მენატრება რაც ჩემია და თელავი ქვია!
და თუ ერთი წუთით მაინც დაფიქრდებით მიხვდებით, რომ ისე მენატრებოდა თელავი, როგორც საკუთარი ოჯახი,
დიახ თელავი ჩემი ქალაქია,
დიახ თელავი ჩემი ოჯახია,
დიახ და ისევ დიახ, მინდა ამ ქალაქის პულსზე მეც მიმწვდებოდეს ხელი, რადგან როცა მას დავჭორდები მზად ვიყო მისთვის!
მერე რა, რომ ჟურნალისტი ვარ და ყველას აზრს უნდა ვისმენდე?
მერე რა, რომ თქვენ გისმენთ?
თქვენს გარდა მე ჩემს თავს, გულს და ფიქრებსაც ვუსმენ...
ალბათ ხშირად გგონიათ , როცა საჯარო მოხელეებს გეწინააღმდეგებით გებრძვით ...
არა ეს მასე არ არის!
მე გეწინაარმდეგებით მაშინ როცა მეც მაქვს სათქმელი და სიტყვას არ მაძლევთ
გიყვართ თელავი?! მეც მიყვარს!
რა მნიშვნელობა აქვს სტატუს, საჯარო პირი ხარ, კერძო პირი, თერძი თუ ხელოსანი. მთავარი აქ საერთო მიზანია, მიზანი რომელიც ჩემი ქალქის სახელით ინათლება...
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ საჯარო სამსახური, მე კი ჟურნალისტი ვიქნები, მეწაღე თუ ხაბაზი, ჩემი ქალაქის სამსახურში დავრჩები!
ახლა, რამ დამწერინა ეს ბლოგი...
სამი დღის წინ:
`11 მაისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუზეუმის პროექტის მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა, რომელმაც დისკუსიის ფორმატში ჩაიარა. მოსახლეობის კითხვებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული პასუხობდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ შეკრებილი საზოგადოების მიერ, ერთხმად იქნა მოწონებული მუზეუმის პროექტი. უახლოვეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო საქმიანობის დასაწყებად~
ალბათ მეც მინდოდა მეთქვა ჩემი სათქმელი, არავინ იცის რას ვიტყოდი,
იქნებ მომწონდა კიდეც პროექტი? ი
ქნებ არც მომწონდა?
მაგრამ მინდოდა, რომ იქ ბევრი ძალიან ბევრი ვყოფილიყავით და ერთხმად გვეთქვა ჩვენ ერთად ვწყვეტთ ქალაქის ბედს და ძალიან კარგი პროექტი წარგვიდგინეთ...რატომაც არა?! რაც კარგია კარგია, რაც კითხვებს აჩენს იქ კითხვებიც უნდა გაჩნდეს...თუ გგონიათ, რომ ვინმე გისაფრდებათ ცდებით, და აი რატომ:დღეს საკრებულოში შემთხვევით ლელა ონიანის ორი მოსწავლე გავიცანი, 10 წლის მიშო ოთარაშვილი და 16 წლის გოგონა სახელი არ მახსოვს გვარად კი ჯაჯანაშვილი იყო... გავიგე, რომ ორი პატარა თელაველი დიდ თელაველობას კი არ გვპირდება, არამედ უკვე დიდი თელაველი პიანისტები არიან, რამდენიმე დღის წინ თურქეთის ერთ ერთ ქალაქში ძალიან სერიოზულ კონკურსში გაიმარჯვეს, ერთი პარიზში მიმეგზავრება, მეორე კი კანარის კუნძულბეზე...
მთელი საღამოა ვფიქრობ რა ბედნიერია დედა, რომ ასეთი შვილები ყავს, და რა ბედნიერია ქალაქი, რომ ასეთ თელაველებს ზრდის!აი ეს მინდა სხვა არაფერი,
მინდა ჩემი ქალაქის პულსს ვგრძნობდე!
მიხაროდეს, რომ ძარღვებში ერეკლე პაპას სისხლი ისევ ჩქეფს!
გული საგულედან სიხარულით ვარდება!
ქალაქი იზრდება და ვიტარდება!მინდა, რომ ხიმიკაურის ხმალი სარდაფში არ იმალებოდეს, მინდა, რომ ელენე ახვლედიანის სურათები მზის სხივებს უყურებდნენ, მინდა რომ ბევრი ტურისტი ყავდეს ქალაქს, და მინდა, რომ სიბერეში ერთად დავჯდეთ პენსიონერების სკმაზე და მშვიდად ვთქვათ:და როდესაც უკანასკნელ სიტყვებს გეტყვით ყველას, უფალს შევთხოვ ბოლო წუთში ვუყურებდე თელავს, ბოლო სუნთქვა ცივ გომბორის მონაბერით ვიგრძნო, ჩემს მიწაზე მყარად ვიდგე, მე თელავმა მიცნოს, დაე მაშინ სამუდამოდ დაიძინოს გულმაცდა თელავის სიყვარულით განმიტევოს სულმაც!სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა!
Comments
Post a Comment