ჟანა დიდებაშვილის სკანდალური ინტერვიუ, ჟვანიას მკვლელობის დეტალები!
-ჟანა როცა ბატონი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი
გარდაიცვალა, შენ მაშინ იმედის ჟურნალისტი
იყავი, რაული თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალაის მკვიდრი იყო, ხომ არ გაიხსენებდი
რა ხდებოდა მაშინ ყარაჯალაში? ან რას ყვებოდნენ რაულის ნათესავები და მეგობრები?
-ჟვანია და
უსუფოვი როგორც იცი ერთ ოთახში იპოვეს გარდაცვლილები
უსუპოვი თელავის რაიონის სოფ.ყარაჯალიდან იყო და მე როგორც კახეთის კორესპონდენტი მისი გადმოსვენების მომენტისათვის ყარაჯალაში ვიმყოფებოდი
მის გადმოსვენებას მთელი სოფელი ელოდა,
მას მერე რაც მოასვენეს, მამაკაცები შევიდნენ გარდაცვლილთან ოთახში, მოგვიანებით როგორც გარეთ ხმა გამოვიდა გვამი ახლობლებმა დაათვალიერეს, ამის შესახებ ალბათ რაულ უსუფოვის მამა იაშარ უსუფოვი უფრო კარგად გეტოდათ, მაგრამ მაშინ ამბობდნენ, რომ რაულმა ნარდის თამაში საერთოდ არ იცოდაო, გარდაცვლილი ჟვანიასა და უსუფოვის ოთახში კი ნარდი იყო, თითქოს ისინი თამაშობდენ...
მეორე რაზეც ყვებოდნენ და ყურადღებას ამახვილებდნენ, ერთი ფეხსაცმელი იყო დაკარგული
მას მხოლოდ ერთი ეცვა!
სად უნდა წასულიყო რაულის ფეხსაცმელი?
ჩნდებოდა ბუნებრივი კითხვა !
ბუნებრივია იგი კონსპირირაციულ ბინაში ერთი ფეხსაცმლით ვერ მივიდოდა
ჟვანიას გარდაცვალების თუ მკვლელობის ღამეს, ჩემი წყაროს ცნობით საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა წარმოშობით ყვარლელმა ლევან სამხარაულმა ყვარელში სკოლის ქიმიის მასწავლებელთან დარეკა და მხუთავი გაზის ქიმიური შემადგენლობის ფორმულირება სთხოვა, რაც შემდეგ უკვე დილით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
აი ამ ამბებიდან სამი თვის შემდეგ 22 მაისს 22 მაისს ყვარლის რ–ნის სოფელ ახალსოფელში ერთერთი ეკლესიის გახსნაზე ვიყავი მიწვეული, როცა შევიტყე, რომ ყვარლის ცენტრში მკვლელობა მოხდა
ბუნებრივია მაშინვე იქით გავეშურეთ და თან პროდიუსერს ჯონი კალანდაძეს დავუკავშირდი, ვუთხარი მკვლელობა მოხდა და მასალის გადასაღებლად მივდივარ მეთქი. იმ მომენტში არ ვიცოდი ვისზე იყო საუბარი,ვინ იყო ან მკვლელ ან მოკლული
ადგილზე მისვლისას გავარკვიე,რომ მოკლული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლევან სამხარაული, რომელიც
თანაკლასელს დავით მჭედლიშვილს მოუკლავს, ლევანს 7 გამჭოლი ჭრილობა ქონდა.მე დაწვრილებით აღარ მოგიყვები მკვლელობის დეტალებს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ამ მკვლელობას ახლდა ის არის, რომ მე და ჩემი ოპერატორი მორგში წავედით,სადაც დავით მჭედლიშვილი იყო გადასვენებული,
გვამის
გადაღების მომენტში ვერავინ შეგვნიშნა,
შევიპარეთ, იქ
არავინ იყო, ალბათ ტვ ''იმედის" არქივს ექნება
არქივში ეს კადრები, დავით მჭედლიშვილის გვამს ორი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა ერთი თავის და მეორე გულმკერდის არეში. გულმკერდის არეში ორლულიანი თოფით იყო მიყენებული ჭრილობა, ხოლო თავში გამჭოლი იყო და ტყვია არ აღმოჩნდა, შესაბამისად უცნობი დარჩა რა იარაღით იყო თავში ნასროლი. ამ ფაქტმა მაშინვე გამოიწვია ეჭვი, შესაძლებელია თუ არა, თვითმკვლელმა განზრახვის სისრულეში მოყვანისას ორი გასროლა განახორციელოს.
-ამ კითხვით თუ მიმართეთ ექსპერტს?
-მე ეს
კითხვა ექსპერტს გურამ კანტროშვილსაც დავუსვი, რომელიც დაიბნა, ასეთ შეკითხვას არ ელოდა და მანაც მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაშ რა მოხდა? ამას ალბათ როდისმე გაეცემა პასუხი
ეს ამბავი მალევე დაუკავშირეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს, გაჩნდა ვერსია,რომ ლევან სამხარაულმა იმაზე მეტი იცოდა ვიდრე უნდა სცოდნოდაო. სამხარაულის მკვლელობა საეჭვოდ დაემთხვა
ამერიკელების მიერ ექსპერტიზის ჩატარებას. გავრცელებული ვერსიით, სამხარაულმა გასცა ცნობა, რომ იმ ბინაში ჟვანიასი და უსუფოვის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამ დასკვნას შეეწირა კიდეც. მე ისიც ვიცი, რომ ლევან სამხარაულს ეუბნებოდნენ უარი ეთქვა იმ ბინაში ამერიკელებთან ერთად ექსპერიმენტის ჩატარებაზე, მაგრამ მაინც ჩაატარა ექსპერიმენტი და დადგინდა, რომ CO-მ არ გადააჭარბა სიცოცხლისთვის დასაშვებ ნორმებს. ეს დასკვნა შემდეგ განხილვის საგნად იქცა, ამბობდნენ, რომ ამერიკიდან მიღებული დასკვნა გააყალბეს და არასწორად თარგმნეს.
_საინტერესოა ქონდათ დაპირისპირება დავით მჭედლიშვილსა და ლევან სამხარაულს?
-მე მათ კლასის ხელმძღვანელისგანაც ავიღე ინტერვიუ, ვკითხე როგორი დამოკიდებულება ქონდათ თანაკლასელებს ლევანს და დავითს, ქონდა თუ არა საფუძველი ბავშვობის წყენის გამო ამდენი წლის გასვლის შემდეგ მოეკლა თანაკლასელი მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ ბავშობაში წყენა ამ ორ ბიჭს შორის
არსებობდა, მაგრამ არა ისეთი რომ სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენ ერთმანეთს,
_ანუ მაინც ყველაფერი ჟვანიას გარდაცვალებას
უკავშირდება?
-კი, ჟვიანიას
სიკვდილს კიდევ 2 ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა თუ შესწირეს, ამას ალბათ
როდისღაც გაიგებს საზოგადოება, '' არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს…"
ლევან სამხარაულის მკვლელიც ხომ მოკვდა, ასე ვთქვათ თავი მოიკლა, ან მოაკვლევინეს და მერე ე.წ.,,კონტროლკა" დაუმატეს.
-ჟვანიას სიკვდილის
რეალური მიზეზის მცოდნე ალბათ ბევრია, მაგრამ ჩემი აზრით მათი გაჩუმება პრობლემას არ წარმოადგენდა. საინტერესოა, რით
იყო გამონაკლისი ლევან სამხარაული, რა იცოდა ან რა ნახა ისეთი, რომ საშიში იყო მისი არსებობა.
-სამხარაულის მკვლელობა
ჟვანიას მკვლელობასთან კავშირში იყო თუ შემთხვევითი დამთხვევა მე არ ვიცი, გამოძიების დასკვნა ყველა პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენს ნათელს.
არ ვიცი რამდენად საინტერესო რამ მოგიყევით რაც
როგორც მოვლენების თვითმხილველმა ვიცოდი
_ მაინც რა გაძლევს საფუძველს რომ თქვა მჭედლიშვილს
თავი არ მოუკლავს, და „კანტროვკა“ დაუმატესო?
-იცი რა
გამახსენდა?
მჭედლიშვილი სამხარაულს მოსაკლავად რომ დაედევნა ტეტეს ტიპის იარაღი ქონდა, მერე კი თვითმკვლელობისას ეს ორლულიანით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობა, ანუ
ჯერ ტეტე ჰქონდა, მერე ორლულიანი გადაჭრილი? ცოტა ალოგიკურიაალბათ მეთნხმებით. ემოციებით
დატვირთული ადამიანი იარაღს აძლევს მნიშვნელობა? ან მის გამოსაცვლელად
სცალია?
მაგრამ თავში რა იარღით იყო ნასროლი ვერ დადგინდა,
ტყვია აღარ აღმოჩნდა. რადგან გამჭოლი იყო ჭრილობა
რაც იმას ნიშნავს რომ იგი ორ
ლულიანი თოფით მოკლეს!
მე ვთვლი რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის ერთ
ერთი მთავარი დეტალი სამხარაულის და მჭედლიშვილის მკვლელობის გახსნაში დევს
გამოძიებამ მჭედლიშვილის მკველელობის საქმით თუ
დაწყო გამოძიება, ბევ გაუცემელ კითხვას პასუხი გაეცემა.
_შენს მიერ გადაღებული კადრები ალბათ იმედის
არქივშია...
-
იმედში ეგ კადრები აქვს
თუ არა არქივს არ ვიცი, ნოემბერში რომ დაარბიეს ტელეიმედი
ამბობდნენ რომ მაშინ ბევრი კადრი განადგურდაო,თუმცა მე იმედი მაქ რომ გადაურჩა
მაკა
მოსიაშვილი.
Comments
Post a Comment