მოსულები, წასულები, გაცხრილულები, პორტიერებულები, მოვალეობის შემსრულებლები, იპონ მოგებულები, რევანშისათვის მომზადებულები, ბრალდებულები .............ყველანი ერთად ქართულ სიტყვაში კახური ქრონიკები 2013 !





 „ქართული სიტყვა“
მგონი 2013 რეორგანიზაციის წელიწადია!
მოვიდნენ და წავიდნენ , გაიწმინდნენ და გაიცხრილნენ!
ჯამში რა შეცვალა 2013 წელმა კახეთში?

2012 წლის იანვარში რუხ კარდინალად მონათლული ვიცე-გუბერნატორი სიბაშვილი გადაგდა,რამოდენიმე დღეში ბრალიც წარუდგინეს და მისი სასამართლო წლის ბოლოსაც ფინალში ვერ გავიდა. რადაგან 2014 ში ისევ ბრალდებულია, თუმცა ბრალდებულის სტატუსის გარდა, წელს პრეზიდენტისგან ბრწყინველების ორდენიც მიიღო 5 საბრალდებო მუხლთან ერთად,
გუბერნატორი ჭიაბერაშვილი მოვიდ და წავიდა და მგონი ისე,რომ კახური საფერავი არც დაუჭაშნიკებია.
აგერ წლის ბოლოს, გუბერნიას ახალი გუბერნატორი ყავს.დიდი პოლიტიკის ქარმა ჩვენსკენაც დაუქროლა და 2014 წელს ქიზიყიდან მოვლენილი შიოლაშვილით დავიწყებთ.......
რთველმა ისე ჩაიარა, რომ აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.....
რასაც ვერ ვიტყვით ატმის ბაღების მოსავალზე.
წელს ღვინიაშვილის 2 მთავარი: თემა ჩაუბარებელი დამპალი ატამი იყო და რაფალიანცის გაუხსნელი საქმე იყო....
კახელებმა წელს ატმის ბაღები გაჩეხეს....
და ეს მაინც ნაციონალებს დააბრალეს, რადგან როგორც გლეხები ხსნიდნენ თავის დროზე ვენახი იმიტომ ამოძირკვეს. რომ ატამი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე რქაწითელი.....
რაფალიანცის საქმე კვლავ გაუხსნელია....
მავანი და მავანი იმასაც ამბობს რაფალიანცის საქმე ვერასდროს ვერ გაიხსნება და თუ გაიხსნება, მაშინ ბავშვის დეიდას და დედას კარგი დღე არ ეწევათო.
რეორგანიზაცია რეორგანიზაციისათვი..
თელვის მუნიციპალიტეტმა ერთ წელიწადში მეორე გამგებელი აირჩია,
პირველი ზურაბ ყურაშვილი არასწორად ჩატარებულმა ტენდერებმა და გაყიდულმა მიწებმა იმსხვერპლა.
მეორე ახალია და მაინც ვერ გაიგეს რა პოლიტიკური მრწამსი აქვს....
ახმეტაში გამგებელი წლის ბოლომდეც ვერ ეღირსათ და ისევ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ყავთ ბექა ბაიდაური,
ზვადაურის იპონი ქართულ პოლიტიკაზეც გავრცელდა და დეპუტატის დიდ ძალისხმევით საკრებულომ თავმჯდომარეობიდან რესპუბლიკელი ქიქლაძე გადააყენა...
გურჯაანში გამგებელი ერთი ვერ შეიფერეს და უკვე მეორე დანიშნეს.
არჩევნებზე არც არაფერი არ მოხდებოდა ჭიკაანში გელა მთივლიშვილის უფლებები, რომ არ დარღვეულყო ხოლო პანკისში კი მე არ მივეჯირყვნე.
ბატონის სასახლე ისევ იმ დღეშია, როგორც გასულ წელს, აწვიმს დ ათოვს, ექსპონანტები სადღაც სარდაფშია და მათი ბედი კი გაურკევევლი., წლის დასაწყისში კულტურის მინისტრის დაპირება კვლავ დაპირებად რჩება და სატახტო ქალაქს არც მუზეუმი აქვს და არც გალერეა......
გუბერნია და მუნიციპალიტეტები ისე მუშაობდნენ მთელი წელიწადი რომ ერთმანეთის არ ეყურებოდათ თუ არ ისმენდნენ ეგ უკვე საკითხავი არ არის.
მთავარი წლის სიახლე კი ის იყო რომ პორტირება ზენიტში ავიდა და ბევრი ნაციონალი დიდი  მეოცნებე გახდა....
2013 ში თელავს სოსელო ისევ ეწვია და სტალისინის ძეგლი დადგმიდან 5 საათსი სულ შეიღება წითლად....ვეტერანები ამბობდნენ ძეგლის დადგმა 300 ლარი დაგვიჯდაო, და ძეგლის ასაღებად თელავის მუნიციპალიტეტმა კი 1200 ლარი გამოყო, თუმცა ძეგლი ისევ იქ დაგა და წითელი საღებავთ მორთული ლივლივებს
საახლწლო ნაძვის ხე გურჯაანს 15000ლარი უჯდება, დედოფლისწყაროს 56 ითასი, თელავი კი ძველი ნაძვით ხვდება ახალ წელს მაგრამ ნაციონალების მიერ შეძენილი მოსართავები მაინც ვერსად იპოვეს თელავის მუნიციპალიტეტში და ამიტომ 5000 ლარი გამოყვეს გასაფორმებლად .
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ კახელი მშვიდად და დინჯად ელის ახალ წელს, თელავში მოხუცები ასე ამბობენ მეფე ერეკლე 16 წლის იყო კახეთს რომ იცავდა და 30 წლის გუბერნატორი უფრო უკეთესად დაგვიცავს მაინც უბატონო კუთხის შვილია და სხვის ბრძანებებს არ შეასრულებსო.....
ასეა თუ ისე ცოტა ელექრტო სადენები, რომ არ ურევდეს.....
წყალიც, რომ მუდმივად მოდიოდეს..
გაზი. რომ მაინც გაიაფებულიყო....
ატამი, რომ ვინმეს ჩაებარებინა...
თელავში შუქნიშნები, რომ აენთოთ, მაინც უკეთესი იქნებოდა...
წლის ბოლოს არც კმაყოფილია კახელი და არც უკმაყოფილო , ზის დინჯად და 2014 ელოდება, სხვა თუ არაფერი არ მოხდა თელავი მაინც გახდება თვიტმართველი ქალაქი და წინანდალი კიდე მუნიციპალიტეტი....
კახელების გულისწყრომა ძნელი დასამასახურებელია...



Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში