ციხის გენდერული ბალანსი

რა უფრო ძნელია ქალისთვის ციხის სასჯელი?
 ცხოვრება შვილების გარეშე?
 საზოგადოებრივი იგნორი თუ მეუღლისაგან დასჯა დაუწერელი კანონით?
ალბათ ძნელია სხვისთვის ამ გადომსახედიდან საუბარი, ალბათ წარმოუდგენელია სხვისთვის იმ ტკივილზე საუბარი რა ტკივილს განიცდიან ქალები  ციხეში....
ვინ თქვა რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია?
ეს თანასწორუფლებიანობა მხოლოდ პატიმრობის კოდექსის ფურცლებზეა?
 არა ალბათ იქაც არა, რადაგან იქ ხომ ქალს უფრო მეტი პრივილეგია აქვს ვიდრე მამაკაცს.......
მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ქალი მაინც ჩაგრულია,
ჩაგრული თავისი სვე ბედით

მაინც კაცია მისი ბედის მესკუთრე და ბატონი.
მაშინაც კი აგრძელებენ მამკაცები ქალის ცხოვრებაზე ბატონობას როცა ისინი მათი მეორე ნახევრები აღარ არიან.....
არა მამაკას არ ვჩაგრავ ჩემი ამბით უბრალოდ მარინას ამბავმა მომაყოლინა ამდენი ...
მე ერთ მარინაზე მოვყვები რომელიც ციხეში იყო, თუმცა მარინას მაგვარი 100 ბით ქალი ვნახე  და იქნებ მეც  ერთი მარინა  ვიყავი...
სამი შვილის დედა იყო.....
სამიდან უფროსი სრულწლოვანი იყო და მას მერე რაც დედა დაიჭირეს თურქეთში წავიდა სამუშაოდ
თუმცა მარინა ამბობდა, რომ კი არ წავიდა მამას გაექცა, ვერ იტანდა როცა მე მლანძღავდაო.
ორი პატარა ყავდა რვა და ცხრა წლის გოგონები....
თავად თაღლითობაზე იყო დაკავებული.....
დაკავებამდე, ვაჭრობდა და ასე არჩენდა ქმარს რომლსაც მარტო ლოთობის ხელობა ქონად \შეთავსებული, და სამ შვილს.....
მოკლედ მარინას ქონდა შეცდომა მაგრამ ეს ის \შეცდომა არ იყო რისი პატიებაც არ შეიძლებოდა, და საერთოდ არსებობს კი შეცდომა რომლის საფუძველზეც შეიძლება დედას შვილების ნახვა აუკრძალოთ?
ალბათ არსებობს თუმცა ამ შეცდომას კანონში ასეთი განსაზღვრა აქვს დედას დედობას არ ართმევენ უბრალოდ მშობლის უფლებას უზღუდავავენ.......
თავისი ამბავი 5 წლის თავზე მომიყვა.....
5 წელი ნატრობდა შვილების ნახვას...
5 წელი ვერ რეკავდა სახლში იმის შიშით, რომ ბავშვებს მერე მამა დასჟიდა თუ გაიგებდა, რომ დედას ელაპარაკნენ......
5 წელი წერდა ყველა უწყებას......
5 წელი უბრუნებდნენ პასუხს, რომ კანონის ფარგლებში მამა იყო ბავშვთა მეურვე, და მას უნდა ჩამოეყვანა პატიმარი დედის სანახავად...
5 წელი ამბობდა კაცი, რომ გზის ფული არ ქონდა და სოციალურ შემწობით ცხოვრობდა,
ხუთი წელიიიი
და მაინც რატომ დაისაჯა მარინა?
და მაინც რა იყო მისი დანაშაული  7 წელი რომ მიუსაჯეს?
მაინც რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ქმარმა შვილების ნახვის არა თუ შესაძლებლობა არამედ უფლებაც კი არ მისცა?
არც კანონი იყო მყარი  და არც მორალი....
სასოწარკვეთამდე მისული ქალი სამჯერ ჩამოვხსენით თოკიდან.......
და მაინც უკვე ამ გადმოსახედიდან რა შეიძლება გაუკეთო შეფასება ამ ფაქტს?
კაცები როცა ციხეში ხვდებიან, ქალები თავს ივალდბულებენ, რომ შვილები მამას აჩვენონ და მამას მშობლის უფლება არ შეუზღუდონ, თუმცა ქალებს ასე არ ექცევიან კაცები...
პირიქით
და ალბათ სანამ მინიმუმ შვილის აღზრდის თანაბარ პასუხისმგებლობას არ გაიცნობიერებს მამაკაცი და ქალი მუდამ იქნება ეს ჭიდილი.
სანამ მამაკაცი არ ჩათვლის, რომ ქალიც ისეთივე უფლება მოსილია როგორც ის შვილებთან მუდამ იქნება პრობლემა.
როცა დაიმსხვრევა სტერეოტიპი იმის, რომ ქალი ამტანია და მამაკაცი კი შეუპოვარი მაშინ დალაგდება გენდერული ბალანსიც.

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში