რატომ შეიწყალა მიშამ დათო ადეიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილების
ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა
დავით ადეიშვილი შეიწყალა, რომელიც მსჯავრდებულია და ძებნაშია.
დავით ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია მსჯავრდებული.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მას 2013 წლის 2 სექტემბერს, დაუსწრებლად 2 წლით პატიმრობა
მიუსაჯა.
მისი ძმის მსგავსად დათო ადეიშვილიც მიმალვაშია.........
როგორც ყოფილი იუსტიციის მინიტრის, მამა შალვა ადეიშვილი აცხადებს მიუხედავად იმის რომ დათო უკვე შეწყალებულია იგი საქართველოში არ ჩამოვა რადგან ახალი მთავრობა მას კვლალვ დაიჭერს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა მაგრამ შიში კი საფუძვლიანი აქვთ ადეიშვილების ოჯახს, რადგან კახეთში ადეიშვილის რეკეტზე იმდენი ამბავია უკვე ცნობილი, რომ მათი დათვლა დიდიხანია შეუძლებელი გახდა..
დათო და ზურა ადეიშვილები ყვარლის რაიონ სოფელ მთისძირის მკვიდრნი არიან, არასრულის საშუალო განათლება ძმებმა ამავე სოფელში მიიღეს, სოფელში ამბობენ რომ ზურა ბავშობიდან ჭკვიანი, და ბეჯითი მოსწავლე იყო, არ ყავდა ბევრი მეგობარი, ძმისაგან განსხვავებით, ანუ მომავალი იუსტიციის მინისტრი სულაც არ გამოირჩეოდა დიდი კომუნიკაბელურობით, რასაც ვერ ვიტყვით მის ძმაზე.. თანასოფლფლებ ისიც ახსოვთ, რომ ზურას კლასელებთან თუ ენისლელ ბიჭებთან კინკლაობისას ძმა როგორ იცავდა. „ფიზიკურად დათო უფრო ძლიერი იყო, ზურა კი სუსტი ბავშვი იყო, გვიყვება მისი ერთ ერთი თანატოლი და მაინც სიფრთხილით გვთხოვს მისი გვარი არ დავასახელოთ.....
რისი ეშინიათ ასე ძალიან, ნუთუ ადეიშვილების აჩრდილი კვლავ დადის?
თელავში კარგად ახსოვთ ყველაზე გახმაურებული სპეცოპერაცია როცა თავად ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი შოთა დემინაშვილის გაზგასამართ სადგურს მიადგნენ, სპეცდანიშნულების რაზმით, ცოტა მოგვიანებით დემინაშვილის ოჯახში შეიჭრა სპეც რაზმი, დაჯანგებული იარაღი ჩაუდეს და ამის საფუძველზე დააკავეს მამა და შვილები, მოგვიანებით მამა გაანთავისუფლეს, შვილებმა კი მას მერე დატოვეს სასჯელკაღსრულება რაც დემინაშვუილმა თავისი ქონების დიდი წილი დათმო ადეიშვილი მერაბისვილის სასრგებლოდ.
ქალაქში ყველამ იცის, რომ აღნიშნული დაპირისპირება მას მერე დაწყო რაც მაშინდელი გუბერნატორის მოადგილემ დათო ადეიშვილმა დემინაშილისაგან ბიზნესის დიდი წილი ვერ მიიღო....
მოგვიანებით როცა დემინაშვილის პრობლემა მოგვარებულად ჩათვალეს ძმებმა ადეიშვილებმა თელავის აგრალურ ბაზარზე დაიწყეს ბრძოლა.....
სწორედ ამ პერიოდში იქნა დაპატიმრებული ჯუბო დარჩიაშვილი გამგებლის მოადგილე დარჩიაშვილის მამამ არ აპირებდა ვინმესთვის დაეთმო აგრალური ბაზარი რომლის მეპატრონედაც იგი სახელდებოდა.....
დავით ადეიშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ 2012 წლის 25 დეკემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო თელავის აგრარული ბაზრის ყოფილი შრომითი კოლექტივის განცხადება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1998 წელს, გამგეობამ გადაწყვიტა ბაზარი აუქციონის წესით გაეყიდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბაზრის თანამშრომლებს ჰქონდათ შესყიდვის უპირატესობა, ობიექტი თენგიზ დარჩიაშვილმა, სავარაუდოდ ჯაბრაილ ხანგოშვილის ფულით შეიძინა. ბაზრის თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც პროცესი მოიგეს და ბაზრის შესყიდვის უფლება მოიპოვეს. თუმცა, ბაზარი მაინც თენგიზ დარჩიაშვილის მფლობელობაში იყო. ამის შემდეგ, თანამშრომლებს და ბაზრის მფლობელს შორის დავა ისევ გაგრძელდა. 2004 წელს, კი ნასყიდობის ყველა ხელშეკრულება გაუქმდა და ცეკავშირის გადაწყვეტილების მიხედვით ბაზარი 15 თანამშრომელს 140 000 ლარად უნდა შეესყიდა, თუმცა თენგიზ დარჩიაშვილი თანამშრომლებს ბაზარში მაინც არ უშვებდა. მოწმეთა თქმით, მათ აღნიშნული თანხის გადახდის პრობლემა არ ჰქონდათ. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც ადასტურებდნენ, რომ 2005 წელს, დავით ადეიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ბაზრის თანამშრომლები მუქარით აიძულა ბაზრის შესყიდვის მინდობილობა მისი ნდობით აღჭურვილ პირზე ჯაბრაილ ხანგოშვილზე გაეცათ. დავით ადეიშვილმა ბაზრის თანამშრომლებს მისი ძმის სამსახურიც შეახსენა. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბაზრის მფლობელებმა ადეიშვილის მუქარა რეალურად აღიქვეს და გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს მათი ოჯახები რომ არ გაენადგურებინა, მინდობილობა ჯაბრაილ ხანგოშვილზე გასცეს.
მისივე თქმით, ბაზრის გაყიდვის შემდეგ, ჯაბრაილ ხანგოშვილმა ბაზრის 100%-იანი წილიდან 20% ბაზრის თანამშრომლების სახელზე ფორმალურად დაარეგისტრირა, თუმცა მფლობელებს წლების განმავლობაში არანაირი მოგება არ მიუღიათ.
თელავის ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის ზურაბ ჯგუთაშვილის უფლებამონაცვლემ გიორგი ჯგუთაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ დავით ადეიშვილის მუქარიდან და ბაზრის გასხვისებიდან რამდენიმე თვეში ნერვიულობის ნიადაგზე ზურაბ ჯგუთაშვილი გარდაიცვალა.
რაც შეეხება თენგიზ დარჩიაშვილს იგი ბაზრის ტერიტორიიდან მას მერე გავიდ რაც მისი ვაჟი ჯუბო დარჩიაშვილი გამგებლის მოადგილე უკანონოდ დააპტიმრეს და შვილის თავისუფლების სანაცვლოდ სთხოვეს ბაზარი მხოლოდ ჯაბრაილ ხანგოშვილის საკუთრებაში დარჩენილიყო......
მოკლრდ ბრალი ერთია ფაქტები კი აუარებელი,
ზურა ადეიშვილმა თავისი ძმა გუბერნატორის მოადგილედ 2005 წელს მხოლოდ იმისთვის მოავლინა. რომ უშუალოდ ადეიშვილების ხელი დასტყობოდა რეგიონს, და შედეგიც დადგა
თელავის ბაზარი, გაზგასამართი სადგურების უმრავლესობა, ღვინის ქარხანათა უმეტესობა, მევენახეები, ფერმერები, ყველა „გრევს“ დათო ადეიშვილს აძლევდა......
თელავბში მოღვაწეობის დროს დათო ადეიშვილი ვანო კევლიშვილთან ცხოვრობდა...... ეს ის ვანო კევლიშვილია რომელზეც ქართული სიტყვა იუწყებოდა, ადეიშვილის აზნაურის ამბებს.... შესაბამასიად ჯერ კიდევ ბევრს გავიგებთ და ჯერ კიდევ ბევრ მოვისმენთ......ფაქტია ერთია ვანო კევლიშვილის 1 ლარებად ნაყიდ ქონების უკან მთავარი მეპატრონე ზურა და დათო ადეიშვილები არიან.
თუმცა სამწუხაროა რომ ადეიშვილი მსუბუქი დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული.......
სასაცილოა როცა პრეზიდენტი რეკეტს იწყალებს,
და მართალია შალვა ადეიშვილი როცა ამბობს ჩემი შვილი აქ არ ჩამოვა ისევ დაიჭერენო, ანუ ჯერ კიედ ძალიან ბევრი საქმე გამოსაძიებელი და დაუსრულებელია.........
მაკა მოსიაშვილი
Comments
Post a Comment