თამარს!

რა ვქნა რომ სულ მენატრები?
რა ვქნა რომ სულ მინდა შენთან ვიყო.....

და რა ვქნა რომ ჯერ შენ ეგ სურვილი არ გაქვს?
მე ხომ შენით ვსუნთქავ, შენით ვარსებობ, შენით ვამაყობ,
შენა ხარ ის ვისაც ვეძებდი სოფელსა თუ ქალაქში ავდარში თუ დარში და, რომ ვერსად ვერ გიპოვე მერე მეშეგქმენი, მე მოგიპოვე, მე ჩაგბერე სული და მე გაჩუქე სიცოცხლე......

ოდესმე სარკის წინ დადგები და შენი თავი გიპასუხებს, რომ ის სარკის მიღმა მე ვარ, შენი დიდი ასლი.......და შენ კი ჩემი პატარა.........
ვერაფერი ვერ დააშორებს ჩევნს ერთობას
ვერც დრო!
ვერც მანძილი!
ვერც ტანჯვა!
და ვერც ვერავინ შეცვლის იმას რაც არ იცვლება, შენა ხარ ჩემი გენი და სისხლი.!
ჩემი შემოდგომის ველური ყვავილი!
ჩემი სიბერის წამალი!
და ნაღველის მალამო ! ოდესმე როცა ჩემკენ გამოიქცევი, მე ხელებგაშლილი დაგხვდები და ჩაგეხუტები..............

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში