მარტა
მარტა- ასე ერქვა პატიმარს,რომელსაც ოთხი შინაური ქათმის
მოპარვისათვის 4 წელი მიუსაჯეს...მარტივი არითმეტიკაა ოთხი ქათამი-ოთხი წელი.
სასამართლო
სასამართლო ისე დაიწყო,როგორც იწყება ხოლმე. მისი აღმატებულება
შემობრძანდა, ყველანი ფეხზე ადგნენ, და სხდომის მდივანმაც განაცხადა:
-სასამრთლოს გახსნილად ვაცხადებ!
-მოსამართლე ქალი იყო, ალბათ შვილებიც ეყოლებოდა...
პროკურორი ჯერ წვერ-ულვაშის გარეშე“ გადიდკაცებული“.მდივანს
წითელი პომადა ისე წაეთხაპნა,როგორც ოდითგანვე მდივნებს ჩვევიათ. ბრალდებულს ადვოკატი
არა ყავდა, დარბაზი ცარიელი იყო,ბადრაგს კედელზე თავი მიედო და „პახმელიაზე“ მშვიდად,
ფეხზე მდგარს ეძინა........მანდატური ბადრაგს უყურებდა და ერთი სული ქონდა ბადრაგს
თვალები გაეხილა,რომ უნდა დაებღვირა.
ბრალდებული? ბრალდებული მარტა იყო.... მარტა სრულწლოვნად
ითვლებოდა,თუმცა მას რომ შეხედავდი კინოფილმიდან მანანა გაგახსენდებოდა. მანანამ არ
იცოდა რა იყო პიონერის სიტყვ, მაგრამ კარგად იცოდა,რომ სადღაც,გარეთ,ერთ დიდ კარდონის
კოლოფში სამი ძმა ელოდებოდა, პატარა კაცუნები მშივრები ელოდნენ....... ელოდნენ და არ
იცოდნენ,როდის მივიდოდა მათთან მარტა.
სასამართლო ისე წარიმართა,როგორც იმართება ხოლმე...პროკურორი
ლაპარაკობდა....
მარტა არ უსმენდა.....
მისი ფიქრები ახლა იქ იყო,სადაც თავისი პატარა ძმები
ელოდნენ.
მერე დაზარელებულიც გამოიძახეს.
კარინა- ასე ერქვა მას
დაზარალებულმა რაღაც მოყვა...
მარტა არც მას უსმენდა..
ბოლოს კი კითხეს მარტას:
იგი ადგა და მოყვა ის,რაც იცოდა. რაც ენახა, რაც ჩაედინა,
რაც განეცადა. და ყვებოდა ისე,როგორც ბავშვები უყვებიან დედებს,როცა გაკვეთილიდან
„შატალოზე“ წავლენ
-მე ყვავილების სათბურიდან 20 თეთრად ვარდები მომქონდა.
მერე თითო ვარდს სათითაოდ ლამაზად ვფუთავდი და 1 ლარად ვყიდიდი რესტორანში.აი, რომ
დავინახავდი გოგოს და ბიჭს ერთად,ერთ მაგიდაზ, მივიდოდი და ერთ ვარდს 5 ლარადაც ვყიდდი.ბიჭს
შერცხვებოდა და გოგოს მაინც უყიდდა.
-საქმეზე ილაპარაკეთ-უთხრა მოსამართლემ მკვახედ.მარტა
ვერ მიხვდა რა უთხრეს,რადგან იმ საქმეზე ლაპარაკობდა.
-ხოდა მერე გარე ვაჭრობა აკრძალეს,კაფეში და რესტორანში
აღარ მიშვებდნენ.მე და ჩემს ძმებს კი გვშიოდა.აბა,რა მექნა,მამამ მიატოვა დედა,დედა
გალოთდა და მოკვდა.მევალეებმა სახლი წამართვეს და მე და ჩემი ძმები კარდონის კოლოფში
ვცხოვრობდით,გლდანში.
-მერე,მერე როგორ მოიოპარე კარინას შინაური ფრინველები?
-არ მომიპარავს,ვერ შევძელი.
-კარინამ თქვა,რომ მოიპარე.
-არა,მასე არ იყო.კარდონის ნაგლეჯი შევაგროვე,ნაგავსაყრელიდან
ქვაბი წამოვიღე,სკვერში გავრეცხე და ჩემს ძმებს ვუთხარი მალე მოვალ,ხორცს გაჭმევთ-მეთქი.კარინა
იმ მაღაზიაში აბარებდა ყოველდღე კვერცხს,სადაც მე ვმათხოვრობდი.ხოდა გავყევი უკან ამ
ქალს და დაველოდე,როდის დაღამდებოდა.როცა დაღამდა,ჩუმად შევედი საქათმეში,ერთი დედალი
კისრით დავიჭირე და გამომყავდა.თურმე პატრონს დედლები თოკით ჰყავდა გადაბმული ერთმანეთზე.სამი დედალი რათ მინდოდა?თოკი
ვერ მოვხსენი,საქათმიდან უკან გამოვდიოდი,უცებ მაღლიდან მამალი გადმოხტა და იმ ნაბოზარმა
ძუზუზე ჩამკორტნა.მე ვყვიროდი ქში-ქში.ის კი აყივლდა,დედლები აკრახდნენ,აი ასე „ჩამანასეტკა
ნაბოზარმა მამალმა“-მოსამართლე და პროკურორი იცინოდნენ.მარტა ვერ მიხვდა რა აცინებდათ.ადგა,მკერდთან
მაიკა ჩაიწია და მამალისგან დაკორტნილი პატარა ძუძუს ჩვენება დაიწყო.
-აი ნახეთ თუ არ დამკორტნა!-მოსამართლემ უთხრა:
-არ არის საჭირო,ვიცი უკვე.
მერე მისი აღმატებულება დარბაზიდან გავიდა.მარტა ბადრაგმა
მოსაცდელში გაიყვანა.პახმელიიდან გამოსულმა ბადრაგმა,მუშტრის თვალით შეხედა მარტას,ჯიბიდან
„გალუაზის“ სანთებელა ამოიღო და პატარა ქალს ჰკითხა:
-მოგწონს?
-ხო,-უპასუხა მან
-გინდა ამასაც მოგცემ და სიგარეტსაც.
-ხო,მინდა.
-მიდი.უცებ ჩაიწიე მაშინ შარვალი და მალე მოვრჩებით.
-ეგ არ მინდა-უთხრა დამაჯერებლად მარტამ.
-წადი შე ძუკნა-თავზე წამოუტყაპუნა ბადრაგმა და სიგარეტი
გააბოლა.
15
წუთში სასამართლო განახლდა.
მარტას
4 წელი მიუსაჯეს,შინაური ფრინველის მოპარვის მცდელობისათვის.მარტას კი თავისი დარდი
ჰქონდა.
-ქალბატონო-ჰკითხა
სულ ბოლოს მოსამართლეს-ჩემს ძმებს ვინ მიხედავს?
-პატრული-უთხრა
უმაღლესობამ მკვახედ.
მარტა წლების მანძილზე ზონიდან გზავნიდა განცხადებებს
და ეძებდა ძმებს,სხვადასხვა ბავშვთა სახლში...
თუმცა ვერ პოვილობდა...
მერე ვიღაც ახალგაზრდა პატიმარმა უთხრა:-შენ ხომ სამი
ძმა გყავდა?
-მყავდა რა,აღარ მყავს-იკითხა შეშფოთებით მარტამ.
-ერთი ვაგზალზე ბაცაცობს,მეორე მეტროში დამათხოვრობს,აი
სულ პატარა შარშან მოკვდა,წებო ასუნთქინეს ჩემი სასტავის ბიჭებმა და ფილტვი გაეხვრიტა...
იმ საღამოს მარტამ ვენები ბრიტვით გადაიხსნა...
...გადარჩა...
მეორე დღეს ვნახე.ძალიან,ძალიან ალალი და სუფთა წყლიანი
თვალებით მიყურებდა.თავის დარდზე არ ლაპარაკობდა.მხოლოდ ერთ რამეს ჰყვებოდა:
-დირექტორის მოადგილე,რა კეთილი ყოფილა...ტუალეტში ვენები
რო დავიჭერი,იქ შემოვიდა,ხელში ამიყვანა,ექიმის მოსვლამდე თვითონ შემიჩერა სისხლი.იცი
რა მითხრა?!-ოღონდ თავი არ მოიკლა და შვილივით მოგხედავო.თავისი შვილიც დაიფიცა.მე
კიდე ისე მეშინოდა მაგ კაცის,ბოროტი მეგონა,თურმე კეთილი გული ჰქონია...
P.S. მარტა მხოლოდ კეთილ ადამიანებს ეძებდა,ეძებდა და იშვიათად პოვილობდა.და
ის იშვიათიც ძალიან,ძალიან,ძალიან უხაროდა.
ალბათ,ეს დრო რომ ყოფილიყო,მაშინ,როცა მანანამ რადიოლა
მოიპარა,მასაც დაიჭერდნენ,სულ მცირე ორი წლით.მარტას კი ოთხი შინაური ფრინველის მოპარვის
მცდელობისთვის ზუსტად ოთხი წელი მიუსაჯეს.
იქნებ,მის მოსამართლეს ქათმის ხორცის ჭამა არ უყვარდა
და არ იცოდა,რას ნიშნავდა შიმშილი...
მაკა
მოსიაშვილი,2012 წ. 0
Comments
Post a Comment