წყევლა და რთველი

რამოდენიმე დღის წინ კახელმა გლხებმა ატმის გაჩეხვა დაიწყეს, და როგორც  თავად აცხადებენ ატმის მაგივრად სამომავლოდ სიმინდი უნდა მოიყვანონ... თუმცა არც ისე შორეულ წარსულში ატმის პლანტაციები, ვენახის ზვრებს ეკავა. ყველა უბედურების სათავე კი სწორედ, 2007 წელი იყო.
მაშინდელი სოფლის მეურნეუბის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადება  კახეთში ყველა გლეხს ახსოვს.
„ჩივილის მაგივრად გლეხებს ურჩევნიათ ყურძენი ჩაწურონ, გადაყრას რას გამორჩებიან? იმათ კი ვისაც მიტინგები და დემონსტრაციები სურთ, გამართონ და სკანდალის მოწყობას შეეცდებიან  მინდა ვუთხრა, რომ ამას არავის ვურჩევ ყველა ასეთი ადამიანი გაიშიფრება და დაისჯება“__-ეს მუქრის შემცველი გზავნილი კი ჯერ კიდევ რთვლის დაწყებამდე გააკეთა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ლიდერმა.
მუქარა ასრულდა...
ავთო ყალაბეგაშვილის ვენახის გაჩეხვას თითქმის ყველა ჟურნალისტი დაესწრო, სიუჯეტი კი მხოლოდ ტელე იმედის ეთერით გაშუქდა!!!
 შედეგიც მალე დადგა:
ნაცინალურმა მოძრაობამ რუსთავი 2ის ეთერის საშუაებით ახალი თემა ააგორა ვენახი დაკვეთით გაუჩეხავთო.....
ტელეიმედის მეპაეტრონე, ოლიგარქ ბადრი პატარაკაიშვილს სავარუდოდ სწორედ ეს სიუჯეტი ვერ აპატიეს ნაცინალებმა,
ინგა გრიგოლიას თოქშოუზე კახელი გლეხის ავთო ყალაბეგაშვილის ცრემელების არ იწამეს მაშინდელმა ხელისუფლების მესაჭეებმა,
 ვწუხვარ, რომ არც მაშინდელმა ცენტრალური ტელევიზიების რეგიონის ჟურნალისტებმა  გამოთქვეს მხარდაჭერა იმედის ჟურნალისტის მისამართით....
და როგორც იტყვიან დრონი მეფობენ და არა მეფენიო ასე დაემართათ ნაც ელიტას...
დღეს როლები შეცვლილია, რატომღაც გლეხის მაჯის ცემის ხმა ახლა ესმით.......  ახლა დასდვენე ყოველ გაჩეხილ ატამს!
თითო კილოგრამის ფასს!
 გადაშენებული ვაზის ისტორია კი არ ახსოვთ,
 გურჯაანში ნაციონალური მოძრაობის ყოველ ახალ ბრიფინგზე, კახელებს კითხვა უჩნდებათ
-პოლიტიკური ამნეზია დაემართათ ნაციონალურ მოძრაობას თუ რა სჭირთ?
_დიდიხანია  მშვიდობიანი მომიტინგეები არ დაურბევიათ ველისციხეში? რა დაავიწყდათ როგორ გვექცეოდნენ როცა ვიხვეწებოდით ყურძენს ნუ გაგვაჩეხინებთ, გროშები მაინც მოგვეცით მოწამვლის ხარჯი. რომ ამოვიღოთო? აი შედეგი, მაგათ, რომ თავის დროზე მოექციათ ჩვენთვის ყურადღება, დღეს ატმის ნაცვლად ყუძენი გვექნებოდა.
_  დღეს, რომ ამბობენ ატამი 10 თეთრი ღირსო, მაშინ თვითონ რას გვეუბნებოდნენ,  შტაბები და უბედურებები რომ გახსნეს ვითომ ჩვენს დასახმარებლად მიტანილ ყურძენს უკან გვატანდნენ, შეწამვლა დაგიკლია და უკვე დამაპალია, თუ გინდა რქწითელში 8 თეთრს მოგცემო.დაავიწყდათ? ატამი მალე ლპება და იმიტომ ეცემა ფასიც, ახლა  რა ვქნათ? მაგათგან ისე დავიწყევლეთ თავი და მიწაწყალი, რომ ახლა ატამიც უნდა გადავაშენოთ და სიმინდი ვცადოთ....  რომ არა მათი გულგრილობა კახეთში ვენახს არავინ გაჩეხდა და ატამსაც არავინ ჩაყრიდა დალოცვილ მიწაში.   _ასეთი სამდურავები შეუთვალეს ნაციონალებს ველისციხლებემა
ამ ბოლო დროს უმცირესობის წარმომადგენლები საკუთრ მკაცრ პოზიციას ვერ ფარავენ  სოციალურ ქსელში....   კახელი გლეხის ცოდვით ტირინ ალბათ, ცოტა ღიმილ მომგვრელია მათი ასეთი დამოკიდებულება. თუმცა ველისციხეში  ახალ წყევლას დაედო სათავე
ის ამოიძირკვოს ვენახივით ვინც ატამი ჩაგვაყრევინაო......

                               მაკა მოსიაშვილი

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში