
ბევრი აღარ უფიქრია, განმარტოვების საკანში გადავიდა
და შიმშილობა დაიწყო!
აგვისტო იყო!
15 ში მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა!
მოშიმშილესთვის ნაბეღლავს და სიგარეტს აგროვებდა „ზონა“
და გზავნიდა......
უცებ „ზონაზე“ ახალი ამბავი შემოვიდა, მოშიმშილის შვილი
დაიჭირესო......
ადმინისტრაციამ ვერ გაბედა ეთქვა მოშიმშილისათვის შენი
გოგო მე 5 საკანში გვყავსო....დავჯექით გოგოებმა და ვიფიქრეთ რა გვექნა? ისიც არ ვიცოდით რას ედავებოდა მას გამოძიება...
მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ჩევნ, პატიმრებს უნდა გვეთქვა მისთვის სიმართლე. დირექტორმა პატივი დაგვდო და სხვა კორპუსში გაგვიშვა მოშიმშილის სანახავად, აბა თვით ხომ არ ეტყოდა შენი შვილიც ჩემი პატიამარიაო....
მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ჩევნ, პატიმრებს უნდა გვეთქვა მისთვის სიმართლე. დირექტორმა პატივი დაგვდო და სხვა კორპუსში გაგვიშვა მოშიმშილის სანახავად, აბა თვით ხომ არ ეტყოდა შენი შვილიც ჩემი პატიამარიაო....
რომ მივედით გაუხარდა! დაბადების დღე მაქ და არ დაგვიწყებივართო.
ცოტა ვეჭორავეთ ამ მთისა იმ მთისა....
მერე მე ვუთხარი
მერე მე ვუთხარი
-წამოდი ზონაზე შეწყვიტე შიმშილობა მგონი რაღაც პრობლემები
გაქვს სახლში და რომ დაურეკო სჯობია – თქო
შემომიბღვირა
-ადმინისტაციამ გამოგზავნაო? თუ პრობლემები გეცოდინებათ
და აი აგერ ვარ და მითხარითო....
მე ისეთი ძლიერი ვარ ყველაფერს ავიტან და გაუძლებ, მითხრა ხმხაღლა და თვალი გამისწორა.........
მე ისეთი ძლიერი ვარ ყველაფერს ავიტან და გაუძლებ, მითხრა ხმხაღლა და თვალი გამისწორა.........
-შენი შვილი მე5 საკანშია!-ვუპასუხე თითქმის ჩურჩულით,
შემომხედა, დამაკვირდა, და ხმის კანკალით მითხრა
-მე ასეთი შვილი არ გამიზრდია!
-არც მე გაუზრდივარ დედაჩემს ასეთი და არც შენ.....წავიდეთ..
უცებ თავი ბეტონის კედელს მიარტყა, და სასწაული ისტერიკა
დაეწყო......
რა უნდა მექნა ? თუ არადა დაიღუპებოდა! ვუყვირე, მერე
გოგოები ჩავეხუტეთ და ყველა ერთად ვტიროდით.......
შიმშილობა შეწყვიტა....
იცით რას ედავებოდნენ 19 წლის გოგნას?
მან და მისმა 2 კლასელმა ბიჭმა, თანაკლასელის პაპს სახლიდან
2 ბოცი ღვნო გამოიტანეს, ერთი ღობესთან გაუტყდათ, მეორეთი იქეიფეს.......
დილით პაპამ არ იცოდა რომ ღვინო შვილიშვილმა და მისმა
კლასელენმა „მოიპარეს“ და პატრულს შეატყობინა......
მოკლედ, ეს 40 ლიტრი ქართლის დაბალ გრადუსიანი ღვინო,
სამი ადამიანის პატიმრობის მიზეზი გახდა.....დანაშაული, განზრახ, ჯგუფურად, წინასწარ
დაგეგმილი ჯგუფის მიერ, ჯამში 30000 ლარი დაჯდა...
2 თვე პატიმრობა და 5 წელი პირობითი სასჯელი, პლიუს
2 წელი გამოსაცდელი ვადა.....
ესეც საპროცეო გარიგება, აღიარებული ბრალი! უსახლოდ
დარჩენილი ჩემი მეგობარი, და მეზობელთან მიკედლებული 19 წლის გოგონა.... ყოველ კვირა
1 კილოგრამი ვაშლით კვლავ დედის „პერედაჩების“ რიგში........
2 შეწყალება!
ზონაზე ყველამ იცოდა რომ მსუბუქი დანაშაულის შეწყალბა
15000 ლარამდე ღირდა!
მძიმესი 50000ამდე!
ხოლო განსაკუთრებით მძიმესი ყველაზე ცოტა 70000!
არ დამიწყოს ეხლა თევდორაძემ, ვერულაშვილმა ..... ეს რა
თქვი პირველად გევსმისო!
ყველამ ვიცოდით და მათაც იცოდნენ!
მაგრამ მთავარია შუა კაცი გყოლოდა „ნაღდი“
აი ასე დაემართა იქ ბევრს, ვისაც არ შეხვდა ნაღდი!
გადაიხადეს და 4 წლის მერე ძლივს გავიდნენ,,,,,,,,
ზოგიც მანამდე დარჩა სანამ ამნისტიამ არ მოუსწრო.
3 გადავადება!
3 გადავადება!
ბებო გვყავდა პრინცესა!
შვილი ყავდა ნარკომანი და რეალიზატორი....
ბებოს ეგონა, რომ ეს „რაცხა უბედურება, ებრაელების ის
ძვირფასი წამალი იყო, კომუნისტების დროს რომ ძლივს იშოვიდა კაცი, მხოლოდ ებრალებში......
ხო და საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა წამალს.... უნახავდა შვილს და საყვედურით ეუბნებოდა,
„ნეტა ნენა, სააქიმოზე ჩაგებარებინა! მაი საინჟინრო
არაფერში არ გამოგადგაო“
ხო და დაიჭირეს ბებო და მისი ინჟინერი შვილი!
ბებოს რომ კითხეს წამალი სად გაქო?
უპასუხა,
-რაღა ჩემი წამალი გინდათ წაით ებრაელებში და იქ იყიდეთო!
ხო და დიდი ხვეწნის მერე ბებომ , ვენახის ბოძში ჩამალული
და 10 ცელოფნით შეფუთული ჰეროინი გამოიტანა.
და გამომძიებელს უთხრა
და გამომძიებელს უთხრა
-მაი უვნებელია! ქინაქინას სჯობია 100 თავითო, სულ მთელს
ვერ გაგატანთ, ცოტას კი მოგცემთ, ვინმე გაჭირვებულისათვის გენდომებათო!
და აი ასე ბებო მოხვდა ციხეში!
სულ იმ თავის ქინაქინაზე დარდობდა.....
ძალიან ცუდად გახდა.....
განაჩენის აღსრულება გადავადების სესახებ ყოველგვარი
პრობლემის გარეშე ეკუთვნოდა....
ბებოს საკანში უცხო ტიპებმა მოაკითხეს და უთხრეს :
-ის ქინქინა გექნება სადმე კიდე დაფლული და თუ მოგვცემ
გაგიშვებთო.....
მოხუცმა გაკვირვებით შეხედა და უპასუხა:
-ნენა პაწა მაინც რომ მქონდეს აქ მოვატანინებდი ვინმე
ბარანას, სულ თქვენ წეიღეთ და აი ამ ავადობის დროს მე რაღა დამრჩა?
ბებოს არ გადაუვადეს სასჯელი!
და მანიც რა იყო
ნუგეში?
ნუგეში იყო მეგობრობა!
იქ შეძენილი ადამიანები!
აბა მაშ მადლობა როგორ არ გადაგიხადო მიშა?
რა გამაცნობდა იმ ადამიანებს ვინც აქ ვნახე? ესენი შენს
აღლუმზე არასდროს მოვიდოდნენ, და ვერც შენ მიხვიდოდი მაია თოფურიასთან ჩაიზე, ხარაზთან ბიბლიოთეკაში,
კვიციანთან ჯიხვზე სანადიროდ.....
ესენი შენს აღლუმზე არ მოვიდოდნენ.......
ამიტომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ბოლოს
მაინც ისევ ჩვენ გაცილებთ...
სულ მინდოდა შენთვის წერილი მომეწერა და აი ახლა გწერ!
მიუხედავად იმისა, რომ დავისაჯე, არ მეჯავრები!
მიუხედავად იმის, რომ ცხოვრება ამეწეწაა არ მძულხარ!
მიუხედავად იმის, რომ მხოლოდ უბედურებას ვუყურე 6 წელი,
ვერ გავბოროტდი......
აი როცა დილა გათენდება და პრეზიდენტი აღარ იქნები,
მინდა იფიქრო, რატომ გეჯავრებოდა ასე ძალიან პატიმარი ქალები?
რატომ გიკანკალებდა ხელი 5 ზე მეტს რომ არასდროს იწყალებდი?
და მაინც რა გვჭირს ქართველებს? რატომ აგირჩიიეთ სულ
მაგას ვკითხულობდი ეს წლები.....
და დიდი მადლობა პრეზიდენტო, რომ ციხეში სული გამაწვრთვნევინე
!
ამბები ''მიხელის ციხეში'' კვლავ გაგრძელდება ......ოღონდ
აღარც მიხეილი იქნება იქით კვირიდან და აღარც მიხეილის ციხე იარსებებს საქართველოში!
შემდეგ ნომერში ციხეში დაბადებული ბავშვები, ციხის სკანდალური
რომანები, ციხის ბიზნესი.


Comments
Post a Comment