ლარა
მას სამი სახელი აქვს,პასპორტით ნადეჟდა,ნაცნობებისთვის
ლარისა,აი იმ ადამიანებისთვის ვისაც გვიყვარს ლარა იყო.
სიცილის,ხალისის და მხიარულების დიდოსტატი.ქართველი
არ იყო.ეროვნებით ბერძენი,სულით ქართველი,კახური ზნისა და ჩვეულებების მატარებელი.
ქიზიყში,ასეთი სოფელია-ქვემო ქედი,გაშლილი შირაქის განაპირა
მხარეზე,სიგრძეზე გადაჭიმული ულამაზესი მხარეა.XXს-ის დასაწყისში
ამ მხარეში სწორედ ვაჟა-ფშაველას ინიციატივით ფშავის,მთიულეთის და ხევსურეთის მოსახლეობა
ჩასახლდა.მეცხოველეობის გასანვითარებლად და მეცხვარეებისთვის ზამთრის საძოვრების ასათვისებლად,არაჩვეულებრივი
იდეა-გამართლდა.სწორედ XXს-ის
დასაწყისს უკავშირდება კახეთში ბერძნების ჩამოსახლებაც,ქვის გამოთლის და ხის ტიკების
დამზადების ტექნოლოგია სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს.ასე,რომ თიხის ქვევრის თრევის
ნაცვლად,მეცხვარეებს უკვე ხის ტიკები ჰქონდათ.ასე,რომ ქვემო ქედის მოსახლეობა მთის
ქართველებით და ბერძნებით იყო სავსე.
სწორედ ამ სოფლიდან ჰქონდა ფესვები ლარას.როცა ციხის
გრძელი და მგლისფერი ღამეები ძილს დაგვიფრთხობდნენ,პატიმრები ერთმანეთს ვუყვებოდით „გარდასულ დღეთა“ ისტორიებს.
მახსოვს,ერთი მორიგი ეტაპირების დროს,12 დღე კარანტინში
გამოგვამწყვდიეს.კარანტინი ის უბედურებაა,როცა საკანში ჩაგკეტავენ,გასეირნების უფლებას
გართმევენ,ტელევიზორი და რადიო არ არსებობს და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა,არც ყავა
გაქვს და არც სიგარეტი.წიგნს და ჟურნალს ჩვენ არავინ მოგვიტანდა წასაკითხად,ამიტომ,ჯერ-ჯერით
ერტმანეთს ჩვენს ამბებს ვუყვებოდით,ლარას ჯერიც დადგა.
-90-იანი წლების უბედურების ქარიშხალი გრიგალივით დაბორიალობდა
ყველა ოჯახში.სახლში საღამოს მეზობლები ვიკრიბებოდით ,ლამპაში ნავთს ზომიერად ვასხავდით
და „კერასინკაზე“ ვაი უბედურებით ვთბებოდით.საბერძნეთიდან ნათესავებმა დამირეკეს,მანდ
თავს რას აკვლევინებ გაჭირვებას,ჩამოდი,იმუშავებ და ფულიც გექნებაო.გავყიდე მამაჩემის
დანატოვარი მანქანა,იმ ფულით საბერძნეთში წავედი.იქ ზუსტად სამი კვირა გავძელი.არ ვიცი
რას ვერჩოდი იქაურობას,მაგრამ ფაქტი ერთია,სამი კვირის კარზე თბილისში ჩემი დის კარს
მივუკაკუნე.უკვე ბნელოდა,ძღურბლზე მე რომ დამინახეს გამოშტერდნენ,რა მოხდაო?მეც შვაბიჯე
ოთახში,გამჭვარტლულ ლამფის შუშას ვაკოცე,ერთი გულიანად შევუკურთხე გაჩახჩახებულ ათენს,ღვინო
მოვითხოვე და ჩაბნელებული თბილისი ვადღეგრძელე,ლამფის შუქში ჩასხმული რქაწითელით.ამ
ამბავზე გოგოები მთელი ღამე ვკისკისებდით.მე კი ვეუბნებოდი-ოხ,ლარა,რატომ ნოდარ დუმბაძე
ცოცხალი არ არის „ჰელადოს“ მეორედ დაწერდა!
თუმცა
ლარას ცხოვრების ღრუბელი სულ ერთი ფერით ერ ყოფილა ამღვრეული.
ყველა
პატიმარი საკუთარ თავში პასუხს ეძებს,სინამდვილეში რატომ მოხვდა ციხეში,რა მისიით მოიყვანა
ღმეთმა აქ,მაგრამ კითხვაა,რასაც საკუთარ თავს უსვამს ყველა პატიმარი ჩუმათ საკუთარ
გულში თავის თავს ეკითხება,რა უნდა მოვინანიო ყველაზე მეტად?
„ზნედაცემული-ორი
გრამი!“
ლარა
ნარკომანი იყო.ციხეში ნარკომანების ორი კატეგორია არსებობდა.ერთნი,რომელიც მოყვარულნი
იყვნენ,მეორენი კი,რომელიც წამალზე იწვნენ.ლარა მოყვარულთა წევრი გახლდათ.ყვალას უკვირდა,ბუნებით
მოქეიფეს,ხალისიანს,ყარაჩოღელ ქალს წამალთან რა უნდოდა.ლარა კი ერთი სიტყვით ხსნიდა-ინტერესი!-და
ამ სიტყვას მოკლედ თავის ამბავს მოაყოლებდა.
-ცხონებულ
მამაჩემს ოთხი შვილი ვყავდით.დაჭერამდე რამოდენიმე წლით ადრე თითქმის ყველა დავკარგე.ჯერ
მამა მომიკვდა,მერე ძმა მომიკლეს,ერთი ძმის დატირება ვერ მოვასწარი მეორე ძმაც მომიკვდა.მერე
მეგონა ძმების დაკარგვით ტრაგედია დამისრულდა,მაგრამ ბუნებამ დაც წამართვა.ალბათ,სასოწარკვეთამ,დაღლამ
და ტირილმა გონებაც ამიმღვრია და ჰეროინი ვიგემე.ჰეროინმა კი ციხის ბალანდა მაგემა.ციხეში
მოსულს ნარზე წამოწოლილმა გამოვიტირე დედა.ისე დაიმარხა ჩემი ტკბილი მოხუცი,რომ ცრემლი
მიწაში ვერ ჩავატანე.თუმცა ყველაფერი უფლის ნებაა.მადლობა უფალს,არაჩვეულებრივი შვილების
დედა მქვია-ამ სიტყვების მერეკედლისაკენ მიბრუნდებოდა და აღუწერელი სევდით იჭამდა გულს.
„მთისძირში“
მონიჭებული უფლის მადლი!
ერთ
დასავლეთელ პატიმარს ვაცილებდით თავისუფლებაზე.გაცილებისას ტრადიციულად არასდროს ვტირივართ.მხოლოდ
ტაშს ვუკრავთ და ვყვირივართ „ნახვამდის!უკან არ მოიხედო“.ლარა პატიმარს ჩაეხუტა,აკოცა,ყურში
რაღაც უთხრა,ის ქალი ატირდა,ლარაც ტიროდა.არ ვიცი ეს რა ცრემლი იყო,მაგრამ მოგვიანებით
გავიგე,განთავისუფლებული პატიმარი სიხარულით ტიროდა,ლარას კი მონატრების საიდუმლო ცრემლები
სცვიოდა...
...რამოდენიმე
თვის მერე თვითონ ლარა მომიყვა...
ის
ცამეტი წლის იყო,მაგრამ სულაც არა ჰგავდა ცამეტი წლის გოგს.იგი,ატმის ყვავილივით ახალ
აფეთქებული,ვნება ანთებული და როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე „თვალში საცემი ქალი
იყო“.
კი-ქალი,და
სწორედ მისმა ნაადრევმა მოჩიტებამ და ქალიშვილობამ ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.
მოეწონა,შეუყვარდა
და მოიტაცა...
მერე
ეს არ იყო XXIს-ის
საქართველო,ეს XXს-ის 70-იანი
წლები გახლდათ,და ასეთ ქალებს უკან აღარ იღებდნენ ოჯახში.უბრალოდ ათხოვებდნენ და არ
კითხულობდნენ უნდოდა კი ქალს ვაჟი?!
ლარა
ქალს ჰგავდა,თორემ ბუნებით და ფსიქიკით ბავშვი იყო.რას იზამდა?დაუჯერა დედას და მამას.ძმის
იმედი ჰქონდა,მაგრამ ძმაც არ იყო საქართველოში,იმ დროს შორეულ ციმბირში სასჯელს იხდიდა.დამაც
არ მოუსმინა ალბათ და დაერქვა გათხოვილი ქალი!
მგონი
გათხოვებიდან მეორე თვეშივე დაფეხმძიმდა.დედა თბილისში ცხოვრობდა,თვითონ შორს,დასავლეთ
საქართველოში!
ქმარი
ყოველ დღე უფრო და უფრო სზიზღდებოდა!
არა,ეს
მარტო ზიზღი არ იყო!
ისე,როგორც
უმეტეს ქალებს მოსდით ორსულობისას,ქმრის სული გულს ურევდა...
დედამთილს
ვერ გაუმხილა,
დედა
იქ არ ჰყავდა,
დას
ტელეფონით ვერ მოუყვა,
შერცხვა
და შეზიზღდა...
გოგო
ეყოლა!
და
როგორც მაშინ 70-იანებში იყო მოდაში ნინო დაარქვა...
დედამ
ტრადიციულად 40 დღით თავისთან წამოიყვანა.
ლარა
ბავშვი იყო და ბავშვივით ტიროდა.
მეზიზღება,არ
მიყვარს,თავს მოვიკლავ-იძახდა ქმარზე.
თითქოს
დედამ გაუგო...
და
ქმარს უკან აღარ გაჰყვა.
სახლში
ორი ბავშვი ცხოვრობდა,დიდი ლარა და პატარა ნინო...
დიდმა
ბავშვმა მუშაობა დაიწყო,მგონი ფაბრიკაში,დედა ერქვა და ყველა დედის ვალი შრომაა...
...ერთხელ
სამსახურიდან დაბრუნებულს ქმრის ნათესავები დახვდნენ...
...უშვილო
ცოლ-ქმარი...
ლარა
ვერ მიხვდა ვერაფერს
დედა
კი სტუმრებს გულიანად ემსახურებოდა..სტუმრები ნინიკოს ეთამაშებოდნენ...
წავიდნენ...
ისე
როგორც,მაშინდელ ოჯახში იქცეოდნენ,საღამოს მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდნენ,დედამ
და მამამ გადაწყვიტეს
ის
ცოლ-ქმარი ბავშვის გაზრდაში დაეხმარებოდნენ,ლარა იმუშავებდა,მათთან ოჯახში ყოველ დღე
ივლიდა და შვილსაც მოუვლიდა...
შეიშლება
არ გჯერათ,მაგრამ მართლა ასე გადაწყვიტეს ხმამაღლა...
..ალბაღ,საძინებელში
ღამე ჩუმად კიდევ სხვას თათბირობდნენ ლარას მშობლები...
ლარა
ბავშვი იყო,დიდი ბავშვი და ვერ შეეწინააღმდეგა...
თავიდან
ყველაფერი ისე ხდებოდა,როგორც მრგვალ მაგიდასთან მოითათბირეს..
ლარა
დილით ფაბრიკაში...
მუშაობის
მერე ნინოსთან მიდიოდა სათამაშოდ...
იქ
ყველა თბილად ხვდებოდა...
მერე
საღამოს სახლში გვიან ბრუნდებოდა...
..ერთხელაც
მივიდა ნინიკოსთან,ბევრი აკაკუნა,ალბათ ძალიან ბევრი,მაგრამ კარი არავინ აღარ გაუღო...
კაკუნისაგან
შეწუხებულმა მეზობელმა გამოხედა და მკვახედ უთხრა:
-წავიდნენ,სამუდამოდ
წავიდნენ რუსეთში!
იმ
წამიდან ლარა ბავშვი აღარ იყო...
მას
უკვე გულმოწყვეტილი დედა ერქვა...
სახლსი
მოყვა,არ გაკვირვებიათ...უცებ გაიზარდა და მიხვდა...
გლობუსი
დაატრიალა,რუსეთს ეძებდა,იქ კი წითლად უშველებელი,ვეებერთელა ქვეყანა ეხატა...
ლარა
ბავშვი იყო,რომელსაც საზოგადოებრივი აზრის გამო ცხოვრება მშობლემა დაუნგრიეს...მაგრამ
ლარას საზოგადოება არ აინტერესებდა...მარტომ იმას დარდობდა რა ეთქვა ძმისთვის...
იმ
ღამეს არ ეძინა...
მას
კაცობრიობა სძულდა...
დილით
ჩაიცვა,და როცა ამ ტრადიციულ ოჯახს ეგონა ის სამსახურში მიდიოდა,მან სხვა გზა აირჩია,უბრალოდ
გაჰყვა ტრამვაის, მხოლოდ იმ ხალხს ერიდებოდა ვინც მის ძმას იცნობდა და აფასებდა...
ლაარას ოჯახი
ცაში მოჭედილი ვარსკვლავები იყო...მხოლოდ მათ უყვებოდა უსიტყვოდ ტკივილს და მონატრებას.მხოლოდ
ვარსკვლავები იყო,რომელსაც უყურებდა შორს დიდი რუსეთიდან ნინკოც,და სადღაც აქ თბილისის გარეუბნიდან ლარაც...
...ცომბირის მკაცრი
სასჯელი დაუმთავრდა ძმას...სახლში მოსულმა დ აიკითხა...თუმცა მისი მკაცრი გამოხედვა
ყველა ქვას აალაპარაკებდა...დედამ შვილს მოუყვა...კაცი დადუმდა...მხოლოდ უფროს ძმას
შეხედა და ჰკითხა:შენ რა ქენი?-მან მხრები აიჩეჩა.
ისევ დუმილი
-ესენი ქალები
არიან,წესით პასუხი კაცებს მოგეთხოვებათ,შენი ბარლია-უთხრა ძმას,მამას კი აგრძნობიონა.
მერე დას მოუბრუნდა
-სად არის შენი
და?!-დამ თავი ჩაღუნა
-საღამოს რვა
საათზე სახლში იყოს,შენ მოიყვან-მეტი არაფერი უთქვამს,სახლიდან გავიდა...ალბათ,კიბეზე
რომ ჩაირბინა,თავისთვის გაიფიქრა,5000 კაციანი ციხე მცემდა პატივს და ნახევარზე მეტი
თბილისი ითვალისწინებადა ჩემს აზრს,თუმცა ოჯახს კი ვკიდივარ..
ექვსი საათისკენ
ლარა დამ იპოვა.მოუყვა.ლარას შეეშინდა,გაიფიქრა „მომკლავს“,დამ შეეხვეწა „ყველას დაგვხოცავს
თუ სახლში არ წამოხვალ“
ლარა გაჰყვა,მაგრამ
ვაი იმ გაყოლას...
საძინებელში დაჯდა
ჩუმად,არც დედას,არც მამას,არც დედას და არც უფროს ძმას არ დალაპარაკებია.ყველა ელოდა
ძმას,რომლისაც ნახევარ თბილისს ეშინოდა.
რვაზე ისიც მოვიდა...ხელები
დაიბანა,უფროს დას შეხედა და და ჰკითხა:
-ლარა სად არის?
-იქ -მიანიშნა
საძინებელზე.
შევიდა,მოეხვია,აკოცა
და ერთადერთი კითხვა დაუსვა:
-ჩემს ძმაკაცებთან
ხომ არ შემრცხვება?
-არა-თავის გაქნევით
უპასუხა დამ.ძმამ ხელი მოკიდა და ხმამაღლა დაიძახა.
-დედი გვშია,გვაჭამე...
...
მერე გავიდა წლები.ლარას,ალბათ
შეუყვარდა...გათხოვდა,ოღონდ აქ არა საქართველოში,აზერბაიჯაბში გათხოვდა...
წარსულის დავიწყება
უნდოდა...მხოლოდ ღამე ვარსკვლავებმა და ლარამ იცოდნენ რას გრძნობდა ნინოს დედის გული...
ორი ქალიშვილი
შეეძინა...
წლები გადიოდა...ისე
როგორც ჭოროკინა ნათესავებს სცოდნიათ,ასე მოხდა ახლაც;საქართველოდან ჩასულმა ნათესავმა,აზერბაიჯანში
ლარას დედამთილს და მულს ყველაფერი მოუყვა...ქმარმა იცოდა,თუმცა მალავდა...
ისე აყაყანდნენ,სოფელში
რომ იციან ყაყანი...
ლარა გაბრაზდა,თავის
თავზე გაბრაზდა...
მას ამდენინ წელი
ნინო არ მოუძებნია,ესენი კიმ ლანძღავდნენ,არა იმაზე რაზეც უნდა ელანძღათ,არამედ თურმე
თავი მოეჭრათ...
ადგა და იქიდან
წამოვიდა,შვილები მამასთან დატოვა...
ლარა ბავშვი აღარ
იყო და აღარც ცხოვრების ეშინოდა...
ყველაფერს გასწვდა...
შრომობდა,შვილებსაც
იქით ინახავდა,თავის ბუდესაც იკეთებდა და ნინოსაც ეძებდა...
მიაგნო,იპოვა...ძმას
უთხრა:გადაწყვიტეს ენახათ...
ლარამ ნახა...შვილმა
მიიღო...
უკან დაბრუნებული
სიხარულით გაგიჟდა...
მერე ერთი ძმა
მოუკლეს,
მერე მეორე მოკვდა,
მერე და დაეღუპა,
შვილმა დაურეკა
და გაებუტა.
ნინოსთვის ლარას
ოჯახი არაფერს ნიშნავდა...
ნინოს მხოლოდ
დედისთვის შეეძლო პატიება...
ლარა,ლარა,ლარა...
მერე ლარა გახდა
ნარკომანი,
კაიფში ყველაფერი
ავიწყდებოდა...
და მოხვდა ჩემთან
ციხეში...
იმ დღეს,როცა
ერთ პატიმარს ვაცილებდით,ლარამ მას ყურში რაღაც უთხრა,მერე მოჰყვა:
„მე ნინოს დედა
ვარ!“
ლარა ტიროდა,ის
პატიმარიც ტიროდა...
რამოდენიმე დღეში
სასწაული მოხდა.შვილმა,რომლისთვისაც დედას 34 წლის მანძილზე ლოყაზე არ უკოცნია,ნანა
არ უმღერია,მოაკითხა...
მას მერე ყოველ
შაბათს,ნინ ო ტელეფონთან ზის და დედის ზარს ელოდება...
ლარა კი ციხის
ტელეფონის რიგში დგას და ერთი სული აქვს ჰკითხოს“
-შვილო როგორ
ხარ?
P.S.ლარა
ძალიან დიდებული ქალია,მაგრამ მას თავისზე დიდებული შვილები ჰყავს.
დღეს ნინოს-დედის
ერთა აღარ ჰქვია...
დღეს ნინოს დები
ჰყავს,რომელთაც იგი ქვეყანას ურჩევნიათ...
დაილოცოს ღმერთო
შენი განაჩენი,რომ კაცობრიობას ლოცვა ასწავლე.ამ ხალხმა მხოლოდ ლოცვით იპოვეს ერთმანეთი
მაკა
მოსიაშვილი

Comments
Post a Comment