ნახვამდის ბატონო ვალიკო !

დღეს  37 წლის ვარ... მაშინ როცა ის გავიცანი 17 წლის ვიყავი... მხოლოდ არწივისათვის შესაფერისი ქართული გარეგნობით. .. იყო და იქნება მარად სანამდე მის წიგნებზე გაიზრდება მომავალი თაობები ...
ის არავის, სულ არავის გავდა, იყო ერთი და დარჩა შეუცვლელად... ხუთშაბათს ბოლო გზაზე გავაცილებ და მასთან ერთად წავა ჩემი სტუდენტობის წლებიც... და დარჩება მხოლოდ მოგონებები მასზე და ჩვენზე...
20 წლის წინ გაცნობილმა ჩემმა კურსელებმა დღეს მითხრეს, რომ  ისტორიკოსი პროფესორი ვალიკო ელანიძე აღარ არის...წავიდა ჩემი ცხოვრების ერთ ერთი ზე კაცი !

 და მის სამახსოვროდ ჩემი მოგონებებიც აქ გადმომაქ...
17 წლისამ ფილოლოგიურზე ჩავაბარე... ერთი წლის მერე კი უიმედოდ ისტორიის დეკანს კარებზე მიუკაკუნე და დარცხვენით ვთხოვე დამლაპარაკებოდა...
-მაყვალა !- გასძახა მეუღლეს- ჩემთან ოთხში მანდარინი შემომიტანე... მოგვიანებით გავიგე, რომ ყველაზე მეტად ხილიდან მანდარინი უყვარდა... გამიმასპინძლდა და გულდასმით მომისმინა. გაიგო, რომ ისტორიულზე მინდოდა გადასვლა და ის 200 დოლარი არ მქონდა რომელსაც მაშინ ინსტიტუტში მთხოვდნენ. ვთხოვე, რომ გადაყვანაში დამხმარებოდა და ისევ პირველ კურსზე აღმოვჩენილიყავი. ჩემდა გასაკვირვად შემეწინააღმდეგა მეორეზე გადმოგიყვანო... ვიუარე და დღეს კიდევ ერთხელ ვარ ბედნიერი, რომ თავიდან პირველი კურსიდან დავიწყე სწავლა...
მეორე დღეს უნივერსიტეტში დამიბარა, მომკიდა ხელი როგორც ბაღის ბავშვს და რექტორთან შემიყვანა... კი არ ითხოვა ან მოითხოვა, უბრალოდ გადაწყვეტით უთხრა რომ იმ დღიდან ისტორიის ფაკულტეტზე ვისწავლიდი. იმ დღეს დაბადების დღე მქონდა. გარეთ გამოსულს ვუთხარი, რომ იუბილარი ვიყავი და ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა...
მერე იყო ბედნიერი 1 წელი, პირველ კურსზე ის ძველი საქართველოს ისტორიას მასწავლიდა, კათედრაზე ორი მეტრის სიმაღლის კაცი როცა არაბებზე, ფარნავაზიანთა დინასტაიზე, გორგასალზე ან გიორგი 1 ზე გველაპარაკებოდა ისე შედიოდა როლში მისი ხმა ზეცად  სჭიექდა...  ავიწყდებოდა ამ ქვეყნიური ყველაფერი მასაც და ჩვენც... ფეხის წვერებზე იდგა და ასე გვასწავლიდა ყვაყორნებისგან ნაჯიჯგნ საქართველოს ისტორიას...
ერთხელ დამიძახა,  მითხრა, რომ ედუარ შევარდნაძე ჩამოდიოდა და მას უნდა შეხვედროდნენ სტუდენტები, მთხოვა სია და ორგანიზება ბავშვების შენ გააკეთეო... შეხვედრის დროს პრეზიდენტმა იკითხა სტუდენტებს კითხვა არ აქვთო?  300 კაციან დარბაზში მარტო მე ავწიე ხელი კანკალით...
და პრეზიდენტს ვკითხე,
-სად არის მილიონი სამუშაო ადგილი? რასაც დაპირდით მოქალაქეთა კავშირი? ჩვენ მხოლოდ მილიონობით უმუშევარ ადამიანს ვხედავთ... ამბროსევიჩმა გაიცინა და მედიკო არჩილოვნას მოუბრუნდა
- მიყვარს ასეთი სტუდენტები!- პასუხი არ გამცა წავიდა... შეხვედრა დასრულდა... მეორე დღეს ჩემმა დეკანმა დამიძახა და მითხრა, რომ კარგი კითხვა მქონდა... სხვა არაფერი... მე კი მეგონა, რომ ვალიკო ელანიძე მისაყვედურებდა...
5 წელი ვისწავლე... ის დამდევდა... და სულ მეგონა, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი... მერე, წლების მერე მივხვდი, რომ ასე ეგონა ბევრს სტუდენტს... სინამდვილეში მას ყველა სტუდენტი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა...
მახსოვს ერთხელ ლექციაზე თავის ბავშობაზე ყვებოდა...
დაიბადა იქ ზევით თუშეთში... მამას და დედას ძალიან უჭირდათ... მიწურზე ცხოვრობდნენ და სახლში ერთი წიგნი ჰქონდათ სულ... გვაცინებდა ტუალეტიც არ არსებობდა მაშინ ტყეში გავრბოდით მაგისთვის და წიგნს ვინ მოგვიტანდაო ... შეიძლება არავის არ ახსოვს მაგრამ მე მახსოვს, პირველ კურსზე ეკონომიურზე ჩაირიცხა და თელაველი დიდებული ადამინის პროფესორ ანზორ ჯავახიშვილის კურსელი იყო... მეორე კურსიდან ისტორიულზე გადავიდა და ბოლოს საქართველოს ისტორიკოსად იქცა... თბილისში ვერ ვისწავლეო, მარტო ერთი წელი შეძლო ოჯახმა იქ ჩემი შენხავო- ჰყვებოდა დანანაბეით... მერე  თელავის  ი. გოგებაშვილის სახელობის  პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობა, დაუსწრებელზე, თან ნაფარეულის სკოლის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილი იყო... არ უყვარდა ზარმაცი ბიჭები... არც გოგოების სიზარმაცეზე ხუჭავდა თვალებს... მაგრამ როცა მისი სტუდენტი გერქვა უბრალოდ ზარმაცი ვერ იქნებოდი, ვერც მის ლექციას გააცდენდი რადგან ის გიზიდავდა და თავისკენ გიხმობდა...
მე თუშთში არ ვყოფილვარ არასდროს მაგრამ მისი თუშეთს ვიცნობ და მიყვარს...

ერთხელაც ჩემი პატიმრობის დროს, ჩემს სასამართლო პროცესზე მხოლოდ დედას ველოდი, მაგრამ შევცდი ჩემს პროცესს დაესწრო, ისმენდა ... ბოლოს სასამართლოს დასრულებისას კი ბადრაგს ზევიდან დახედა და უთხრა მისი პროფესორი ვარ მიმიშვიო... ყველას გასაოცრად ბადრაგი უხმოდ დანებდა ჩემთან მოუშვა ... მან თავისი მსხვილი, დიდი ქართული ჯანით სავსე ხელი გამომიწოდა, გულში ჩამიკრა და მითხრა არაუშავს ესეც გაივლის... ციხე ღმერთმა იმიტომ მოიგონა, რომ იქ იკითხო და წერო... შალვა ნუცუბიძე იყო იქ და მერე რა თუ სხვაც მოხვდება, მთავარია იკითხო და წერო.. საკანში დაბრუნებული ვტიროდი, ოღონდ სიხარულით... მან მე მნახა და იმედი მაჩუქა ხვალინდელი დღის...
ხუთშაბათს  მივალ დავემშვიდობები და იქიდან უიმედოდ დავბრუნდები, რადგან როგორც მეორე ზეზვა გაფრინდაული არ ეყოლება თუშეთს, ისე აღარ განმეორდება ვალიკო ელანიძეც საქართველოსთვის...
დიდებული ადამინები კი არასდროს კვდებიან...
ნახვამდის ბატონო ვალიკო ! შეგხვდებით მომავლაში იქ
და იქ გავაგრძელოთ საქართველოს ისტორიაზე საუბარი...

მაკა მოსიაშვილი
გარდაიცვალა  მეცნიერი,თელავის ი.გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი -ბ-ნი ვალერიან ელანიძე
სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მის სტუდენტებს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს!.
პანაშვიდი- ოთხშაბათს 18 სთ.
დაკრძალვა-ხუთშაბათს .გადასვენება სოფ.ლალისყურში 11.30 სთ

Comments

  1. ღმერთო, სასუფეველი დაუმკვიდრე! დიდი ადამიანი იყო ბატონი ვალიკო... საქართველოს ისტორიის ყოველ გაკვეთილზე მისი აჩრდილი მიდგას გვერდით!
    ლალისყურში მისი დაკრძალვა ხომ არ იქნება დასტური იმისა, რომ "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"?

    ReplyDelete
  2. Dakrdzalvis meore dges rogorc iqna davukavhirdi,radgan ar vimyofebi saqartvelohi,guldawyvetilma mivusamdzimre mayvala deidas,tirilit mipasuxa:rogor gavdzlo valikos gareheo.martlac,dadumda tusheti,telavi da ojaxi.
    Ufalma daumkvidros sasufeveli !

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

დედის ლოცვა

რატომ სჯობია იურისტის დიპლომს, „აისში“ ნასწავლი დურგლობა ?!