ოხხ
ძალიან ხშირად პატიმარზე მეტი სადარდებელი მის ოჯახის
წევრს უჩნდება, ეს ნოველა სამი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებით გავაერთიანე, შევცვალე
გვარები, შევცვალე პიროვნებები, თუმცა მკაცრი რეალობა ნოველით „შევფუთ“, ასე რომ არაფერი
არ არის მოგონილი ეს მკაცრი რელობაა!
ოხხხ......
მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე 60 წელი გასულიყო,
საბჭოთა იმპერია ერთი შეხედვით მტვრად ქცეულ ვეშაპს გავდა, აღარ იყო დიდება ბელადებს!
აღარ იყო 15 რესპუბლიკის ძმობა და ერთობა, ახლა ისინი
ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენ.
სოფელ შალაურის ახალგაზრდა გოგობიჭებს “ორ ღერ“ რუსულს
ვერ ათქმევინებდი, პასუხი კი ქონდათ მკვახე:
-მტრის ენაზე არ ვლაპარაკობთო!-
მაისი, საუცხოო სურნელისა და არომტის თვეა, აფთქებული
ტყემლები, ატმები, მკერდ მოღეღილი ვარდები,
მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს.
ვალიკო დილიდან ეზოში ფუსფუსებდა, ჯერ ძროხები საბალახოდ
გარეკა, მერე ღორს ბალახი დაუყარა, ქათმებს საკენკი, ცული დაძებნა და ჭიგოების გამოჭრა
დაიწყო, ჭიშკრიდან ხმა მოესმა, სერზე გაიხედა, სოფლის უხუცესი ექთანი ტანია ეძახდა:
_მოდი ტანია მოდი რამ შეგაწუხა?-შორიდან გასძახა მასპინძელმა
-ვალიკოოო-რუსული აქცენტით მიმართა ტანიამ-რას აკეთებ?
წამოდი სოფლის საბჭოში გვეძახიან!
-ჩემთვის, რომ არაფერი უთქვავთ?
-მე ხომ გითხარი ახლა?
-რა უნდათ მაგ შობელძაღლებასააა?
-ჩვენ ბიჭებზე უნდათ, რომ დაგველაპარაკონ.
-ციხეში მაინც მაასვენონ ის ჩემი მუტრუკი ბალღი
-მუტრუკი შენ ხარ, წამოდი იქნება ვეხმარებით ბავშვებს
რამით
-ტანია ისინი ბავშვები აღარ არიან, მე და შენ მაგათ
ხნისობას ფრონტზე უკვე ორი ჭრილობა გვქონდა მოშუშებული
-ვალიკო არ გრცხვენია? რაზე მალაპარაკებ? წამოდი ახლა
-ასე?-დაიხედა ტანზე
-გამოვიცვლი
-წამო მასეც გიცნობენ !-ტანია დანებდა, თავჩაღუნული
ბავშვივით უკან გაყვა,, ტანია კი ენას არ აჩერებდა! –
-ვალიკოო კაცმა რომ მოგისმონოს იფიქრებს შვილზე არ დარდობსო!
მე ხომ ვიცი შენი და ჩემი გული რა დღეშია? მივიდეთ იქნებ რა უნდა გვითხრან, წამო წამო
დროზე ფეხი გამოადგი!
სოფლის ორღობე მალე აიარეს, საბჭოც გამოჩნდა და მიადგნენ!
კიბეზე დაბერებული მუხლები ვაი-ვაგლახით აათრიეს მოხუცებმა, გამგებლის ოთახის კარს
მიადგნენ, ერთმანეთს გადახედეს,წელში გასწორდნენ და ამაყად შეაღეს კარი.
-ოხხხ ქალბატონო ტანიააა, ბატონო ვალიკოოო როგორ გელოდით!
აყვირდა ღიპიანი კაცი! ლოყებ დაღაჯღაჯებული უფრო აჭარხლდა ბღავილში. აღფრთოვანებისას
სახეზე არაფერი ეწერა, ფარსი იყო მისი მისალმება... ამას ომგამოვლილ;ი ვეტერანები კარგად
ხედავდნენ, ტანიამ სათვალის მიღმა თვალები მოხუჭა და უკმეხად უპასუხა
- რაც გიცნობ
ვახტანგ, ტანია დეიდა ვარ შენთვის, ქალბატონი როდიდან გავხდი შე სულელო!
- ტანია დეიდა
არ იცვლები არა, ბაღიდან მოყოლებული სულ მკიცხავ, ხან სულელს მეძახი, ხან დებილს, ვერ
გავხდი დებილი ამ სოფლის გამგებელი?- ნიშნის მოგებით უპასუხა ვახტანგმა.
- შენ და ჩემი ბიჭი კლასელები იყავით, კარგად მახსოვს
შენი საშემოდგომოების ისტორია - არ ნებდებოდა ტანია. - მართალი ხარ ტანია დეიდა, მე
საშემოდგომოები მყვებოდა, შენმა ომარმა წითელ მედალზე დაამთავრა სკოლა. ახლა მე გამგებელი
ვარ ომარი კი პატიმარი, უპასუხა თავხედურად.
- გაკმინდე ხმა! ომარზე ზედმენტი არ თქვა თორემ მაგ
დროშიოთა გცემ გვერძე, რომ გაქვს აყუდებული.
- კაი კაი აღარ გვინდა ერთმანეთის გულის ტკენა, - ჩაერია
ვალიკო- რა გინდოდა შვილო ვახტანგ, რაზე გვეძახდი?
- ძია ვალიკო
ამ წუთში დავუძახებ ირაკლის, აქვე გვერძე ოთახშია, ის აგიხსნით ყველაფერს კარგად -
ღიპუცა ფეხზე წარმოიჭრა, კარს მიაშურა, უცებ შეჩერდა და ზრდილობიანად ჰკითხა მოხუცებს,
ყავას ხომ არ ინებებთ? - ვალიკოს გაეღიმა უარის ნიშნად თავი გადააქნია და ხმადაბლა
უპასუხა
- არა შვილო,
წნევიანი ხალხი ვართ, უკვე დავბერდით, რაღა დროს ჩვენი ყავაა. გამგებელი კარში გაუჩინარდა
აი ტანიამ
კი მორთო ბუზღუნი.
- დებილი, შტერი.
ჩემი ომარი ამზადებდა მთელი ზაფხული იმდენი საშემოდგომოები ჰყვებოდა. ცხონებული ჩემი
ქმარი სულ ეჩხუბებოდა შტერს განათლება რად უნდაო? ახლა? ახლა გამგებელია ბიჭი, მე ვაჩვენებ
ამას ენის ტლიკინს. ისეთი მშიშარა იყო ბავშვობაში აცრაზე, რომ დავუძახებდი ბღავოდა,
ნემსის ეშიონოდა გაბერილს. ამისნაირების მოგებული რევოლუციის შედეგია დღეს ჩვენი შვილები
ციხეში, რომ არიან...
- კაი
ტანიუშა კაი, ვერც ისინი მოიქცნენ სწორად. ისინი „ამბროსევიჩს“ ემსახურებდონენ,ესენი
სააკაშვილის ყმები არიან. არც ჩვენ არ ვიყავით მართლები როცა სტალინს ბელადად აღვიღვამდით,
სიბერეში მივხვდი, რომ მხოლოდ სამშობლოს მსახური უნდა იყო. ნუ ლანძღავ ამ მამაძაღლს,
უხარია ბალღს, სოფლის გამგებელია. ჩვენ ბიჭებსაც უნდა უხაროდეთ ძმაკაცის წინსვლა -
ის იყო ტანიას საპასუხო უნდა ეთქვა, რომ კარი გაიღო, ოთახში გამგებელი, პატარა თხაკიკინა
გოგოსთან და ყელტიტველა კაცთან ერთად შემოვიდა. ახალგაზრდა გოგოს ხელში შოკოლადით სავსე
კოლოფი ეკავა, მორიდებით მიადგა მოხუცებს და სთხოვა ..
-მიირთვით.
- არა პაპა გენაცვალოს, შენ შეჭამე - დაუყვავა ვალიკომ.
გოგონა ტანიასკენ მობრუნდა, ტანიამ უხმოდ აიღიო ოთხი შოკოლადი ორი ჯიბეში ჩაიდოორი
კი ვალიკოს ძალით მიაჩეჩა ხელში. ვახტანგმა ომახიანი ხმით დაიწყო, ვალიკო ძია, ირაკლი
ჩვენი სოფლის ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელია, ეკუნა ალბათ იცით, თქვენი თანამებრძოლის
ცხონებული გოგი ხიმშიაშვილის ხელმძღვანელია, რევოლუციის დროს ეკუნა ‘’კმარას’’ აქტივისტი
გახლდათ, თან სტუდენტია და უმაღლესშიც სწავლობს. დანარჩენს რისთვისაც მე დაგიძახეთ
ირაკლი მოგიყვებათ უკეთ.
-მოკლედ,
აკრიახდა ყელტიტველა ირაკლიც - როგორ გამოვიარეთ ეს გზა ყველამ ვიცით. ძლივს გავუსწორდით
ვერაგ მოქალაქეთა კავშირს, ამოისუნთქვა ქვეყანამ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს
გასაკეთებელი. როგორც ქართული ანდაზა ამბობს ‘’ხელი ხელსა ბანს და ორივე ხელი ერთად
პირსო’’ ასეა დღეს ჩვენი საქმე. ჩვენი ისიც გვახსოვს ‘’ნუ დაკარგავ ძველსა გზასა და
ნურცა ძველსა მეგობარსა’’ - გვენანება ჩვენი ძმაკაცები ციხისთვის, გვინდა დავეხმაროთ,
მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ ძია ვალიკო. ხალხს თქვენი ასაკის
გამო თქვენი სჯერა, განა ჩვენი არ სჯერა? მაგრამ გამოუცდელებს გვეძახიან, პარიიდან
ხალხი გაგვექცა, შემოგვეფანტა, დაიქსაქსა, ოპოზიციურმა პარტიებმა სულ გადარიეს ჩვენი
სოფლის მოსახლეობა ...
-ოპოზიციურმა
კი არა, თქვენ გადარიეთ ბიძია, სიმართლე ეს
არის. მე შენზე კარგად ვიცი ჩემ ხალხს ჩემი როგორ სჯერა, შენ ის მითხარი ჩემგან და
ტანიასგან რას მოითხოვ, ან შენ რაში გამოგადგებით ან ჩვენს შვილებს.
-ვალიკო
ძია, სამ დღეში ცხრა მაისი მოდის, თელავიდან კორესპონდენტები ჩამოვლენ, უნდა გააშუქონ
სამოცი წლისთავი სამამულო ომიდან. ერთი სათხოვარი გვაქვს, ჟურნალისტების თანდასწრებით
ნაციონალური მოძრაობის მანდატებს გადმოგცემთ, ჩვენს პარტიაში გაწევრიანებას მოგილოცავთ,
ეს გაშუქდება, ზემოთ ხალხს ეამება, თვის ბოლოს 26 მაისს შეწყალებაა და დანარჩენს ჩვენ
მივხედავთ ... რას იტყვით?
ვალიკო და ტანია მდუმარედ ისხდნენ, ხმას არ იღებდნენ.
მერე ტანიას გაეცინა და მკვახედ იკითხა.
-იცი
ირაკლი, ადრე კომუნისტურ პარტიაში არ მიგიღებდნენ ოჯახში პატიმარი თუ გყავდა. ეს დიდი
სირცხვილი იყო მაშინ. ახლა როგორ არის? ეს სირცხვილად არ ითვლება თქვენს პარტიაში?
-ტანია
დეიდა ჩვენ თქვენი პარტიაში მიღება იმიტომ კი არ უნდა გავაშუქოთ, რომ პატიმრის მშობლები
ხართ? პრესის საშუალებით ვეტყოდით, ვეტერანებმა გადაწყვიტეს ჩვენი თანაგუნდელობა, აქცენტს
თქვენს ასაკზე და წარსულზე ვაკეთებთ, ეს შედეგს
მოგვცემს, ხალხს თქვენი სჯერა, სოფელი ჩვენსკენ შემობრუნდება, ქვეყანა გაიგებს, ზემოთაც
გაუხარდებათ, მოგიწონებენ, ჩვენი კი ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ ჩვენი ძმაკაცებისთვის.
-კარგი
ირაკლი, დავუშვათ და დაგთანხმდით, თქვენც პირობა შეასრულეთ და თვის ბოლოს ჩვენი შვილები
შეიწყალეს, ეგ აგვიხსენი ბიჭებს რა უნდა ვუთხრათ? ვინც დაგვიჭირა მათი გუნდის წევრები
ვართო? ალალად მიპასუხე შვილო?
-მაგაზე
მე ვერ გიპასუხებთ ეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ ჩვენი დახმარება გჭირდებათ, ჩვენი
თქვენ კი
-მე
თქვენი არ მჯერა! - გამოაცხადა ტანიამ. ამასობაში ვახტანგი გამოცოცხლა და სიტყვა შეაწია
დიალოგს.
-ვალიკო
ძია ჩემი არ გჯერაათ? -ჰკითხა ვახტანგმა ვალიკოს, ტანიას კი კითხვის დასმა ვერ გაუბედა.
-მე
არ მითქვამს, რომ არ მჯერა. მე მინდა ჩემს შვილებს სჯეროდეთ ჩვენი და მინდა, რომ ჩემი
პრინციპების ერთგული დავრჩე, თქვენ დღეს ისეთ რამეს მთავაზობთ, რაზეც სანაცვლოდ უარს
არ გეტყვით, მე მოხუცი კაცი ვარ, სახლში რძალი და ორი შვილიშვილი მელოდება, მათთვის
მთავარია მამა დაუბრუნდეთ მალე სახლში, მე? მე არც ერთი პარტმანდატი არ მჭირდება, ჩემი
პარტ ბილეთი შავი მარმარილოს ქვაა,როცა წავალ ამ ქვეყნიდან დააწერენ, ვალიკო წიგნაძე
დაიბადა და გარდაიცვალა და ამით დამთავრდენბა ჩემი ამ ქვეყნიური მოგზაურობა. ჰაა ტანია,
რა პასუხს ვაძლევთ?
-შენ
თუ შეხვალ მეც შევალ?
-მე
თუ არ შევალ ტანიუშა? - ღიმილით შეხედა მოხუცმა დედაბერს.
-მე
მაინც შევალ, მაგრამ ამათი არმჯერა, უბრალოდ ჩემს თავთან ვიქნები მართალი და მორჩა.
განაცხადა
ტანიამ.
-კაი
მოვალთ ბიძია ცხრა მაისს აქ, მტრები არ ვართ ჩვენ ერთმანეთის, ჩვენი შვილების ძმაკაცები
ხართ თქვენც და თუ გამოადგებით ძმობაში და დაეხმარებით ხომ კარგი, თუ არადა ჩვენ მაინც
გამოგადგებით შვილევბო, ვატყობ არც თქვენ ხართ კარგ დღეში. წავედით ახლა ტანია, წავედით
...
.............................................
ისე გადაიარა სამმა დღემ, სამი სიტყვა არ უთქვამს ვალიკოს
სახლში. ფიქრმორეული დაბორიალობდა მოხუცი, არც ტანია იყო კარგ დღეში, საკუთარ თავში
ჩაკეტილიყო, უაზროდ ჩხუბობდა რძალთან, შვილიშვილებს აღარ ამეცადინებდა, რაღაც უჭირდა,
ოღონდ ოჯახს ვერ გაეგო რა იყო ის რაღაც.
მოვიდა ცხრა
მაისიც, დილიდან მოიპრანჭა მოხუცი რუსი ექთანიც, ნაღვლიანი თვალებით გასქეროდა გზას,
არ იცოდა მარტო უნდა წასულიყო თუ ვალიკოსთან ერთად. ფიქრში ჩაძირული მოხუცი ნაცნობმა
ხმამ გამოაფხიზლა
- ტანია მზად
ხარ?
-ხო მოვდივარ, უპასუხა უხალისოდ. რძალი აივანზე გამოვიდა,
ჭიშკარში მდგარ ვალიკოს შეხედა და დედამთილს ჰკითხა,
-დედა სად მიდიხართ?
-ნათია, შენ არასოდეს არ გახსოვს ცხრა მაისი. ეს დღე
ჩემი გამარჯვების დღეა. სხვათაშორის მამაშენიც იბრძოდა ფრონტზე - პასუხს არც დალოდებია
რძლისაგან, თავჩაღუნული გაუდგა გზას, რძალი კი გაკვირვებული უყურებდა და რაღაცას ამჩნევდა
უცნაურს. ვალიკომ და ტანიამ დუმილით გაიარეს გზა. მხოლოდ სოფლის საბჭოსთან შეჩერდნენ,
ერთმანეთს შეხედეს, თვალებით გამოუცხადეს სოლიდარობა ურთიერთს დაამაყად შევიდნენ შენობაში.
შეაღეს თუ არა გამგებლის კაბინეტის კარი, ატყდა ჟრიამულიხც.
-ვინა თქვა არ მოვლენო? - ნიშნის მოგებით შეხედა ირაკლიმ
ახალგაზრდა ჟურნალისტს-მობრძანდით ბატონო ვალიკო, მობრძანდით ქალბატონო ტანია! ეკუნა
ყვავილები!საგანგებოდ შეკრული წითელი ვარდების თაიგული მიართვა პატარა ‘’კმარელმა’’
მოხუცებს, ვალიკომ მოფერებით თავზე ხელი გადაუსვა გოგონას, ტანიას გაეღიმა ოღონდ ეს
ღიმილი სიმწრის ღიმილსა ჰგავდა. მოხუცები სკამებზე ჩამოჯდნენ, დაძმარებული სახეებით
შესქეროდნენ სასაცილო სანახაობას, იარკლი კი
კრიახს აგრძელებდა:
-დღეს ამ ადამიანებისათვის უდიდესი დღეა. სამოცი წელი
გავიდა რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, მათი გამარჯვებით. ფაშისტურ გერმანიას კისერი
მოუგრიხა ჩვენი მამების თაობამ - ტანიამ თავი ვეღარ შეიკავა და ცინიკურად ჰკითხა მასპინძელს?
-ირაკლი, შენი შვილი სად არის? ირაკლი დაიბნა და შემკრთალმა
უპასუხა,
-საზღვარგარეთ სწვლობს ტანია დეიდა.
-რომელ ქვეყანაში სწავლობს?
-გერმანიაში, რატომ მეკითხებით?
-აი ეკუნას, რომ ვუყურებ შენი გოგონა მახსენდება, კარგი
გოგოა ეკუნა. ტანიას ნათქვამზე ვალიკოს გაეღიმა, ჟურნალისტებმა ყურები ცქვიტეს, თუმცა
ბოლომდე ვერ მიხვდნენ რისი თქმა უნდოდა ვეტერან ექთანს. მდგომარეობა, კმარელმა გამოასწორა.
-მე და ქალბატონი ტანიას შვილიშვილი თანაკლასელები ვართ.
ბავშვობაში ტანია ბებია ხშირად ჰყვებოდა სამამულო ომზე, ექთნის საპასუხისმგებლო საქმიანობაზე,
ჩვენ კი გატაცებით ვუსმენდით მას.
ჟურნალისტები თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ, რაღაც უფრო
საინტერესოს ეძებდნენ, მერე ერთმა მათგანმა ვალიკოს ჰკლითხა
- ბატონო ვალიკო, დღეს თქვენთვის მხოლოდ გამარჯვების
დღეა?
-არა შვილო დღეს ფაშიზმის დამარცხების დღეა, ომში კი გამარჯვებული არ არსებობს. რამდენი თანამებრძოლი
დავტოვე ფრონტზე, რამდენს მივაყარე ჩემი ხელით მიწა.
ომი ყველაზე დიდი შეცდომაა ცხოვრებაში. იქ სადაც სისხლი
იღვრება გამარჯვება წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია ზეიმიც, უბრალოდ ამ დღეს ვაფასებ
და ვამაყობ, რომ ფაშიზმი დამარცხდა,. თუმცა დიდი სისხლის ფასად, მაგრამ, საზეიმოდ მეუხერხულება
ამ დღის აღნიშვნა.
-მართალია ბატონიო ვალიკო, შეაწყვეტინა ირაკლიმ. ამ
თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ რამდენიმეჯერ, მას გამარჯვება ესმის უსისხლოთ, ხავერდოვანი გზით,ისე
როგორც ჩვენთან მოხდა ‘’ვარდების რევოლუციის’’ დროს - ვალიკო მიხვდა, რომ ირაკლი კიდევ
ბევრს მოყვებოდა გამარჯვებაზე, დამარცხებაზე, რეავოლუციაზე, სოციალიზმზე, ნაციონალიზმზე,
ფაშიზმზე და ამიტომ მოკლედ მოუჭრა:
-ხოდა შვილო, რამდენჯერ უნდა აგიხსნათ, ბრძოლის გზა
მესმის მშვიდობიანი, მიმიღეთ ბიძია მაგ პარტიაში, ნუღარ მახვეწნინებთ ამ მოხუც კაცს
- იმდენად უგულოთა თქვა მოხუცმა ეს სიტყვები, რომ არავინ დაიჯერა მისი სიტყვების, მაგრამ
თქვა და სხვა გზა რაღა იყო? გამგებელმა მჭექარედ შეჰყვირა,
-საჩუქრები - ეკუნამ ორი კონვერტი, ორი წმინდა გიორგის
ხატი, ორიცალი ხელოვნური ვარდი მოარბენინა და სათითაოდ გადასცა, თან განუმართა, კონვერტში
ნაციონალური მოძრაობის პარტიული მანდატებია. გილოცავთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
-გილოცავთ, გილოცავთ! აყაყანდა ყველა ერთბაშად, ეხვეოდნენ,
კოცნიდნენ. საქორწინო მაყრიონივით დასტრიალებდნენ მოხუცებს.ტანია ისე ბრაზობდა, რომ
სიმწრით ფეხსაცმლის ქუსლსაკაკუნებდა . მერე
იყო შამპანიურის ჭახი ჭუხი. ხილი ტკბილელული,
იმ ქვეყნად წასულების დღეგრძელობა ... სცენარი დამთავრდა, ვალიკო და ტანია ნაციონალური
მოძრაობის წევრები იყვნენ, ვახტანგმა საჯაროდ გამოაცხადა, გადავდივართ მეორე განყოფილებაზე
ჩემთან, ბუხრის გვერძე.
მოხუცები ავტომობილით მიაბრძანეს ვახტანგის სახლამდე,
სუფრასთან საპატიო ადგილი მიუჩინეს და დაიწყო ღრეობა, შუა ღამემდე იქეიფეს გამგეობის,
ნაც მოძრაობის და ქართული მედიის წარმომადგენლებმა, ტანია და ვალიკო უხმოდ იკსხდნენ,
ლუკმა ვერ გადაყლაპეს ...
დედაბერმა დრო იხელთა, სამზარეულოსკენ გაიპარა, ვახტანგის
ცოლს თავზე წამოადგა და მკვახედ შესძახა. მზიამ, მზია, რა კარგად გაგიკეთებია სამზარეულო.
-უი ტანია დეიდა თქვენ ხართ, მოგაბეზრეს თავი მაგ ლოთებმა?
რაც ვახო გამგებელი გახდა ოჯახში სუფრა ვეღარ ავალაგე.
-საჭმელი თუ გაქვს შვილო რა უშავს, ქალი ხარ და შენი
საქმეც ეგ არის, მთავარია საბანი სადამდე გაგწვდება
-არა, მაგაზე არ ვჯავრობ, უკვე აღარ გვიჭირს, მაგრამ
მე კი შემიკლა ვახომ, წუწუნებდა დიასახლისი.
-ხო და მე და ვალიკოს ერთი ლუკმა არ გადაგვსვლია ამ
სანაქებო სუფრიდან, აქ როგორ ვჭამოთ, შვილიშვილები სახლში მშივრები გველოდებიან,ორი
‘’კარზინკა’’ და ორად ჩაგვიწყვე ყველაფერი, ტკბილეულს ნუ დაივიწყებ.
-რას ბრძანებთ ტანია დეიდა, მაგაზე როგორ დაგზარდებით
- შეიცხადა მზიამ და მართლაცვ დაუზარლად დაიწყო ძღვენის მზადება. ბოლო, რომ მორჩა საქმეს,
ტანიას მოუბრუნდა და ხმადაბლა უთხრა. - თქვენი რძალი, რომ წავა ციხეში, ამანათს მე
გავუმზადებ ომარს, თქვენ შემატყობინეთ ჩუმად, დანარჩენი ჩემზე იყოს - ტანიას გაეღიმა,
თავი დაუქნია, მერე კი სტუმრებით სავსე ოთახში შებრუნდა და გამოაცხადა, მადლობა ყველაფრისთვის,
მე და ვალიკო სახლში მივდივართ. გაქცევამდე მისული მოხუცი ზეზე წამოიჭრა, სუფრის წევრებმა
გზა დაულოცეს, ღრეობა კი კვლავ გაგრძელდა. ჭიშკლრამდე მზიამ მიაცილა, კალათები ხელში
გადასცა, მოხუცებს ჯიბეში ჩუმად ათ-ათი ლარი ჩაუცურა და გზა დაულოცა. დიდი გზა იყო
გასავლელი გამგებლის სახლიდან ვალიკოს და ტანიას უბნამდე, მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა
...
ვალიკომ ხელში დაკავებულ კალათასაც გადახედა და იკითხა:
-ტანიუშა, რა მიკავია ხელში ეგ მაინც მითხარი
-რა და ‘’კარზინკა’’
-ეგ მეც ვიცი, რა დევს ამ დალოცვილში ამ სიმძიმე?
-არაა შენი საქმე, შვილიშვილებს მიუტანე და ისინი გეტყვიან
- ოხ ტანიუშა ტანიუშა, დიდი ჭინკა ქალი ხარ შენ. როგორ
ფიქრობ თვის ბოლოს ჩვენს ბიჭებს შეიწყალებენ?
-არა!
-აბა მაშ რატომ გახდი დღეს ქალო, ნაციონალი?
-ჩემს თავთან, რომ ვყოფილიყავი მართალი!
-მერე ეხლა მართლები ვართ ჩვენ?
-ვალიკო, როგორც მშობლები ჩვენს თავთან მართლები ვართ,
ჩვენს ბიჭებთან კი არა. ოხ, როგორ დავიღალე, მოდი ამ ‘’სკამეიკაზე’’ ჩამოვჯდეთ, ცოტა
ამოვისუნთქებ.
-მოდი ტანია, მოდი - მოხუცები ვიღაცის ჭიშკრის სკამზე
ჩამოსხდნენ, ქლოშინებდნენ. მძიმე ტვირთს უკვე ვეღარ ერევოდნენ. ვალიკოს თავიოს საქციელზე
გული მოზადიოდა, მაგრამ თავის ჭკუაში ტანიას ამხიარულდებდა, ტანია კი სკამზე ჩამომჯდარი
ღობეს მიჰყუდებოდა და უპასუხოდ უსმენდა თანამებრძოლს.
-ტანია, ეს კალათები, რომ ითრიე, ეხლა შენ ქალი ხარ?
იმ ცელოფნებში ჩაწყობილი საჩუქრები კიდევ იქ დაგრჩა. საჩუქრებს ვინა სჩივის, მანდატებიც,
რომ იქ დაგვრჩა? უი შენ რა გითხარი, გძინავს ქალო?
კაცმა ქალს ფრთხილად ხელი შეახო, იფიქრა თუ სძინავს
არ შევბაშინოვო, ტანიას პასუხი არ გაუცია, მისი ბაგეებიდან ერთადერთი ხმა ამოვიდა
...
-შორისდებული ...
-ოხხხხ!- დედაბერმა ზეცას თვალები მიაბყრო, ტანიას სამარადისოდ,
მშვვიდად ეძინა. ის ამ წუთისოფლის მოქალაქე აღარ იყო. ხოლოდ იმ ქვეყნად კი უფალმა სადაც
მისი სული მიიბარა, არავის უკითხავს მისთვის, რომელი პარტიული მანდატით გინდათ ცათა
სასუფევლის დამკვიდრებაო.
-კვირის ბოლოს ტანია სოფელმა სასფლაოზე მიაცილა. იმ დღეს
გამგებელი და ნაც მოძრაობის სოფლის თავკაცები, გასვენებაში ვერ მივიდნმენ. თბილისიდან
‘’დიდებული’’ სტუმრები ჰყავდათ ჩამოსულები, ბუხართან ქეიფობდნენ და მღეროდნენ, ‘’ჩვენ
ერთი გუნდი ვართო’’.
სწორედ იმ დღეს,
როცა ტანიას მიწა მიაყარეს შვილიშვილებმა, გაზეთში სტატია დაიბეჭდა
-‘’უკანასკნელი გმირეობა’’ შინაარსს თავად მიხვდით!
26 მაისს, თვის ბოლოს, შეწყალება იყო, ტანიას სიტყვები გამართლდა. ტანიას და ვალიკოს
შვილები პრეზიდენტს არ შეუწყალებია.
მაკა მოსიაშვილი

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.