უნივერსიტეტის კორუფციული ისტორია ........

სულ ვამბობ, რომ წარსულისკენ აღარ მივიხედავ და აღარ ვიტვი არაფერს!
 მაგრამ მაინც, ეს წარსული თავს მახსენებს და აი ასე დამემართა 5 ნომებერს., 5 საათზე მედია კაფეში როცა რექტორობის კანდიდატებს უნდა შეხვედროდა საზოგადოება.

ვისაც მეხსიერება გღალატობთ იმათ საყურადღებოდ ვიხსენებ ციფრებს , ფულის ნიშნებს და ერთეულებს რა ღირდა 2004 წლამდე უნივერსიტეტში სწავლა!

ჩათვლა 5 ლარი მათთან ვინც ნამდვილი პროფესორი იყო და 500 ლიტრა ღვინოზე არ ქონდა ნაყიდი ხარისხი, მასწავლებლებთან 10 ლარი!
გამოცდა სამიანი 15 ლარი,
 ოთხიანი 20 ლარი,
 ხუთიანი 25 ლარი......
გავაგრძელო?
აბა რაა თუ ვამბობ ბოლომდე ვიტყვი......
რომელიმე პროფესორ მასწავლებელს წიგნი, რომ ქონოდა გამოცემული თუ მის წიგნს არ შეიძენდა არც ჩათვლა იქნებოდა და არც გამოცდა მასთან......
საკურსო- საშუალო შეფასებით 15 ლარი,
 კარგი შეფასებით 20 ლარი
 უმაღლესი შეფასებით 25 ლარი.......
მაგრამ ვიღაც ვიღაცეებთან 40 ლარიც.......
აი ახლა არ ვწერ გვარებს, მაგრამ თუ შემომედავებიან დავწერ.
 მახსოვს ძველი ქვეყნების ისტორიაში შეფასება სამის ღირებულბა იყო 20-ლარი
საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიას საშუალო შეფასება 20 ლარი.......
არქეოლოგია ღირდა ყველაზე იაფი 3 ლარი
მაგრამ ეს ფულის ნიშანი....
ახლა გადავდივართ ნატურალურ მეურნეობაზე...
ერთი სოფლის დედალი საახლაწლოდ სამიანი,
20 ლიტრა საფერავი (რქაწითელი არ უნდოდათ) -სამიანი
თაფლი 1 კოლოგრამი ოთხიანი
ნიგოზი თეთრი და საუკეთესო 5კილო მაინც- 2 გამოცდას დაიტევდა ანუ ორი საგანის ფული იყო J
ყველი -ერთი თავი გუდის სამი გამოცდა კეთდებოდა მაგით, ანუ მიუტანდი ერთპედაგოგს და ის სამ საგანს მოაგვარებდა......
ახლა მისაღები გამოცდები:
ისტორია სამართალ მცოდენონეობა დიპლომატია, სამხედრო ფიზკულტურული, 1500 დოლარი!
დაწყებითი განათლება სკოლამდელი აღზრდა, ფილოლოგია ქართული ენა, გერმანული ენა 800 დან 1500 დოლარამდე!
ფიზიკა მათემატიკა.........500 დან 800ამდე.......
ანუ რა შეიცვალა 2004 წლის მერე და რა მომწონს მე, მას ვისაც ქონდა სურვილი ჩაებარებინა უმაღლესი შეფასებით გამოცდა უნდა ყოფილიყო წერით ჩაბარებული და უნდა ეარსება დოკუმენტს! ხოლო სამიანზე ანუ საშუალო შეფასებას იბარებდნენ ზეპირად.........
ბოლო წლებში უკვე ყველა გამოცდა გადაკეთდა , დაიწყო შუალედური ე.წ. წერები რამაც უნდა აიძულოს ყველა სტუდენტი იაროს.....
მაგრამ სამწუხაროდ მხოლო შუალედურზე დადიან სტუდენტები და ამიტომაც ვამბობ, თუ არ მოისმნე ვალიკო ელანიძის, მირიან თვალიაშვილის, ანცი ფარსადანიშვილის, თემო ვახტანგიშვილის ლექციები მაშინ რაღაა მამული?
(ყველას არ ჩამოგთვლით თუმცა ძალიან ძალაინ მიყვარს თქვენი ლექციები)
ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. საბოლოო სადიპლომო გამოცდებისათვის უნდა მოგეტანა 150 ლარი! არადა დიპლომი არ იქნებოდა!
აი რატომ მომწონს ლომაიას რეფორმა,!
ძირი გამოუთახარ იმ კორუფციას ეროვნული გამოცდებით და ახალი განათლების რეფორმით! და რაც არ მომწონს არც იმაზე დაგზარდებით და მომავალ კვირაში გეტყვით!
როცა რექტორი გეყოლებათ!
მაგრამ თუ მაგ უნივერსიტეტიდან ისეთი ადამიანები არიან განთავისუფლებულნი, ვინც კორუფციაშიც კი უბადლოდ დიდები იყვნენ........
მაშ აფერუმ მას ვინც ესენი გაანთავისუფლა!
დიახ კიდევ ბევრს გაქვთ დასატოვებელი უნივერსიტეტი!
მარტო პომადის წასმაში და ფრანგული ფეხსაცმლის გაცვეთაში არ გაძლევთ სახელმწიფო ხელფასს, ყველამ იმუშაოს იმაზე რისი პრეტენზიაც აქვთ!
ხართ მეცნიერები? ხოდა იკვლიეთ , წერეთ იმუშავეთ რომ ჩემი შვილები როცა უმაღლესისათვის მზად იქნებიან კემბრიჯი კი არ მთხოვონ, ჩემსავით იამაყონ, რომ თელავის უნივერსიტეტი არსენ იყალთოელის შთამომავალია!




Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში