ახლა 13 დეკემბერი იწყება...
დედა სულ გვიყვებოდა მე შენ და ვანოს რომ 13 ში დაიბადე ოღონდ 12 ს რომ 3 წუთი აკლდა.....
და არ უნდოდა დედას რომ  თარსი რიცხვით ყოფილიყავი.......
არასდროს იყავი თარსი

მაშინ სულ დიდი დიდი ხნის წინ როცა პატარები ვიყავით, და ლაბათ ეს დიდი ხანიც სადღაც 30 წლის წინ იყო, სულ დამდევდი უკან და მეფერებოდი......
სულ გინდოდა ჩემთვის გეკოცნა.....
მახსოვს სკოლაში როგორ მივდიოდით ერთად......
ერთხელ გაიგე რომ ვანოს ჩხუბი ქონდა, შენ იქ გაიქეცი სადაც ჩხუბობდნენ....
მე კი სამსაწავლებლოდან მამას და დედას დაურეკე .......
6 წელი შვლიების გარეშე ვიცხოვრე მარტო განდეგილად და 6 წელი არ მიდარდია რომ ბავშვებს დედა არ ყავდათ .....
რადგან შენ არსებობდი.......
ცხოვრებში ერთხელ მოიპარე ერთი მანეთი. დედას საფულიდან და ფერადი კალმები იყიდე, მერე კი საღამოს იმდენი იტირე, რომ ძლივს დაგამშვიდა მამამ ......
შენი საქციელის ცხოვრებაში ერთხელ შეგრცხვა.....
სულ ბოლოს, შენი ამ ქვეყნიდან წასვლამდე 5 დღით ადრე ერთად ვიყავით თეატრში...
საველმოქმედო საღამოზე......
წამოსვლისი მითხარი აბა კარგად გენაცვალე......
სულ ბოლოს იმ დილით გელაპარაკე და არ მახსოვს რა მკითხე.....მახსოვს რომ მითხარი კარგად მყავდი გენაცვალე......
და ბოლოს ყველას ენაცვალე.......
33 წლის წინ, სახლში მე ბებოსთან და პაპასთან ვიყავი, შენ კი დაიბადე......
დაიბადე და დედამ ასე უთხრა მამს ,ბესიკი ისევ გოგო გვყავს......მამამ უპასუხა რა სჯობია მერე გოგოებს......შენ არ გჯობდა არავინ.....
და დღეს როცა ცივი გონებით მინდა ვიფიქრო ვამბობ 33 წლის ხომ
დღეს უნდა გამხდარიყავი?
და მაინც ეს 33 ჩვენთვის არაფერია,
შენ კი თურმე ყველაფერი მოასწარი.....
ყვალგან სიკეთისა და სიყვარულის მარცვალი დატოვე....
33 შენთვის თურმე არაფერია

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში