მალე უნივერსიტეტს კანონის გვერდზე ავლით ახალი რექტორი ეყოლება!
მალე უნივერსიტეტს კანონის გვერდზე ავლით ახალი
რექტორი ეყოლება!
2013 წლის 20 სექტემბერს პარალმენტმა
კიდევ ერთი ვეტო დაძლია და უკვე დავით უსუფაშვილის თანხმობით უმაღლესი განათლების შესახებ
კანონში ცვლილებები შევიდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური უმაღლესი სასწავლებლების
რექტორებს დანიშვნის საკითხია...
...25 სექტემბერს თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შეიკრიბა და
დღის წესრიგზე შემდეგი საკითხი გამოიტანა და დაამტიკიცა კიდევაც:
„...უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის
21-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ წესდების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის
122/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის
სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის
,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს
კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს ,,არჩევნების გამოცხადების და კანდიდატთა რეგისტრაციის
შესახებ” განცხადების ტექსტი დანართი №1 შესაბამისად.
2. სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს
შესაბამისი საარჩევნო კომისია.
3. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად
გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური
საბჭოს დავალებების შესაბამისად.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე
განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. წინამდებარე დადგენილება, დაინტერესებული პირის მიერ
შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან
1 თვის ვადაში ქ. თელავის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.თელავი დავით აღმაშენებლის
N 43).
7.დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
თელავის სახელწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებულ
კონკურსს ახალი რექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა. თესაუს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნელი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე უნივერსიტეტში
არსებობს სხვა მოსაზრებაც. კანონის ძალაში
შესვლის შემდეგ რექტორს, თინათინ ჯავახიშვილს ნაადრევად უწყდება უფლებამოსილება.
მართალია ჯავახიშვილი არჩეული იყო მომავალი წლის დეკემბრამდე, მაგრამ ახალი კანონმდებლობა
მას უფლებას აღარ აძლევს, გააგრძელოს რექტორის მოვალეობა...“
კანონმდებლობის მიხედვით კი „უმაღლესი
განათლების შესახებ კანონი მუხლი 22 პუნქტი 4 – „სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების
(გარდა სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული
სამხედრო, საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი
და სასპორტო
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა) რექტორობის
კანდიდატი შეიძლება
იყოს პირი,
რომელსაც აქვს
დოქტორის ან
მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი
და აკმაყოფილებს
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით
განსაზღვრულ პირობებს.“ თინათინ
ჯავახიშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მას
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი არ აქვს...
კანონმდებლობის მიხედვით უნივერსიტეტი ახალი რექტორის მოსვლამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნდა ემართა, თუმცა...
კანონი: 22 მუხლი
"9.პუნქტი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.".)
„...უნივერსიტეტის
კოლექტივი არ იყო ინფორმირებული, საბჭოს სხდომის შესახებ. მე დავესწარი წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას და
თითქმის ყველა წევრი ითხოვდა, რომ საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილიყო კანონთან
შესაბამისი, კერძოდ, ამ ეტაპზე არჩეული ყოფილიყო
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი...“
აღნიშნულ ბრძანებაზე, უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს წევრი გიული ანდრონიკაშვილი აცხადებს:
„საბჭოს სხდომაზე
იურისტმა პირდაპირ მოითხოვა, რომ არჩეულიყო რექტორი. მე დავსვი კითხვა - რატომ არ ვირჩევთ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს?
მათ კი ასე განმიმარტეს, რომ ჩვენს უნივერსიტეტს კანონმდებლობა აძლევს უფლებას არჩეული იყოს რექტორი
და არა მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა პირადად მე ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა აგვერჩია მოვალეობის შემსრულებელი
ამ ეტაპზე, რადგან ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთ დროში უცებ რექტორის არჩევა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იმ შემთხვევაში, თუ რექტორს უჩერდება სტატუსი, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური პერსონალი ანუ ჩვენს
შემთხვევაში 83 ადამიანი და არა 5 კაციანი
აკადემიური საბჭო. ფაქტიურად ვადამდე უწყდება ქალბატონ თინათის რექტორის მოვალეობა,
აქედან გამომდინარე უნდა იყოს არჩეული მოვალეობის
შემსრულებელი აკადემიური პერსონალის მიერ,
თუმცა ეს ყველაფერი უნდა გაარკვიოს იურისტმა და საქმის კურსში ჩააყენოს განათლების
სამინისტროც. მე პირადად არ მიმაჩნაი სწორად
რექტორის არჩევა, საბჭოში კი ამ საკითხზე დავაც კი არ ყოფილა, მხოლოდ მე დამებადა კითხვა, რატომ არ ვირჩევთ მოვალეობის შემსრულებელს? სამწუხაროდ
აზრიც კი არ გაჩენილა, რომ ჩვენ ვირჩევთ მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად რექტორს... მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაწყვეტილი იყო აგვერჩია რექტორი და მოვალეობის
შემსრულებელი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,
რექტორის მოვალეობას 20 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე
შეასრულებს მისი მოადგილე...“
უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს კიდევ ერთი წევრი ელიზბარ
ელიზბარაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევაზე არაფერს ამბობს, თუმცა
აცხადებს შემდეგს:
„გამოცხადდა კონკურსი,
რომელიც დევს უნივერსიტეტის ვებ გვერზე. რადგან
უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ვაკანტურია და არის მოთხოვნა, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მეცნიერების
დოქტორი და უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი, შესაბამისად მე გავითვალისწინებ ჩემი
ფაკულტეტიოს თანამშრომელთა და სტუდენტთა აზრს, და მათი მოთხოვნის მიხედვით დავუჭერ
მხარს იმ კანდიდატს ვინც უფრო მისაღები იქნება მათთვის და არა ჩემთვის...“
უნივერსიტეტის პრორექტორის,
დავით
მახაშვილის განმარტებით კი:
„25 სექტემბერს
აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა რექტორის არჩევნები. 5 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება კანდიდატთა რეგისტრაცია, 8 ნოემბერს კი გაიმართება რექტორის არჩევნები.
რაც შეეხება თინათინ ჯავახიშვილს მას უფლებამოსილება შენარჩუნებული ექნება კანონმდებლობის
თანახმად, 20 ოქტომბრამდე, თუმცა 8 ნოემბრამდე
ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს...“
რატომ
არ დადგა დღის წესრიგში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური პერსონალის
მიერ?
დავით მახაშვილი
კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:
„თუ თინათინ ჯავახიშვილი
გადადგებოდა 20 ოქტომბრის მერე, ამის მიხედვით
შესაძლებელი იქნებოდა მოვალეობის შემსრულებლის არჩევა, მაგრამ რადგან ეს პროცესი 20
ოქტომბრამდე დადგა დღის წესრიგზე, საბჭოს უკვე
აქვს უფლება აირჩიოს რექტორი...“
საყოველთაოდ
ცნობილია, რომ ჯავახიშვილი თანამდებობიდან არ გადამდგარა, 20 სექტებმრიდან ძალაში შესული
ახალი კანონი აღარ აძლევს მას უფლებას იმუშაოს უმაღლესი სასწავლებლის რექტორად, რადგან მას არ აქვს სამეცნიერო ხარისხი. შესაბამისად
რექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა. თუ ახალი ცვლილების თანახმად რექტორს მოვალეობა ავტომატურად
შუჩერდა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა,
რატომ გააქტიურდა
აკადემიური საბჭო კანონის გვერდზე ავლით?
თუ პირველ შემთხვევაში აკადემიური საბჭოსთვის
კანონი უზენაესია და რექტორს კანონის საფუძველზე უჩერდება უფლებამოსილება, რომ მას
ხარისხი არ აქვს, მაშინ რატომ აღარაა კანონი უზენაესი იგივე აკადემიური საბჭოსთვის
მაშინ, როდესაც აკადემიურ პერსონალს ართმევს უფლებას, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რექტორის
არჩევასთან დაკავშირებით? ფაქტია ის, რომ აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის პერსონალის იგნორირება
მოახდინა, პერსონალი კი თვლის, აკადემიურმა საბჭომ მათი იგნორირებით ვეტოდაძლეულ კანონსაც იგნორირება გაუკეთა.
![]() |
| Add caption |
უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესებს დღეს თელავში აქტიურად განიხილავენ, სხვადასხვა გარიგებებსა თუ სახელდახელოდ
შექმნილ გუნდებზეც ბევრს საუბრობენ, ზოგიერთ
პოლიტიკოსებსაც ახსენებენ... ზოგი კი იმასაც ამბობს, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი
დავით მახაშვილი გახდება, რადგან მას 5 წევრისგან შემდგარ აკადემიურ საბჭოში მეუღლე და კიდევ 2 წევრი უჭერს მხარსო...
თესაუში იმასაც ამბობენ, რომ „პარლამენტმა ვეტო დაძლია პრეზიდენტს აჯობა, აკადემიურმა საბჭომ კი კანონს აჯობაო...“
მაკა მოსიაშვილი

Comments
Post a Comment