მე ნატული და ვანიკო

იმედი...
სევდა...
ცრემლი...
ღრუბელი...
მე შენ და ისინი...
ჩვენ სამნი ვიყავით...
ახლა ერთი დავრჩი...
სამივეს სამი სხვა და სხვა ფერის ხასიათი გვქონდა...
სამივეს კი ერთი საერთო გვარგუნა ბედმა
სიმტკიცე!
სიმტკიცე ჭირსა თუ ავდარში... ლხენასა თუ დარდში...
და მერე ნელ ნელა ეს სამეული დაიშალა...
ჯერ ერთი წავიდა... მერე მეორე...
და დავრჩი მე ...
მე და ხუთი ბავშვი....

მიყვარს ღამე, რადგან ღამე ჩემია და მარტო ვარ...
თუმცა ეს სხვებს გონით რომ მარტო ვარ, სინამდვილეში ღამე ბავშვი ვარ და თქვენთან ერთად დავრბივარ, ვცელქობ და ვთამაშობ...
ღამე ხომ თქვენთან მაერთიანებს...
 და ყველაფერს ყველაფერს აცოცხლებს რაც ჩვენს სახლში ყოფილა...
გავა დრო და მოგიშუშდებაო მითხრეს იმ დღეს...
რა?
რა უნდა მომიშუშდეს?
უთქვენობა?- ესეც ხომ ერთგვარი ეგოიზმია! ანუ მე თუ ვტირივარ ჩემს თავს ვტირი, რომ უთქვენოდა ვარ, და ისიც კი მავიწყდება, რომ თქვენ უჩემოდა ხართ ჩემგან შორს, ზევით ზეცაში...
გავა დრო და არ ვიცი რამდენი დრო დასჭირდება ამას...
მე მოვალ თქვენთან...
ჩვენ ალბათ ისევ ბავშვები ვიქნებით რადგან ცხოვრებამ საერთო სიბერე არ გვარგუნა...
ამიტომ ახლაც ვზივარ და გისმენთ, როგორ ტლიკინებთ და თამაშობთ ეზოში სილის პასკობანას...
და ვნატრობ, რომ დღე ღამეს გავდეს და მაშინაც თქვენი ჟღურტული მესმოდეს...
ეს არც სევდაა და არ ტკივილი,
 ეს მონატრებაა 

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში