
ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი- თავშესაფარსა და ლუკმა პურს ოცნებობს

თელავში, სავაჭრო ცენტრის წინ, ყოველ საღამოს გამოდის შავებში ჩაცმული ქალბატონი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პროფესორია. ამბობს, რომ თელაველი არ არის, და აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ნაკლები ნაცნობი ყავს..
პურის ფულს მათხოვრობით შოვულობს .
სავაჭრო ცენტრი, სადაც იგი დგა, ახალი გახსნილია, ბედნიერია რადგან აქედან არ აგდებენ, თუმცა იხსენეს „ლიმბოს“ წინ მდგარი ბევრჯერ გამოუგდივარ ...
როგორც ქალბატონი ამბობს შარშან 4 მარტს მიმართა გურჯაანის გამგეობას, დღემდე არც პასუხი მიუღია და არც დახმარება...როცა გაიგო, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე იყო , გულით დალოცა.
მე, მის პირად ღირსებას ვერ შეურცყოფ, არ მაქვს მისი სახელისა და გვარის დასახელების უფლება , თუმცა პროფესორი ქალბატონი ზაფხულში ღამეს„ კარდონის“ კოლოფში ათენებს, ხოლო ზამთარში კი მოსაცდელში სძინავს.
მაკა მოსიაშვილი

Comments
Post a Comment