ბადურ რევაზიშვილი- ნუ გეშინიათ კოლეგებო ნუუ
ქრონიკა +
2014 წლის სექტემბერში ქალაქ თელავის საკრებულოში
სამმა დეპუტატმა განცახდებით მიმართა ისინი ფრაქცია ძლიერი თელავის დარეგისტრირებას
ითხოვდნენ. თუმცა აღნიშნული ფრაქციის შექმნას საკრებულოს ხმათა უმრავლესობით უარი ეთქვა.
შესაბამისად დეპუტატებმაც არ დაიზარეს და სასამართლოს მიმართეს... თითქმის წელიწად
ნახევრიანი დავის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება
ძალაში დატოვა რაც იმას ნიშნავს რომ სასამრთლოს მოთხოვნით ფრაქცია ძლიერი თელავი უნდა
შეიქმნას... მართალია სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვის ვადა მისცა
წარმომადგენლობით ორგანოს მაგრამ ფრაქცია ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულა...
ამ თემაზე
დე იურე ფრექციის ერთ ერთ წევრს ბადურ რევაზიშვის ვესაუბრეთ
-პირველი საიდანაც უნდა დავიწყო, სამმა ადამიანმა მე ლევან არჯევანიძემ და ნიკოლოზ ვარდოშვილმა
საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე დეპუტატებმა
თუმცა სხვა და სხვა პარტიის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფრაქცია ძლიერი
თელავი, კანონი ამის შესაძლებლობას გვაძლევდა, მაგრამ კანონი არ აღარსრულეს . არ ვიცი
მგონი ასე ამბობდნენ აქ ორნაირად იკითხებაო... ბოლოს აღმოჩნდა რომ როგორც ჩვენ ვკითხულობდით
კანონს ისე წაიკითხა სამივე ინსტანციის მოსამართლემ.
-ანუ სამივე ინსატანია მოიარეთ.
-კი სამივე ასე მორჩილად მოვიარეთ, და სამივე
ინსტანციაში საკრებულო აღმოჩნდა სასაცაილო მდგომარეობაში. უფრო სწორად კონკრეტიკაზე
უნდა გადავიდე საკრებულო კი არა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე გიგიაშვილი.
-რატო ფიქრობთ რომ მათ არ უნდოდათ ეს ფრაქცია?
-ეს იყო პირადი შურისძიება, ვაკონკრეტებ ეს
არის ვიღაცის პირადი ინტერესები... თავიდან
როგორც ინფორმაცია მქონდა ეს იყო უშუალოდ გუბერნატორის მითითებით, შემდეგ ამას დაემატა
საკრებულოს თსავმჯდომარის გია გიგიაშვილის მოთხოვნა და დარწუმნება საკრებულოს აპარატის
თუნდაც იურისტის თუნდაც თავმჯდომარის რომ ამ პროცესებში ვერ მოვიგებდიტ,,, მაგრამ ყველაზე
მტავარი ის არის რომ ამ პროცესებში ცართულია საკრებულოს თავმჯდომარე... და ასე ისულელებენ
თავს, მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო წინა ხელისუფლების პერიოდში დღევანდელი საკრებულოს
თავმჯდომარე იყო საკრებულოს წევრი მრეწველებიდან , რა დროსაც მას ქონდა ფრაქცია საკრებულოში,
აქედან გამომდინარე მიჩნდება კიტხვა და ვამბობ ხმამაღლა იმ პერიოდში დემოკრატია იყო თელავში და დრეს არანაირი დემოკრატიული პრინციპები
არ სრულდება? ფაქტია კი ერთია მაშინ ოპოზიციურ პარტიას ქონდა ფრაქცია და დღეს კი არის
პირიქით... მაშინდელი ფრაქციის თავმჯდომარე
ბლოკავს საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტის წევრთა ფრაქციის დარეგისტრირებას, რომალთაც აფსოლიტურად
განსხვავებული პოლიტიკური ოპოზიციური შეხედულებები აქვთ.
-ფრაქციის შექმნის შემდეგ რა შეიცველბა ქალაქში
ჩვენ კონკრეტულად შევალტ კონკრეტული ინიციატივებით,
გვექნება ბიუროზე ხმის უფლება და აუცილებლად ვფიქრობ რომ ბევრ რამეს შევცვლით ამ ქალაქში.
ყოველ შემტხვევაში ჩვენი ინიციატიოვით მოვითხოვთ რომ ხალხისთვის შეიცვალოს რამე სასიკეთო,
მე კი მჯერა რომ ჩვენს ინიციატივებს არ მოისმენენ არც გაითვალისწინებენ მაგრამ ეს ჩვენი
ვალდებულებაა...
-ამ
დრომდე ბიუროზე ხმის უფლებით არც ერთი არ სარგებლობდით ?
-ბუნებრივია არა, არც ბიუროზე გვქონდა ხმის
უფლება, ვერც სამსახურის უფროსებს დავიბარებდით და მოვთხოვდით პასუხს რა სჭირს ამ გადატხრილ
თელავს ასათასობისთ პრობლემა რომ აქვს... მოკლედ
ფრაქცია არ აწყობთ იმიტომ რომ ჩვენ უნდა გაგვეზარდოს უფლებამოსილება.
-ახლა როდის ელოდებით სასამართლოს აღსრულებას?
-როგორც იცით უზენაესმა ძალაში დატოვა მესამე
ინსტანციის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ველოდებოდით რომ ფრაქცია დარეგისტრირდებოდა
და მივმართეთ რომ რიგგარეშე სხდომა ჩაენიშნათ... სასწრაფოდ მოიწვიეს ბიუროს სხდომა
და ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს რომ მიემართათ სასამართლოსთვის წერილით როგორ დაარეგისტრირონ,
ან ახლა მე ვაკონკრეტებ შვიდი მოსამართლის მერ გამოტანილი განაჩენი ვერ წაიკიათხეს
და ახლა წერენ ისევ სასამართლოს რა ქნან როგორ დაამტკიცონ, ანუ სასამართლომ უნდა დაუწეროს
ახუსნას დაუღეჭოს რა უნდა გააკეთონ ... სამწუხაროდ აი ასეთ დღეში ვართ...
-იმ შემთხვევში თუ მაინც არ შეიქმნა ფრაქცია
რა ღონისძიებებს მიმართავთ?
-პირველი სამართლებრივი ფორმით გავაგრძელებთ
კანონის აღსრულებას, მეორე გადავალთ ბოიკოტის რეჟიმში, და ვაფრთხილებ რომ არ ჩაიდინონ
სისხლის სამართლის დანაშაული პატივი სცენ სასამართლოს და აღასრულონ 7 მოსმართლის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება.
-
მე ურჩევდი რომ ეს შიში გადაელახონ ნუ გეშინიათ
კოლეგებო ნუუ... ჩვენ გვინდა კეთილდღეობისკენ შევცვალოთ ეს ქალაქი..

Comments
Post a Comment