გული

“გულს თვალები არ აქვს , გული გულია და მას მხედველობა არ სჭირდება რადგან ის იმაზე კარგად ხედავს ვიდრე თვალებს შეუძლიათ დანახვა, ის კი...
იქ სადაც ადგილი საერთოდ არ იყო, და ნემსიც კი, რომ ჩავარდნილ
იყო ის ალაგიც არ მოიძებნებოდა, შევიდა და ყველაფერი მიფანტ მოფანტა გამოაცარიელა, და არა თუ ფეხის წვერებზე არამედ მყარად დადგა, 
ანუ თავის ადგილი იპოვე!
იპოვა? არა ეს პოვნა არ არის, მოპოვება ქვია ამას!
მერე კი იმ დაღამებულ და გაუნათებელ სათავსოში, რომელსაც მგონი გული ქვია ყველაფერი შეცვალა, თავისეულად გადაალაგა და დაისაკუთრა.
თუმცა გულის მეპატრონე უფრო დიდი მესაკუთრე აღმოჩნდა და აქეთ მოითხოვა შემოჭრილის გულის დასაკუთრება!


ახლა ომია , ომის ფარული და ოღონდ რას ებრძვიან ჯერ არ იციან, საკუთარი გულის შენარჩუნებას თუ ერთმანეთის გულის დასკუთრებას.......
მგონი ორივე ერთმანეთის საკუთრებას ითხოვს…..
იმას რაც არც ერთს არ ეკუთვნოდათ წინათ და მაინც ისკუთრებენ…..
მგონი ომი ისეთ ფაზაშია, რომ ორივემ გადაალაგ გადმოალაგა ……
და მაინც ისევ დასალაგებელია ყველაფერი,
იმიტომ, რომ ყველაფერი აირია, რაც აქამდე დალაგებული ეგონათ,
რომ იყო....
ოხ ეს გული რა ყოფილა “

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში