ჟანა დიდებაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ „ქართულ სიტყვას“

ჟურნალისტზე, რომელიც ჩვენი სტუმარია, 3-ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული წინა ხელისუფლების მიერ.თუმცა მტკიცებულების არ ქონის გამო საქმე სამჯერვე  შეწყდა.
მან მოღვაწეობა ტელეკომპანია თანამგზავრში დაიწყო.იყო საზოგადოებრივი არხის კახეთის კორესპონდენტი, „იმედი“ ჰოლდინგის დაარსების დღიდან კი ტელეკომპანია იმედის და რადიო იმედის ჟურნალისტად მუშაობდა.მისი პროფსიული მოღვაწეობა მაშინ დასრულდა,როდესაც ჯოზეფ ქეიმ ტელეკომპანია იმედი ხელში ჩაიგდო.
ჟანა დიდებშვილი დღეს ქართული სიტყვის სტუმარია და პირველად ამბობს იმას,რაც ამდენი წელია საზოგადოებისთვის უცნობია.

-ჟანა,ახლა კახეთში რთველის დასასრულია და მინდა გკითხო რით განსხვავდება ნაციონალური რთველი ოცნების რთველისგან?
-ანუ,როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ,ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედარებითი დახასიათება ვაკეთებთ? ცოტა შორიდან დავიწყებ და გავიხსენებ 2006 წლის შემოდგომის რთველის გენერლებს, ადეიშვილს, მერაბიშვილს და ოქრუაშვილს, თუ ვინმეს დაავიწყდა მე და კახელ გლეხს ახსოვს გურჯაანში შტაბის გასახსნელად ჩამოსულმა ოქრუაშვილმა რომელსაც თან პეტრე ცისკარიშვილი ახლდა რა განაცხადა. გლეხს თითი დაუქნია და მკაცრად გააფრთხილა ირაკლიმ, იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდებოდა მიტინგები და ფასის გამო უკმაყოფილო გამოსვლები ყველას თავის ადგილს მიუჩენდა, და ყურძნის ფული „პერედაჩებისათვის“ არ ეყოფოდათ. მახსოვს შაქრიანელმა გლეხმა ტირილით შემომჩივლა ტუალეტის ქაღალდი და რქაწითელს ერთი და იგივე ფასი აქვს და ხმაც არ უნდა ამოვიღოთო. შესაბამისად თუ შევადარებთ მაშინდელ რთველ წლევამნდელს, არ ყოფილა ისეთი საგანგაშო გამოსვლები რაც საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა, რაც შეეხება რიგებს , რიგი ყოველთვის იყო, მაშინაც ახლაც და მერეც იქნება, ვერ ვხედავ მე რიგებში პრობლემას. პრობლემა ის იყო ბრმა რესპოდენტს რომ ვწერდი, ჩაჩოქილი გაშლილ ყურძენთან რომ იყო და დასტიროდა, ხუთი დღეა დამაკრეფინეს და ჯერ არავინ მოსულა მის საყიდლადო. მე იცით რა მიკვირს? დღეს წინა ხელისუფლება რომ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და თავისი არც შეცდომები ახსოვს და არც ნაკლოვანებები. რთველის გენერლებით დავიწყე საუბარი და ახლა გამახსენდა, თუ ვინმე იყო მცირე მეწარმე თუ დიდი კომპანია ყველას ქონდა ვალდებულება რომ ყურძენი ეყიდა, და დაგვარბენინებდნენ ამ ჟურნალისტებს მათ გადასაღებად, ვითომ რომ თავისით გადაწყვიტეს ეყიდათ ყურძენი მერე ღვინის რეალიზაციას თავადვე მოახდენდნენ.. ეს იყო მხოლოდ ფარსი, მე ბევრი ვნახე მაშინ გენერლისგასნ დავალებით რომ ყიდულობდა ყურძენს და მათი ღვინის პრეზენტაციები რატომღაც არ მახსენდება, თუმცა კარგად მახსოვს ბადაგონის სპეცოპერაცია.
-მაინც რა მოხდა მაშინ ბადაგონში?
-დილით დამირეკეს მეც და ყველა ჟურნალისტსაც და გვთხოვეს, რომ გამგეობის წინ შევკრებილიყავით, არ ვიციოდით სად მივყავდით,პეტრე ცისკარიშვილი სულ რამოდენიმე დღის გადაყვანილი იყო მინისტრის მოადგილედ. მოკლედ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც ჯგუფი ჩვენთან ერთად შეცვივდა ბადაგონი ღვინის ქარხანაში ეს სასოწარკვეთილი თანამშრომლები კივიან არ შეიძლება ასე სიარული რა ხდებაო? ამათ დაიწყეს კასრებს შორის სიარული, არ ვიცი ეძებდნენ თუ არა დანიშნულ კასრს მაგრამ, რაც მე ვნახე იქ არ ყოფილა არავითარი არც ექსპერტის დასკვნა არც ვინმე ვინც ღვინის სინჯს შეამოწმებდა, ერთ კასრიდან მოუშვეს ღვინო და ოპერატორები სანამ კადრებს იღებდნენ ღვრიდნენ კანალიზაციაში..... მაგრამ ეს იყო იცი რა ღვინო? უმაღლესი ხარისხის საფერავი, მახსოვს ჟურნალისტებს ისე შეგვეცოდა გადასაღვრელად ჭიქით ვიღებდით, რომ გითხრა რომ ამათ კასრი დაცალეს ტყუილია, უბრალოდ მაქსიმუმ 40 ლიტრა ღვინო დაღვარეს და ეგ იყო. გამოვდიოდი და ვფიქრობდი ამაზე როგორ გავაკეთო სიუჟეტი? მოკლედ, დაურეკე მაშინვე პეტერე ცისკარიშვილს და ვუთხარი ბატონო პეტრე ეს რა ქენით როგორ შეიძლება უმაღლესი ხარისხის ღვინი კანალიზაციაში ჩაღვრა-თქო? ამას დიდი რეზონანსი მოყვება და ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ-თქო. ანუ ცუდად მოვიქეცითო? კი მეთქი ძალიან ცუდად მოიქეცით-თქო. კაი კაიო, და ისე ახდა ჩემი სიტყვები, სამ დღის მინისტრის  სავარძელი ლამის დაკარგა პეტრე ცისკარიშვილმა და ლამის კარიერაც დაასრულა. პრემიერმინისტრი ნოღაიდელი ოფიციალურად ბოდიშის მოსახდელად ჩამოვიდა, ამას მოჰყვა.
_ ანუ რას ემსახურებოდა ეს ბადაგონის სპეცოპერაცია?
-პიარს, რა პეტრე ცისკარიშვილს თუ ქონდა ბადაგონზე კომპრომატი, როგორც გუბერნატორი ვერ მისცემდა შესაბამის მსვლელობას? რა თქმაუნდა ეს იყო პიარი,
-თუმცა მე მახსოვს რომ მაშინ კულისებში ამბობდნენ, ბადაგონმა რაღაც „შეწერილი“ თანხა არ გადაიხადა და პეტრემ ამით გადაუხადა სამაგიერო...
_კი ეს მაშინ ცნიბილი მეთოდი იყო რომ ყველა ფარულად იხდიდა, მაგრამ მე ამაზე არ მაქვს ასეთი ზუსტი ინფორმასცია, უბრალოდ ვერც დავამტკიცებ და ვერც ვუარყოფ!
-ჟანა, შენი ჟურნალისტად მოღვაწეობის დროს გქონდა ასეთი სიუჟეტი, გაჩეხილი ვენახის ისტორია! მოკლედ, ეს თემა საკმაოდ პოლიტიზირებული გახდა! აი ამდენი წლის მერე თუ გიკითხავს სად არის ის გლეხი ვინც ვენახი გაჩეხა! და მეორე კიდე რა მოხდა მაშინ? აეროპორტშიო ბადრი პატარაკაცისვილმა განაცახადა რომ ჩვენ აქ ყველა ერთად ვართ და ის გოგო არის მარტო, (შენზე) შესაბამისად მაშინ გაუჩნდა საზოგადოებას კითხვები იყო თუ არა შენზე ზეწოლა? მართლა გაჩეხა თუ არა ყალაბეგაშვილმა ის ვენახი? მახსოვს იმასაც ამბობდნენ ჟანამ გლეხ თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ რომ ვენახი გაეჩეხაო, დღეს გააქვს იმ ადამიანებთან პასუხი ვინც ეს თქვა?
-მაკა იმ დღეს მარტო მე არ ვყოფილვარ იმ ვენახში, მე ძალიან მინმდა დღეს ჩავიდეს ვინმე და ნახოს ის ვენახები, რომელიც თავის დროზე სწორედ ჩემმა კოლეგებმა საქილიკო თემად აქციეს. მახსოვს რუსთავი 2ის ჟურნალისტი ეკა გაგუა ჩავიდა და დაითვალა იმ ვაზიების ძირები რამდენი იყო გაჩეხილი, ბუნებრივია ეს რუსთავი 2მა ეს ატრიალა. არავინ დაინტერესებულა ყალაბეგაშვილის ბედით. ვთვლი, რომ რუსთავი 2ზე იყო შეკვეთა, რომ მათ უნდა გაეკეთებინათ სიუჟეტი თითქოს იმედის ჟურნალისტმა ჟანა დიდებაშვილმა სპექტაკლი დადგა და სანაცვლოდ გლეხს ვაზის გაჩეხვაში ათასი ლარი გადაუხადა. აი რა მოხდა სინამდვილეში: დამირეკეს, რომ გურჯაანში ვენახს ჩეხავდა ვინმე ავთო ყალაბეგაშვილი, რომელიც ითხოვდა ჟურნალისტები დასწრებოდნენ ამ პროცესს, რომ ამით ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინა, მე, ტელეკომპანია მზე, რადიო ჰერეთი, რუსთავი ორი  ზვიად რუაძე, გელა მთივლიშვილი და საზოგადოებრივი არხი, მოკლედ თუ ვინმე იყო წავედით იმ ვენახში, სადაც იმყოფებოდნენ ამ კაცის ნათესავები, ახლობლები და მეზობლები. ჟურნალისტების მისვლის შემდეგ ყალაბეგაშვილმა დაიწყო ოთხი წლის ჩაყრილი ვენახის აჩეხვა, პროდიუსერმა მითხრა, რომ  მასალას მეორე დღეს გაუშვებდა, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ეს თემა  დღეს ყველა არხს ექნებოდა. პირველად სიუჟეტი ტელეკომპანია მზის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, შემდეგ იმედმა და ეს იყო მეოთხე თუ მეხუთე ამბავი ქრონიკაში. იმავე დღეს ოპოზიცია გურჯაანში რთვველის ალტერნატიულ შტაბს ქმნიდა 12 საათზე.  დავურეკე ძიძიგურს და ვთხოვე შტაბის გახსნა ნახევარი საათით გადაეწიათ. ავუხსენი, რომ გურაჯანთან ახლოს ვენახს ჩეხავდა ერთ-ერთი გლეხი. ძიძიგური პოლიტიკოსია და ბუნებრივია რომ მაშინვე მოვიდა და დაინტერესდა, აი ამას მოყვა ხელისუფლების დიდი ისტერიკა იმედის მისამართით, და როცა უკვე ინგა გრიგოლიამ აღნიშნულ თემაზე გააკეთა გადაცემა, დროება დაინტერესდა და ახვლედიანი ჩამოვიდა, არც მზის, არც პირველი არხის და არ  რუსთავი 2 ის ჟურნალისტებმა კომენტარი არ გააკეთეს, მხოლოდ გელა მთივლიშვილი, ზვიად რუაძე და რომან ქევხისვილს ეყოთ დიდი ვაჟკაცობა არავის არ შეუშინდნენ და თქვეს რომ ეს ფაქტი მოხდა და არა ფერ შუაში არ იყო მოსყიდვა .... რაც შეეხება მუქარებს, ასე ოფიციალურად მუქარა არ ყოფილა, თუმცა როცა გლეხები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და გამოდიოდნენ მე მოვალევიყავი ეს გამეშუქებიან,ერთხელ ღამის პირველ საათზე პეტრე ცისკარიშვილმა დამირეკა და მითხრა რომ მე ვკრიბავდი თურმე გლეხებს, და ვამართინებდი აჟიოტაჯს, იცი? ახლაც ვთვლი რომ ეს დადგმული ზარი იყო, თავად პეტრემაც ვიღაცას მაოსმენინა ჩემს მიმართ გამოთქმული პრეტენზია, თორე თუ ვუინმეს ცისკარიშვილისათვის კარგი პიარი გაუკეთებია სიუჯეტით ეს მე ვიყავი, ჩემი ნათქვამი არ მიიღოს ვინმემ რომ მე ნაწყენი ვარ პეტრეზე , დღემდე ვიცი რომ მკითხულობს და არ გვაქვს არანაირი დაძაბული ურთიერთობა.
-მაგრამ ამ ფაქტიდან სულ მალე იმედი დაიხურა, მერე ჟოზეფ ქეიმ ჩაიგდო ხელში და უკვე ახლად გახსნილ იმედში შენ აღარ მუსაობდი.
-მე გამანთავისუფლეს ყველაზე პირველი! ნინო შუბლაძის მეუღლემ დამიძახა და მითხრა რომ კმაყოფილი იყო ჩემი მუშაობით მაგრამ კახეთში ბიუროს აუქმებდა! მე ვთვლი რომ ყველაზე ძველი იმედელი ვარ მაკა, და რომც არ გავენთავისუფლებინე მე უკვე მასეთი სარედაქციო პოლიტიკით ვერ გავაგრძელებდი მუშაობას. ჩემი დამოკიდებულბა ასეთიa, ბადრი პატარაკაციშვილის სიკვდილის მერე საქართველოში დასამარდა დამოუკიდებელი მედია, მე ასე ვთვლი და ნუ მიწყენს ნურავინ. მე ისიც მახსოვს ხელისუფლება იმედზე, რომ გაგიჟდა ადგილობრივი პოლიტიკოსები, ჩინოსნები თვალს მარიდებდნენ და სალამს არ მაძლევდნენ. მაშინ ჩემი შვილი გუბერნიის პრესსამსახურად მუშაობდა შევიდა გია ნაცვლიშვილთან და უთხრა მე მივდივარ სამსახურიდან დედაჩემის მიმართ ასეთი დამოკიდებუილება ჩემთვის შეურაცხმყოფელიაო, გიამ არ გაუშვა და პირიქით სთხოვა რომ დარჩენილიყო,
-მაგრამ, ჟანა, ყოველთვის ამბობდნენ, რომ შენი მარის (შვილი) წყალობით მუდამ გქონდა ყველა ინფორმაცია, ანუ შესაბამისად დიდი წყაროს მფლობელი იყავი... იმასაც ამბობდნენ რომ ჟანა შვილის გამო არაობიექტუირიაო?
-მე ვმუშაობდი იმედზე ადრე პირველ არხზეც, მაშინ მარი სკოლაში დადიოდა, თუმცა პანკისის ყველაზე დიდი ექსკლუზივები ჩემი მოპოვებულია , ასე იყო სხვა თემებზეც, ამას მე უფრო კოეგიალურ შუღლს დავარქმებდი! ჟანა არაობიექტური არასდროს ყოფილა, თუმცა იმაზე მეტს ვშრომობდი ვიდრე ყველა ტელეჟურნალისტი ერთად აღებული!
-თუმცა იმასაც ამბობდნენ  რომ შენ რამოდენიმე ღვინის ქარხნის მფლობელი გახდი, მიწების სერიოზული რაოდენობა შეიძინე გაქვს სასტუმროები,გაქვს რესტორნები.....
-ვიცი, ვიცი ეგ ამბები რასაც აბობენ! თუმცა მინდა გითხრათ რომ თუ რამე მქონია ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი შრომით მომიპოვებია! მე წინა ხელისუფლების პირობებში სამჯერ აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმე და სამჯერვე მტკიცებულებების არ ქონის გამოშეწყვიტეს, ასე რომ მე მისმენდნბენ, დამდევდეენ მითვალთვალებდნენ, თუმცა ამდენი ქონება როგორ უნდა დამეგროვებინა ამ რეჟიმში ეგ უკვე სასაცილოდ მეჩვენება!
- და ბოლოს დღეს იმედი კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნდა! უცებ რომ შემოგთავაზონ და კვლავ აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნება, რას ფიქრობ დაბრუნდები?
-მაკა, ჩემთვის ბადრი პატარაკაციშვილი იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია, მე მახსოვს მან როგორ დამიცვა საჯარო ეთერით როცა ვენახის გაჩეხვაში შემკვეთს მიწოდებდნენ ნაციონალები, არ ვიცი დღეს რა გადაწყვწტილებას მივიღებ. მოდი ეს კითხვა ღიად დავტოვოთ და თუ ეს მოხდა პირველს ვეტყვი „ქართულ სიტყვას!
მაკა მოსიაშვილი

-

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში