ვისთვის არის თავშესაფარი ციხე

                                                                                                                        „ქართული სიტყვა“
იქნება სხვისთვის არც არფერია ციხის ტკივილი?

იქნებ არსებობენ ადამიანები რომლებიც ციხეშიც კი ბედნიერები არიან?
და რატომ ვამბობ იქნებ როცა ბევრი მინახავს ვისთვისაც ციხე მართლა საუკუნო ბედნიერებას ნიშნავს,
არიან, ციხეში ადამიანები  რომელთა გარკვეული ნაწილი მეექვსედ, მეშვიდედ და მგონი მეთოთხემტეჯერაც შემოსულა. მათთვის ციხე სანატორიუმია, ცოტა ხნით ისვენებენ, მერე კი დასვენებულბი გამოძინებულბი, უბრუნდებიან გარესამყამყაროს სადაც ჩვეულ საქმიანობას უბრუნდებიან....

ნუ ჩამითვლით ახლა ქსენოფობიაში მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ციხეში დაბრუნებულთა უმეტესობა ორიენტაცია შეცვლილი ლეზბიანკაა, (ვცვლი სახელს)
როცა გავიგე ნინო მერამდენედ იყო ციხეში ვკითხე:
- რატომ გიჭერენ? ვინმე გყავს „ზუბში„?
გაიღიმა და მითხრა პიროვნულად არავინ, ჩემი თავი მყავს ისე„ ზუბში“, რადგან „სვაბოდაზე“ ჩემი ადგილი არ არის, მინდა ხოლმე, ყოველი სასჯელის დასრულების ბოლოს, გავიდე „მაყუთი ავწიო“ და საქართველოდან დავახვიო........ ოდესღაც ოჯახი მქონდა, დედა, მამა, ძმა, და, მაგრამ ოდესღაც... ახლა გარეთ არავინ აღარ დამრჩა და ალბათ იმიტომ ვარ ასეთი მშვიდი „სროკზე“
-მაპატიე არ ვიცოდი, რომ ყველა დაგეღუპა, ვწუხვარ
ჩემს ნათქვამზე გაიღიმა, დამაკვირდა და მითხრა:
-ყველა ცოცხლია, უბრლოდ  მე გარდავიცვალე მათ ცნობიერებაში, ჩემი სურათი შავ ჩარჩოში უზით და 11 წლის წინ დამიტირეს.... აი ისე იმერულ ესკიზებში, რომ არის, გოგო რომ გაუთხივდება და მამა სურათს გამოკიდებს დავტირი საყვარელ შვილსო, ზუსტად ასეა ჩემი ამბავიც, მაგრამ ერთი განსხვავებაა ჩემსა და იმ ჩარჩოში ჩასმული გოგოს ისტორიაში, მას კაცი შეუყვარდა, და ცოლად გაყვა, მე კი ჩემი თბილისელი თანაკურსელი გოგო შემიყვარდა, მანაც მიპასუხა გრძნობაზე, და მაშინ აღმოვაჩინე რომ ქალი მეყვარებოდა მთელი სიცოცხლე და არა კაცი......
ისე დავიბნიე მის ნათქვამზე შევხტი, მან ხმამაღლა გადაიხარხარა, და მითხრა
-კაი, ნუ გეშინია, შენ არ მევასები სხვა მყავს, და არც შენნარი ტიპები მევასებიან, უბრლოდ ვიქნებით კარგი მეგობრები, იმედია გამიგებ, არ ჩანხარ გაუგებარი, მოხვალ აზრზე ამ ცხოვრების ათას მაჯლაჯუნას ნახავ ზონაზე და მერე უკვე გასაგები იქნება შენთვისს...
- ხო მაგრამ მე გკითხე ციხეში ასე ხშირად რატომ ბრუნბედი თქო?
გაიცინა და შემპირდა, რომ რამე 12 ის მერე დომინოს არ ითამაშებდა და„ კალიდორში“ ჩავსხდებოდით და ამიხსნიდა და მომიყვებოდა, მოკლედ, რომ ვთქვათ„ გამიიასნებდა.“
„ზონაზე“ ისევეა „ვალი მოსული პონტი“ როგორც „სვაბოდაზე“. უბრალოდ „სვაბოდაზე“ ფული გაქვს ვალად „ზონაზე“ კი სიგარეტი ან სიჯისი ბარათი, ქალთა ზონის მთავარი ვალუტა სიგარეტი პირველი იყო, სიგარეტ პირველის სანაცვლოდ შეგეძლო ყველაფერი გეყიდა, მაისური, ფეხსაცმელი, სახის კრემი თმის საღებავი, ფრჩხილის ლაქი, წნევის აპარატი, წამალი ციტრამონი, პრეპარატი ბაკლოსანი ახლა ურესს ვიტყვი, საკანი, ნარი, ნარის ქვედა სართული, ან გეყიდა ან გექირავებინა.......
მაგალითად„ ეტაპიდან“ ახალ შემოსულს ადმინისტრაცია დაგაბინავებდა სადმე „ბომჟების„ ოთახში, დილით როცა გადახედავდი სიტუაციას მიხვდებოდი, რომ უკეთესი პირობებიც არსებობს, ანუ გჭირდებოდა პატრონი, ახლობელი არ გყავდა ...ანუ ვერავინ გშველიდა, აი ამ დროს შეიძლებოდა ვინმე ტიპთან მოგეგვარებინა, 2„ ბლოკი „ანუ „2 პაჩკა“ სიგარეტი პირველის სანაცვლოდ სადმე რომელიმე კარგი ოჯახის ქალებთან გაგიჩითავდნენ ნარს, ორონდ მორე სართულზე, მერე კი თუ დაიწუწუნებდი პირველი სართული მინდა ფეხები მტკივა და ვერ ავდივარო აუცილბლად მოგთხოვდნენ 40 პაჩკა პირველს და ის ვიღაც ტიპები მეორე სართულიდან, პირველი სართულის ნარზე ჩამოგაბრძანებდნენ,, ქანდარაზე აღარ მოგიწევდა ჯდომა, და აღარც ასვლა ჩამოსვლა გაგიჭირდებოდა.........
მოკლედ მთავარი იყო გქონოდა ფული, რომ გეყიდა პირველი და ნარიც გექნებოდა და ორი სანთებელაც.....
ძირითადად ასეთ საქმეებს ვალების ამოღებას, ნარების მოგვარებას, თავისუფალი საზოგადოებიდან გამოქცეული ღვაწლმოსილი ლეზბიანკა არესტანტები აგვარებდნენ, ვერ ეტყოდა მათ საყვედურს ორიენტაციაზე ვერავინ, ეტყოდი და გაგიგდბდნენ წიხლ ქვეშ, და თან აგიხსნიდნენ, რომ შენი წონა „ბალანდა“ ქონდათ ნაჭამი და შენი დემაგოგია წიხლზე ეკიდათ,
 შეძრწუნდით?
მეც , ოღონდ თავიდან.......
მერე კი მივხვდი ისინი ისეთები  უნდა მიიღო როგორებიც არიან, სხვებისაგან განსხვავებით ისინი უბრორტოები იყვნენ, თუ არ შეეხებოდი არ შეგეხებოდნენ, მაგრამ მათაც იცოდნენ ეჭვიანობა.
ოოო მიმიქარავს ეჭვიანი ქმარი მათ ეჭვიანობა იციან.....
დაალილავებდნენ თავის მეორე ნახევარს თუ შეამჩნევდნენ, რომ ნაძორი მამაკაცისკენ გაიხედავდა.....
მერე ამ წყვილს ცემის გამო გააკარცერებდნენ, ჩასვავდნენ ერთ საკანში და იქ ყველაფერი გვარდებოდა.
დაახლოებით ასე:
„ცოლ ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“
როგორც შევთანხმდით ღამე ყავის მწვანე პკლასტმასის ფინჯნებით ხელში „ტალანში“ შევხვდით და ჩავიცუცქეთ
-რომ გახვალ „სვაბოდაზე“ დაწერ ამ ამბავს?
-კიი აუცილებლად
-„ხარაშო,“ ოღონდ პირობა მომეცი, რომ სახელს და გვარს არ ახსენებ.....
-მე ისე ვწერ, რომ ადამიანების ღირსებასა და პატივს არ ვლახავ!
-ხოო, მითხრეს, რომ მაგარი ინტრიგანი ხარ, ძაღლებს არ„ ევასები“ მაგრამ შენი პროფესიის და რაღაც„ სვაბოდაზე“ გაზეთებთან კონტაქტების გამო გიტარებენ და გეფერებიან.... ერთ რჩევას მოგცემ, რაც არ უნდა ნახო, აქ „სროკზე“. რაც არ უნდა გადაიტანო, არ გაბოროტდე, ამით თავს დაიღუპავ.... მოკლედ შენ გაინტერესებს რატომ ვბრუნდები ასე ხშირად ციხეში? მოგიყვები:
სკოლა დავანმთავრე წარჩინბეით, ჩემს სოფელში ჩემსავით არავინ სწავლობდა, მერე ჩავაბარე  და როგორც მოგიყევი, ჩემი კურსელი შემიყვარდა....ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი მარტო კაცთან, ძალა იხმარა ჩემზე, ეს ამბავი ჩემებს დაუმალე, შემეშინდა, რომ ვეტყოდი რაც მოხდა. მომკიდებდნენ ხელს და სოფელში წამიყვანდნენ,  აღარ მაღირსებდნენ არც სწავლას, არც გახარებას, გამათხოვებდნენ ვინმე შინაბერაზე, ან ქვირვზე, და ამით ეცდებოდნენ ლაფის ჩამორეცხვას....  მოკლედ იმ ძალადობის, მერე კარგი ხანი იყო გასული უკვე მეოთხე კურსზე ვიყავი და ჩემმა კურსელმა გოგოებმა დავლით, ერთმა თანაკურსელმა მითხრა გლდანში ვერ გავალ და მოდი შენთან დავრჩებიო, სამედიცინო უნივერსიტეტის წინ ვცხოვრობდი,  იქ  ჩემთან დავრჩით, ....არ ვიცი რა იყო ის დღე თუ ღამე, მაგრამ იმ ღამეს ჩემი თავი ვიპოვე, ნასვამმა აღმოვაჩინეთ რომ ჩვენ ორ ქალს ერთნმანეთი გვიზიდავდა..რამოდენიმე თვის მერე ჩემთან სახლში წავიყვანე სოფელში, დღეობა გვქონდა...და ბევრი, რომ არ გავაგრძელო იქაც ნასვამებს აგვერია მისამართები და რაღაცეები მივქარეთ ისე, რომ ეს ჩემმა დამ დაინახა, მერე დედაჩემს უთხრა, დედას არ უთქვია არაფერი სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ არ დავიჯერებო ასე უთქვავს......
ორი კვირის მერე დილით უთენია დედაჩემი ჩემთან სახლში დამადგა თბილისში, 8 საათი იყო, და ჩემს საწოლში, რომ დაინახა ჩემი შეყავრებული გოგო, უკვე დარწმუნდა და მითხრა ახლა უკან მივდიდვარ მამაშენს ყველაფერს ვეტყვი და იცოდე, რომ მკვდარი ხარ. შენ აღარ არსებობო, ერთსა გთხოვ სახლი დაცალე, რადგან ჩამოვა და მოგკლავს და არ მინდა მამაშენი თავის შვილის მკვლელ გახდესო.......
აი ასე სახლიც გამოვიცვალე, უმაღლესში რამოდენიმეჯერ შევნისნე მამაჩემი და ჩემი ძმა და მივხვდი, რომ მე მეძებდნენ,დავემალე, მოკლედ ბოლოს ისე შემეშინდა მათი, რომ აღარც ლექციებზე აღარ მივლია და აი მე 5 კურსის საუკეთესო სტუდენტმა, ბოლოს დიპლომიც ვერ ავიღე, დავიწყე მაღაზიაში მუშაობა,.. იქაც მომაგნეს ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეპარტონეს მოუყვენენ ასე და ასე მოგვჭრა თავიო . მეპტრონემაც გამომაგდო.
მერე სხვა მარაზიაში დავიწყე იქიდანაც მხოლოდ იმიტომ გამომიშვეს, რომ ქალი ვიყავი და ქალეი მიყვარდა.....
.მერე ბარში დავიწყე....
მერე სად და მერე სად.....
ყველგან, აფსოლიტურად ყველგან, ერთსა და იმავე პრობლ;ემას ვხვდებოდი ორიენტაცია არეულს მეძახდნენ და მაიგნორებდნენ.
აი ასე .....
მერე მომშივდა, შემცივდა და ვიღაცა გავძარცვე.
მოვედი ასე 10 წლის უკან აქ
და რას ვხდეავ?  ეს ერთადერთი ადგილია სადაც არ განგიკითხავენ, არ გესვრიან ლაფს, არ აქვთ უფლება შენს პირადს შეეხონ....
ბევრი წვალება გამოვიარე, მაგარმ იმდენი ვერ ვიშოვე, რომ ამ ქვეყნიდან დავახვიო და ჩემთვის წყნარად ვიცხოვრო,
ახლაც, რომ გამიშვან 6 თვეში უკან მოვალ. ვინ მელოდება გარეთ?
ისევ აქაურები
გავდივარ და„ სროკის“ მეგობრები მხვდებიან „ვახტის კართან!
შემოვდივარ და სროკის მეგობერბი მხვდებიან „ვახტის შიგნით“
, და მას მერე შემოვდივარ და გავდივარ“
    პ.ს.იმ ღამეს ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ვატყობდი, რომ დედა ენატრებოდა და თან ძალიან, მითხრა, რომ ერთხელ ნავთლუღში ბაზარში ნახა, რომ მის დას ხილი ქონდა ამოტანილი  გასაყიდად, ვერ გაბედა რომ მისულიყო, ვიღაც მიუგზავნა და ქლიავი სხვისი ხელით  იყიდა, , მერე ავტობუსამდე სდია,  და ნახა, რომ ავტობუსში  დედა და 4 წლის დისშვილი ელოდებოდნენ. აი ასე დაინახა და იყო ბედნიერი, რომ თავისი სისხლს ხედავდა მაგარმ მაშინ იგრძნო, რომ იყო ძალიან ძალიან მარტო,
გამწარებული წამოვიდა, გზადაგზე თავის ეზოს ქლიავს მიირთმევდა მერე ვიღაცას ცეპი ჩამოგლიჯაგულიდან   და ისევ ციხეში დაბრუნდა....
რადგან „სვაბოდა“ ეზიზღებოდა......
რამოდენიმე  თვის  მერე.....
 ადმინისტრაციამ დაუძახა და უთხრა, რომ ნიუ გოსპირალში გაყავდათ მომაკვდავი დედის სანახავად.
 მოკლედ დედა ნახა სიკვდიდლის წინ
დედამ ბოდიში მოუხადა, რომ ოდესღაც სიმართლე უთხრა ქმარს და ამით ყველას ცხოვრება დაანგრია.....
დედის გარდაცვალების მერე იგი ყოველ შაბათს  ფსალმუნის მე 17 კანონს კითხულობდა, და დედისთვის ლოცულობდა.წარმოიდგინეთ და მისთვის ორიენტაციას ხელი არ შეუსლია, რომ სინანულსი ყოფილიყო მასთან
ის ახლაც ციხეშია
მაკა მოსიაშვილი


Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში