კრიტი იგივე მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულება, მისი ეზო და უცნაური
შენობა -თანამედროვე ქაჯეთის ციხე......
თუმცა ამ ქაჯეთის ციხეს, უფრო პროფესიონალი მზარეულები
ჰყავდა, ვიდრე ქალთა
მე 5-ს..... მატროსოვის ბალანდაში აყროლებული თევზი
კრიტის შემწვარმა თევზმა რომ ჩაანაცვლა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
იცით
რას ნიშნავს შიმშილი? ნაცრისფერი ბოძის ქვეშ მარტო სულად ჯდომა და გახსნება იმის თუ
როგორ მჭადს აცხობს დედა? როგორი იყო ბებოს გაკეთებული ფელამუში, ნუ გაგეცინებათ....ეს
ძალიან ჩვეულებრივი, მოკვდავი პატიმრის ოცნებაა!
ჩვენ ვიცოდით თქმა, „კუჭით არ ვაზროვნებთო“, თუმცა გამუდმებულმა შიმშილმა და ნერვიულობამ ბევრი ადამიანის
ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია........
მოკლედ ყველა ციხე ციხეა......
კმაყოფილი და ბედნირი პატიამარი არ არსებობს....
თუმცა ამ კრიტს ჰქონდა რაღაც სხვა, რაღაც უცხო, რაც
გთრგუნავდა... ეს რაღაც წმინდად დაწნული გისოსი იყო... ასეთი გისოსის სარტყელი
არც ერთ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას არ აქვს......
ეს გისოსის
არ იყო მხოლოდ სარტყელი, ეს იყო ზონის ეზოს
თავსაბურიც.
ზაფხულში მზე
გისოსის სარტყელში ლიც-ლიცით მოძვრებოდა, ზამთარში კი თოვლის თეთრ ქუდს იფარებდა და
უცნაური თეთრი სიშავით გვთრგუნავდა. ზევით ახედვისას დაინახავდი, რომ უზარმაზარ თავსაბურად ეზოს თავზე თოვლი ედო, რომელიც არა თეთრი, არამედ ამღვრეული, მგლისფერია......
გაზაფხულზე ხომ გარეთ სიცოცხლის სურნელი გიზიდავს, აქ
პირიქით იყო. როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა:
„აი ყაიმაგზე გაზრდილი ბაღანა ზღვისჰაერნაყლაპა არ დევიხვრჩი
გაზაფხულზე ამ ცემენტის მტვერში?“
და ყველაზე შემზარავი.......არ არსებობდა პატარა სივრცეც
კი, სადაც გისოსი არ გიღობავდა გარე სამყაროსთან კონტაქტს... ცაში, რომ აიხედავდი, ციური სხეულბიც კი დაპატიმრებული
გეგონებოდა....... და ეს იმდენად გთრგუნავდა,
რომ აღარ ფიქრობდი შენს სასჯელზე, მზე მთვარე და ვარსკვლევები უფრო გეცოდებოდა ვიდრე
შენი ავად სახსენებელი დღეები.
გაგა მკურნალიძე
გურიიდან ჩამოსული ყელტიტველა ბიჭი, რომელმაც სასჯელაღსრულებაში მუშაობა დაიწყო, ალბათ
ვერც ხვდებოდა, რომ მალე ამ დეპარტამენტის ზურგის ტვინი გახდებოდა..... (აი, ფინალში, რას ფიქრობდა უკვე საკანში, ეგაა ალბათ
საინტერესო.)
გაგა
რუსთავის კრიტში გავიცანი, მაშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა სასჯლაღსრულბაში.
სულ მიჩნდებოდა კითხვა: რა იყო ამ ადამიანში ასეთი იდუმალი, რომ 25-26 წლის ბიჭს შეეძლო
24000 პატიმრის უსაფრთხოებაზე ეზრუნა, მაგრამ აქ პატიმართა უსაფრთხობა არაფერ შუაში იყო, რეალურად ის სახელმწიფოს სასტიკი პოლიტიკის უსაფრთხობაზე ზრუნავდა.
დათო ჭაკუა არასდროს არსად ჩანდა, მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევებში დავინახავდთ ჭაკუას გაყინულლ და არეულ სახეს, მგონი სულ ნამთვრალვი იყო.
ერთხელ საკანში შემოსულმა კითხვა პასუხის რეჟიმში დაიწყო საქმის გარჩევა:
_აბა , რა პრეტენზიები გაქვთ?
ჩემმა კოლეგამ, ჟურნალისტმა ნანა სულავამ საზრიანად
ახედ-დახედა მისი დგომის სტილს და უთხრა:
-უკაცრავად, ხომ არ ჯობია, ფეხი ჩამოიღოთ სკამიდან?!.
ჩვენ მაგ სკამზე ვჯდებთ.
ჭაკუამ სკამზე
შემოდებული მარჯვენა ფეხი ძირს ჩაწია და იქიდან უმისამართოდ გაქრა.....
ამბობდნენ გაგა მკურნაიძეს დირექტორ მედიკო ალანიას
გამომცხვარი ნამცხვარი „მედოკი“ უყვარდაო და ამიტომ დადიოდა ხშირად ქალთა დაწესებულების
ადმინისტრაციაშიო. ღიმილი იქით იყოს და რეალურად გაგამ მოსპო პენიტენციური სისტემის
პროფესიონალი კადრი სასჯელსრეულებაში, მოსპობა მარტო განთავისუფლებას არ ნიშნავდა,
დაიჭირეს ლადო
თოდაძე არარსებული ბრალდებით!
დაიჭირეს თამაზ
რეხვიაშვილი, კაცი, რომელიც პენიტენციური სისტემის ექსპერტად შეგვიძლია ვაღიაროთ!
სამსახურიდან
გაათავისუფლეს ბევრი, მათ შორის ხათუნა კენჭაძე, არასრულწლოვანთა გაყოფილების უფროსი,
მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული.
მხოლოდ მიკვირს რატომ არ გაანთავისუფლეს მაგალითად დირქტორის
მოადგილე ზვიად კვარაცხელია, ალბათ ვერ მოასწრეს!
სანაცვლოდ კი
ახალგაზდა, ატუტუცებული ბიჭებით გაივსო დეპარტამენტიც და დაწესებულებაც... გაგას მაქსიმალური
მცდელობა, რომ სასაჯლაღსრულბაში კანონის შიში
დათესილიყო, ყოველთვის უშდეგოდ მთავრდებოდა.
აქ კანონით ვერ შეაშინებდი, აქ ფიზიკურად უნდა დაგეშინებინა მასა!
დათო ჭაკუას საინტრესო მიდგომები ჰქონდა. დღეს რამდენიც უნდა იძახონ, მაყურებლის ინსტიტუტს ვებრძოდითო ტყუილი იქნება. სწორედაც, რომ იმ მაყურებლის ინსტიტუტით
„დააჩმორეს“ მამაკაცთა ციხეები, ე.წ. განაბები განაგებდნენ კამერას, სართულს და კორპუსს
და „ობიქტივის“ ეთერში ერთი დარეკვის დროსაც
კი „სხადნიაკი“ იწყებოდა,
-ვერ გავიგ შენ რა ინტრიგანი ხარ? რა პონტში რეკავ რადიოში?
გინდა ჩვენი მოყვანილი პალაჟენია გააფუჭო?
და აი ასე.....ჯერ მაყურებლები უსწორდებოდნენ პატიმარს
რომელსაც საკუთარი უფლებების დაცვა უნდოდა, მერე კი ნაბეგვ პატიმარს ციხის თანამშრომლები
უმთავრებდნენ „რაზბორკას კარცერში“.
მე დეპარტამენტის მიერ შექმნილ მაყურებლთა არმიას ფსევდო განაბები შევაქვი...
ანალოგიურის სურვილიც გაჩნდა ქალთა ციხეში...
გახშირებულმა შიმშილობებმა.
გახშირებულმა საჩივრებმა,
დეპარტამენტში
შემდეგი საკითხი დააყენა - როგორ შეიძლებდა მასის მართვა?
ქალთაში რამდენიმე „ბუნტავშიკი“ და იმიჯით „პროვოკატორი“
ან „ინტრიგანი“ მშვენიერი სახე იყო, აღნიშნული მოვალეობის შესასრულებლად
ანუ:
მთავარი იყო ფსვვდო განაბ ქალებს ჰქონოდათ ჯგუფი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ერთი ჯგუფი
უშუალოდ დეზინფორმაციის გავრცელებაში უნდა დასაქმებულიყო, მეორე ჯგუფს კი უნდა ეზრუნა
საქმეების გარჩევაზე, მოშიმშილეთა დაშინებაზე და რომელიმე გაჭირვებული პატიმრის მინიმალური
მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ანუ ეშუამდგომლა ადმინისტრაციასთან.... თეორიულად ეს მისაღწევი
იყო, თუმცა ათუხთუხებულ ზონას ამით ვერ დააოკებდი, რადგან ნათქვამია, თუ ქალმა გაიწია,
უღელი ხარიც ვერ დაიჭერსო. ამიტომ მამაკაცებისაგან განსხვავებით, შედარებით უკეთეს
პირობებს ქნიდნენ ქალთა ციხეში..
ჩემმა თითქმის ექვს წლიანმა დაკვირვებამ ადამიანის იზოლირების პასუხად ქვემოთ ჩამოთვლილი ჩამოყალიბებული ჩვევები დამანახა.
პირველი დღე პატიმრობის: როცა ადამიანს წინასწარ ორ თვინ პატიმრობას უსჯიან ფიქრობს და ვერ ხვდება რა ხდება მის თავს .არ ფიქრობს არც გუშინდელ დღეზე, არც ხვალინდელი ადარდებს, უბრალოდ გაყინულია და შოკშია .დაღლილი მხოლოდ ადგილს ეძებს სადაც შეძლება დაწვეს , დაჯდეს, დაისვენოს და მერე იფიქროს. გზა სასამართლოდან ციხემდე ძალიან მოკლეა, ახსენდება ყვე;აფერ წარსულიდან, ოღონდ სასიამოვნო... და მეორე რაზეც წუხს ადარდებს სახლში დარჩენილების ბედი. ახლობლებზე უფრო მეტად დარდობს, ვიდრე საკუთარ თავზე.იმ წუთში არ ფიქრობს როგორ იცხოვრებს ციხეში, შეიძლება ამაზე ფიქრს გაურბის კიდეც.
ორი ძირითადი კითხვა უტრიალებს თავში.
_უჩემოდ რას იზავენ?
_ როგორ გადაიტანენ ჩემს დაჭერას, ეს ხომ მათთვის შეურცყოფაა
აი ფიქრსაც ვერ ამთავრებს და და უცებ ხვდბა რომ ციხეშია...მისთვის აფსოლიტურად უცხო გარემოში, თუმცა ყოველი დღე პასუხობს, რომ ციხეში საშიში არაფერია... ერთი შეხედვით...
მთავარია გარეთ იყოს ყველაფერი კარგად და ციხესაც გაუძლებს. პრაქტიკულად ყველა პატიმარი ერთითვს მანძილზე თავს ციხხის სტუმრად თვლის.
ერთი თვის მანძილზე ყველა ნატვრა ოცნება ცრემლი დარდი და სიხარული გარეთ მყოფ საზოგადოებბას ეხბა.~რაღაც ასეთი შეგრძნება გაქვს,რომ საავადმყოფოს ყველაზე საშინელ პალატაში ცხოვრობ და გამოჯანმრთელებას ელოდები. ისე ელოდები ადვოკატს როგორც პაციენტი ელოდება ექიმს ახალი რეცეპტით ხელში. ამასობაში აკვირდები გარემოს ცდილობ გაიცნო, თუმცა საკანში ცხოვრება იმდენად არ გიმძიმს რამდენადაც განიცდი გარეთ დარჩენილების ახლობლების ბედს…
ტრაგედია არა პატიმრობაშია, იმ შინაგანაწესს ვგულისხმობ რომლის მიხედვითაც მოვალეობები გეკისრება , არამედ მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან იზოლირებაშია.
თუმცა ერთი თვის მერე უშინაურდები გარემოს და ცდილობ ყველაფერი იცოდე და ისწავლო. ეს ყოვლის მაძიებლობა ერთი თვიდან იწება და თითქმის ერთი წელი გრძელდება.
ერთი წლის თავზე უკვე გაზრდილი ხარ. იცი რამდენი წელი გაქვს მისჯილი, იცი რა გარემიოში გიწევს ცოხვრების გაგრძელება,ეძებ ადამიანებს რომლებიც შენი ახლობლები გახდებიან სასჯელის მოხდის პერიოდში.თუმცა გარეთ მყოფი ახლობლების ბედი ისევე გაწუხებს, როგორც შენი ბედი ახალ კუნძულზე როგორ წარიმართება.ერთიდან ორ წლამდე თვალზე ცრემლი შრება, პრობლემები თანბრდება ორ კუნძულს შორის
ორი წლის სასჯელის დასასრულს ზონა შენთვის შინაური გარემოა.თუ პირველი წლები მხოლოდ სიახლეების ძიებაში იყავი, მეორე წელს სიახლე აღარ მოდის.. ყველაფერი ნაცნობია.ამ დროს შენს რეჯიმს ქმნი. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ხდება და თითმის მთელი დღე ლოცვაში ატარებენ, თუმცა მეორე ნაწილი, უფრო თავისუფალ ცხოვრებას მისდევს, დღისთ სძინავს, ღამე ღვიძავს, დრო გააქვთ ნარდის და დომინოს თამნააშში. ან წიგნია მათი მეგზური მთელი ღამე. დღე კი ზონის დანახვას გაურბიან და სწორედ ამიტომ იძინებენ. ციხეში თითქმის ყველა ვარჯიშობს, იქ ჯანმრთელობის ფასი უფრო გაცნობიერებული აქვთ ვიდრე გარეთ ...
თუმცა მრავალ ახლად ჩამოყალიბებულ თავისებურებებთან ერთად ახლობლებთან პაემანი გატყობინებს,რომ მათ დღითი დღე შორდები.თუ ერთი წლის თავზე შვილის დანახვა ცრემლსაა გგვრიდა,ორი წლის თავზე აღარ ტირიხარ.გსიამოვნებს მათი ნახვა. აი სამი წლის მერე კი ყველაფერი იცვლება...რადგან პირველი ორი წელიწადი პაემანზე გასვლის წინ იპრანჭებიან, ქალები ქუსლიან ფეხსაცმელებს იცმევენ, მაკიაჯით თავს იწესრიგებენ, მესამე წელს კი პატიმართა უმრავლესობას ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვალდ ჩვეულებრივი კეტები აცვიათ,და ჩვეულებრივი სპორტულებით მიდიან შეხვედრაზე. ანუ პარალელურად საუბრის თემაც იწურება აღარ იციან რა საკითხზე ესაუბრონ საკუთარ ოჯახის წევრებს შორდებიან,თუ პაემანი ხშირად აქვს მსჯავრდებულს,მესამე და მეოთხე წელს ახლობლებთან კონტაქტით იღლება, ერთი სული აქვს უკან გამოიქცე, ნარზე დაწვეს ყავა დალიოს და სიგარეტი გააბოლოს. გაუცხოება ყოველ წამს იზრდება..
აი მეოთხე წელი კი კატასტროფაა,საკუთარ თავებს ებრძვიან,გრძნობენ რომ გარეთ დარჩენილებს კარგავენ,ისტერიკა მეოთხე წლის თავზე უფრო მატულობს ვიდრე წინა წლებში. ამ დროს იზრდება მოთხოვნა დამაწყნარებელი პრეპარატებისადმი, საბოლოოდ კი ხვდება პატიმარი რომ ის სხა სამყაროს ნაწილია, ხოლო მისი ახლობლები სხვა სამყაროს შვილები არიან.. ამიტომ ხშირად თავადვე ამბობს უარს პაემანზე,ხშირ სატელეფონო საუბრებზე,პატიმარსა და მის გარეთ დარჩენილ ადამიანებს ერთამნეთის თავისდაუნებურად აღარ ესმით მათი ინტერესები ერთამანეთსას აღარ ემთხვევა სამაგიეროდ პატიმრის ესმის შიგნით მყოფ სხვა ადამიანებს. (არ გამორიცხოთ რომ ის ადამიანები ციხის თანამშრომლებიც იყვნენ) ანუ მათი შინაური სამყარო უკვე ზონაა. შვიდი წლის მერე კატასტროფაა.ციხეში მყოფ ადამიანებს გარეთ აღარაფერი აღარ აქვთ. მათ უბრალოდ აღარ ახსოვთ როგორი იყო ახალი წელი ~სვაბოდაზე~,ჩვევები რომლებიც გარეთ ჰქონდათ ჩამოყალიბებული იქ არაფერში აღარ სჭირდებად.უბრალოდ თეფშიდსან კვებას ღრმა ჯამიდან კვება ურჩევნიათ, თავად ორგანიზმიც კი ეთანხმებათ. ოჯახში გამზადებულ და მოტანილ სადილს უფრო რთულად ინელებს, ვიდრე ციხის ბალანდას...პაემანი რიტუა;ლს ემსგავსება, იტანჯება,წვალობს, იღლება... აამ დროს პატიმარს არ აინტერესებს მისი სახელმწიფოს პრემიერმინისტრი ვინ არის, რა ჰქვია,ციხის კონრტოლიორი ვის გაჰყვა ცოლად ის უფრო საინტერესოა ვიდრე ადამიანისუფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა. ყველაზე კარგად იცის ციხეში რა სიტუაციაში, როგორ უნდა დაიცვას თავი,შვიდიწლის მერე ყველა პატიმარს თავისი წესები აქვს და ის წესები კონსტიტუციაზე უზენაესია მისთვი. ამავდროულად უკვე ნასწავლი აქვთ ხელსაქმე,ქსობა ქარგვა კერვა ძერწვა. იციან როგორ უნდა ირჩინონ თავი. მათ გარეთ დარჩენილების იმედი აღარ აქვ,იციან რომ საკუთარი თავის პატრონები თავად არიან.
გარეთ თუ წლების მანძილზე მაგიდასთან წერდნენ, მუშაობდნენ, აქ მაგიდა აღარ სჭირდებათ,უნდა იწვნენ ნარზე ან იჯდნენ, რადგან მაგიდა უკვე უცხოა არაკომფორტულია,. ბევრს სადილობაც კი აღარ შეუძლია მაგიდასთან,,ნარი მათი ცხოვრების ნაწილია, მაგიდასთან ჯდიომას ურჩევნიათ ჩაიმუხლნონ და ასე უყურონ ტელევიზორს საათობით.. მოკლედ ნარი პატიმრის ცხოვრების ნაწილია,უცხოა ჩანგალი კოვზი,დანა, კვების რეჯიმი,არეული საუზმე სადილი, ვახშეამი, ხშირად ერევათ ძილის დრო,. თუ პირველი ორი წელი იმედითუყურბენ ახალ ცვლილებეს, მომდევნო წლებში ცვლილებები აღარ ანაღვლებთ,უბრალოდ იციან რომ მოვა ოდესღაც ~ზვანოკი~ და მორჩა.
P.S.ბოლოს კი ტოვებ ციხეს და ხვდები, რომ ფსიქიკა შერყეული გაქვს. ისე გიწევს ცხოვრება როგორც ჩვილს,
ყოფილ პატიამრს უფრო ეშინია გარეთა საზოგადოების,
ვიდრე საზოგადოებას ნაციხარის!!!!

მაკა მოსიაშვილი

Comments
Post a Comment