8 მარტს გილოცავთ კაცებო, ქალების მადლი გფარავდეთ!
არა- პოლიტიკა არ მხიბლავს, არც იმ დიდი პოლიტიკური ავიაციის ხმაური მიზიდავს. მე პატარა პროვინციული ქალაქის შვილი ვარ, სადაც პატარა საკრებულოა, სულ რაღაც 15 დეპუტატით და თხუთმეტივე ვაჟკაცია...
ჩემს პატარა ქალაქს პატარა თვითმართველობა ყავს, მაგრამ ამ პატარა თვითმართველობაშიც ყველა უფროსი მერიც და ვიცე მერებიც კაცები არიან.. .
ორშაბათს მოქალაქეთა მიღების დღეა, ამდენი თვეა ყოველ ორშაბათს მივდივარ და სქესით ვითვლი მოქალაქეებს, 10 დან ერთი მაინც თუ მამაკაცი აღმოვაჩინე. ისიც მოხუცი და ალბათ იმიტომ არის მოსული, რომ უკვე ქვირივია... და უბრალოდ სახლში ქალი არ დარჩა. თორემ აბა კაცს 50 ლარიანი ერთჯერადი დახმარების სათხოვნელად, რომელი თავმოყვარე ცოლი გამოუშვებდა?
ასე, რომ როცა ჩვენივე ფულიდან 50 ლარს ვითხოვთ მაშინაც ქალები ვართ...
როცა ინკასატორი წყლის, დენის ან გაზის ჩასაჭრელად მოგვადგება, ოჯახის კაცს გარეთ
არ უშვებთ აბა კაცს თავმოყვარეობას ხომ არ შეულახავთ? ან შარში ხომ არ გავხვევთ? ისევ ქალები გამოვდივართ და ინკასატორის ღრიალს, კდემემოსილი, მშვიდი ხმითა და ცრემლიანი თვალებით ვხვდებით.... მუხლებში უვარდებით და ვეხვეწებით
-შენი ჭირიმე არ ჩამიჭრა, ბავშვებს ნუ შეუჭრი საარსებოდ ამ დღეებში დღიური სამუშაო მაქ და მოვაგროვებ თუ არა ფულს იმ წუთას გადავიხდი...
გაზაფხულია აფეთქდება მალე ატამიც... სოფლად გასულებს ვენახში წასული ქალები გვხდებიან, ვაზია გადასაკავებელი, ქმარმა წუხელ ბევრი დალია თან ამ ბოლო დროს სმისაგან გული და წნევაც აწუხებს და ისევ სახლში იყოს ის სჯობია , სინმადვილეში კი იმის ღრიალს გაურბივართ... ვიღაცის ვენხაში დღიურ ჯამაგირზე სამუშაოდ მივდივართ და ორი მოგება გვაქვს, ქმრის ლანძღვას აღარ ვისმენთ და დღის ბოლოს ვენახში დაღვრილი ოფლისთვის 20 ლარს ვიღებთ... საღამოზე კი კოჭებამდე ჩაწყვეტილ თირკმელებს სახლამდე ძლივს მოვათრევთ, გზაზე უბნის მაღაზიაში ქმრისთვის 5 პაჩკა სიგარეტ პირველს ვყიდულობთ,და ერთცალ სარეცხი საპონს.
დარჩენილ, თანხას სამკვდროდ წამლისთვის ვინახათ მამათილს, რომ რამე მოუვიდეს ხომ უნდა დამარხვა?
ღამე სარეცხს ვრეცხავთ, დილით სახლს ვალაგებთ მერე ბაღჩას, მერე გამოღვიძებულ ქმარს სადილს მივართმევთ და ისიც მარცხენა ფეხზე ამდაგრი, მოგვაძახებს:
„ შე კარგძარლო მარილი ისევ დაგავიწყდა?!
უხ როდის დავისვენებთ როდისს....
ჩვენს თავს როცა ვეკითხებით საკუთარი თავი გვაპსუხობს...
„ როცა წახვალ გაღმა მიქელასთან.„“
აბა ქმარი, რომ მიატოვო ეგ რაღა დასვენებაა, ეგ ხომ თავისა და გვარის მოჭრაა,
და ერთ მშვენიერ დილას პახმელიაზე მარცხენა ფეხით ამდგარმა ქმარმა ცულით, რომ თავი აგვიჩეხოს მეზობლები იტყვიან:
„ სულ ქალის ბრალი იყო, ენა ქონდა გრძელი მთვრალ კაცს ედავებოდა დავიღალე შენითო...“
და აი ასე გარდაცვლილებიც ჩვენ ვართ დამნაშავეები...
ამიტომ მე ბევრი გადავლახე, ბევრზე ბევრი... როცა ჩემი ვანიკო მეკითხება: „ ვისი იმედი გაქვს ჩემი თუ გოგოებისო?“
ვპასუხობ: „ჯერ ჩემი თავის იმედი მაქ და მერე ყველასი ერთად...“
ხო და რაღაცა უნდა შევცვალო, საკრებულოში უნდა შევიდე, მარტოხელა დედებს, მარტოხელა ქალებს, მოხუც ქალებს, უფრო მეტი უნდა ვუსმინო, იქ მოსულ გაჭირვებულ ქალებს მერე სახლში უნდა გავყვე და მათი ქმრები ვნახო...
კაცების იმედი არა მაქ, ხმას არასდროს მომცემენ.
ამიტომ მეტი, მეტი და უფრო მეტი ქალი მინდა საკრებულოში....
მე ვიცი, როგორ უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი, არც რესტორანში, არც მანქანებში და არც საწვავში დახარჯული მილიონობით ლარი, ხვალინდელ დღეს ვერ შეგვიქმნის...
ამიტომ სწორედ ხვალინდელი დღის იმედით,
მომავალი წლის იმედით,
მწამს, რომ ჩვენ ქალები შევცვლით არა თუ ჩვენს, არამედ კაცების ცხოვრებას...
8 მარტს გილოცავთ კაცებო, ქალების მადლი გფარავდეთ!

ძალიან ემოციურ წერილებს წერ, სულ მაინტერესებს მავანნი რომ კითხულობენ, სინდისის ქეჯნა თუ აქვთ როცა საკუთარ თავთან მარტონი რჩებიან.
ReplyDelete