ჭია ბარათი თელავის თემის საკრებულოს

არსებობს ღია ბარათი და არსებობს პირადი ბარათი, ბევრი არ მიფიქრია რადგან ამ ბლოგს ბარათი ქვია, თუმცა არც ღია და არც პირადი.....
 ჭია ბარათი თელავის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს !


მეტისმეტი თავისუფლება როგორცადამიანის,ისე სახელმწიფოსთვისაც,როგორცჩანს
,მეტისმეტ მონობად იქცევა.ტირანიარომელიმე სხვა წყობილებიდან კი არა,დემოკრატიიდან
 იღებს
 დასაბამსსხვა სიტყვებით რომვთქვათ,უკიდურესი თავისუფლებიდან იბადება უმძიმესი და
 უსასტიკესი მონობა”. 
                                                                                                                      სოკრატე

უხერხულია, როცა საკრებულოს წევრი გქვია და არ იცი სად ხარ!
უხერხულია, როცა წარმოდგენა არ გაქვს რისთვის აგირჩიეს ხალხმა!
უხერხულია, როცა მხოლოდ ის იცი, რომ დეპუტატი ხარ...
უხერხულია, რომ „დაგდებენ სკამზე“ და მხოლოდ ერთი მოვალეობა გაქვს, როგორც ნოტარიუსმა დაუმოწმო მომხსენებელს ტექსტი ისე, რომ
თავში ერთი სიტყვაც არ დაგრჩეს, რაც მოისმინო ვერ შეისმინო,
კითხვის დასმაც კი გეუხერხულოს, რადგან  იმის შეგრცხვეს და ცოტა კიდეც შეგეშინდეს
„ვაიმე სისულელე არ წამოვროშოვო“...
მერე კი განაწყენებულმა დაიჩივლო:
-რა უნდათ რას გადაგვეკიდნენო ?????

ცოდვილა უპატრონოს გიწოდებ ან კიდე უფრო  სხვანაირად და ადეკვატურად, რომ ვთქვა სანოტარო კანტორის წევრს..

ყველაფერი კი შედარებითია 
და ალბათ  ქალაქ თელავის საკრებულოს თუ  თელავის თემის საკრებულოს შევადარებთ უბრალოდ ვნახავთ, ქალაქში მომხსენებელი თელავის მერია, ხოლო თემში კი გამგებელს  აშკარად მოხსენების წაკითხვის  სურვილი არა აქვს..
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა:
 -ყველაზე კომპეტენტური ადამიანები მოვიწვიეთ მოხსენებების წასაკითხადო...

( თემას, რომ არ გადაუხვიოთ ისე ჩაგეკითხებოდით ასეთი კომპეტენტურები თუ არიან შაშიაშვილი და ბერძნიშვილი რატომ  არ დანიშნა  გამგებელმა თავის  მოადგილეებაად? 
მაგრამ ავი ენები ამბობენ პარლამენტარმა დაუწუნა გამგებელს კადრებიო, ვინც მოუწონა კი არის დღეს მოადგილე და.... )

ისევ თემას, რომ მოუბრუნდეთ:
 არა ახლა მთლად ისეც არ არის როგორც ვამბობ, არც ქალაქის საკრებულო მყავს ზეაღმატებული, არც იქ არ იგრძნობა მთლად კანონშემოქმედთა უბადლო ნიჭის მქონეთა „პალატა“, მაგრამ ყველაფერი მაინც შედარებითია და აი სოფლების საკრებულოს მოსმენა ცოტა არ იყოს უხერხულზე მეტია...

უკვე მესამე სხდომაა დეპუტატები დადიან და ნახევარზე მეტს გონია, რომ ხელფასი უნდა ქონდეთ... 
ერთ დღესაც  როცა გაიგებენ,  ენთუზიზმზე უნდა ემსახურონ სოფელს სულაც აღარ მოვლენ...
მთავარია ქვორუმი იყოს, საკითხი გავიდეს და დამტკიცდეს...

მთლად ლაფსაც ვერ ესვრი სოფლის საფიხვნოს, თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით აქაც არის პოზიტივი:



 დეპუტატი ქალები იმაზე მეტად შრომობენ საკრებულოში ვიდრე დანარჩენი უმრავლესობით შესული მამკაცები...

აი ახლა კი მათთვის: 
ვისაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს, ყველაზე დიდ საკანონმდებლო ორგანოში „მკვადრზე ვენოკი“ უწოდეს  და კიდევ მათთვის ვინც არ  იცის, რატომ არის იქ იმ პანდორას საკრებულოს ყუთის  დარბაზში მოთავსებული, განუმარტავ:


„ თვითმმართველობა _ ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების,
შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ჩვენ
შეგვიძლია, თვითმმართველობის საშუალებით გადავჭრათ წყლით მომარაგების,
დასუფთავების, გზების, კანალიზაციის, განათების, კეთილმოწყობის და
ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საკითხები. საქართველოში თვითმმართველობის გარდა სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც აღნიშნულ საკითხებს მოაგვარებს, არ არსებობს; უფრო მეტიც, სახელმწიფო ორგანოებს არა აქვთ ამის უფლება. გარდა ამისა, ეფექტური თვითმმართველობა საჭიროა ომის დროსაც და მშვიდობის დროსაც.“

რას მივიღებთ:

თუ სანოტარო კანტორაში მხოლოდ ხელების აწევ ჩამოწევით გავიტანთ საკითხებს?

დავამტკიცებთ ვიღაც ინდივიდებზე მორგებულ ბიუჯეტს?

 თუ საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობას არ ეცოდინება რა ქონებასა ფლობს მუნიციპალიტეტი?

თუ მხოლოდ მომხსენებლის ნამჯის ღეჭვის მოსმენა მოგივიწევს?

 თუ საკრებულოს სხდომზე არც ერთი რიგითი მოქალაქე არ ივლის?

 თუ   სოფელი სატელევიზიო ეთერით არ უყურებს საკრებულოს სხდომას?

მივიღებთ:




ხალხს და გვერძე მდგომ თვითმმართველობას......





მაგრამ თუ ხალხი გამწარდა ის დღიური 20 ლიტრი ბენზინიც არ გეყოფათ გასაქცევად...





 ჯამში ამასთან  რა მოსატანია მაგრამ:

თანამედროვე სახანძრო სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბებამდე, პირველ მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიდნენ, მიუხედავათ იმის ისინი თავისი სამსახურით ერთობ კმაყოფილები იყვნენ, რადგან ოფიციალურად ქონდათ მინიჭებული უფლება, წამოეღოთ და პირად საკუთრებად ექციათ ყველა ის ძვირფასი ნივთი რაც იმ სახლიდან ან დაწესებულებიდან ქონდათ წამოღებული რომლის ხანძარსაც  ჩააქრობდნენ......
ასე, რომ აქაოდა უხელფასოები ვართო, ნუ მოიქცევით ისე როგორც ძველლად უხელფასო მეხნძრეები იქცეოდნენ....
არც ისე წვიმს როგორც ქუხს, საკრებულოს დარბაზშიც ალმოდებული ხაძარია..




პ.ს.

შემდეგი ჭია ბარათის ადრესატი ქალაქის საკრებულოა
მაკა მოსიაშვილი

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში