მესამე თვალი უნივერსიტეტის სამზარეულოში

მე ამ თვეში ვის რა ვარგე?
და მაინც სულ მგონია, რომ პასუხისმგებელი ვარ ჯერ ჩემს თავთან და მერე საზოგადოებასთან.............
ამ თვეში სარგო კი ვერაფერი ვერ მოგიტანეთ, მაგრამ არც ურგოდ მოვქცეულვარ........
ნეტა რა ხება უნივერსიტეტში?
დაწყნარდა ერი?
დამშვიდდა„ ახალი ტალღა“?
გადანაწილდა გადასანაწილებელი თუ დარჩა კიდე რამე გადაუნაწილებელი?
..................დარჩენილაო ჩამძახეს ყურში........

და ამ ჩაძახება ჩაძახებაში, ის ამბავიც მითხრეს, რომ ახალი რექტორის გარემო დიდად საცნაურად გამოიუყრებაო..........
არც მეტი, არც ნაკლები, რექტორი წმენდას იწყებს და თუ ეს წმენა სწორია რატომაც არა?
მაგრამ წმენდას განახლებული და ჯანსაღი სისხლიც ხომ უნდა.........
ცოტა ცოცხალი.
ცოტა საფრთხიანიც
ახალი სტარტეგიებით სავსე.
აი ისეთი დაძმარებულ ღვინოს, რომ მაჭრად აქცევს, და თონეში დაკუტებულ პირს შოთად........
ისეთი, რომ ესმოდეს და უყვარდეს საქმე ......
ისეთი, რომ კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანივით იბრძოდეს და მაინც არ ნებდებოდეს.....
და ის შემართება ქონედეს როგორც არგონავტებს ოდესღაც ჩვენსკენ, რომ მოდიოდნენ ოქორს საწმისისათვის.
ოღონდ სხვას ნუ მოვპარავთ! ჩვენიც ბევრი გვაქვს, რომ მოუფრთხილდეთ და შევინახოთ.
მაგარმ აი შენახვის ნიჭი გვაკლია ყველას თურმე..........
სამაგიეროდ ბრალდებების ნიჭით კი გამოვირჩევით..
არ მინდა ძველი უნივერსიტეტი!
 მე ჩემი უნივერსიტეტი მინდა.
არ მინდა სხვისი გასაკიცხი გახდეს კერა, რომელზეც ავიდგი ენაც და ფეხიც.
მამაჩემი გენიოსი არ ყოფილა ერთი კარგი ქართველი ვაჟკაცი იყო, როცა სკოლა დავამთავრე დამიძახა და მკითხა: სად გინდა, რომ ისწავლო?
-კენბრიჯი, ოქსფორდი.........
მომიბრუნდა და მიპასუხა:
სირცხვილია შვილო კენბრიჯზე და ოქსფორდზე ინატრო როცა არსენ იყალთოელის ფესვებიდან ხარ აღმოცენებული........და მე მჯერეა მამასი.......
ასე, რომ მე ამ თევში ვერაფერი ვერ ვარგე ჩემს თავს!


( ველი სიახლეებს უნივერსიტეტში ბევრს სასიამოვნოს და საინტერესოს, ცოტა ხმაურიანსაც)

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში