მიტოვებული წინუბანი
სოფელი წინუბანი
პანკისში მივდივარ...
რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს......
უბრალოდ მეშინია... ალავერდის გადასახვევს გავცდით,
„ტრაფარეტზე“ ჩამონათვალია, ერთ ერთი სოფელი, რომელიც აქ წერია წინ უბანია!
სწორედ „წინუბანში“ მივდივართ!!!
მშობლებმა სკოლა დაკეტეს და მასწავლებლებს აღარ უშვებენ,
მოკლედ 21 საუკუნეში სასწავლო პროცესი იშლება......
საინტერესოა
ნეტა რატომ? გზაში ვმსჯელობთ მე და თანამგზავრის ჟურნალიტები...
ეს უცნაური
განცდა კი არ მშორდება!
გავიარეთ ახმეტა, მატანი, აგერ დაიწყო პანკისი ხეობაც,
არ მისული დუისთან ვათვალიერებთ იქნებ სადმე ეწეროს „წინ უბანი“
არა არსად არ წერია!
სხვა გზა არ დაგვრჩენია დუისშიუ უნდა ავიდეთ.
პოლიციის ქვეგანყოფილების წინ ფორმიანებმა დაკვირვებული
მზერა გვესროლეს, და პროფესიულად მიგვითითეს, უკან უნდა წახვიდეთ, მარცხნივ გადაუხვიაეთ,
მერე მარჯვნივ აუხვიოთ და ზემოთ წადით მოკლედ ასე 3 კილომეტრშია.....
მივდივართ...
ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, არასდროს ყოფილა ამ
გზაზე „ასფალტი“, რაღაც საურმე გზას უფრო გავს, ....
მარცხნივ ალაზანი
მიიკლაკნება....უცნაური ფერი აქვს თურმე მთის ალაზანს მგლისფერი და წმინდა....
მარჯვნივ უშველებელი ხახა გაღებული მთები მკაცრად დაგვცქერიან,
მის ფერდობზე მიმავალთ და ალბათ გვაკვირდებიან.... გზაზე თავსაბურ მოხვეული ქალები
ბოხჩა გადაკიდებულები თავჩაღუნულები მიუყვებიან ბილიკებს, ამ გზას ავტომობილი თუ ეკარება
არც კი მგონია....ამ ქისტი ქალების დანახვაზე ფიროსმანის სურათი მახსნდება, რატომღაც
ყველას რამოდენიმე ბავშვი მისდევს უკან....
ერთი ორს სასკოლო ჩანთა აქვს აკიდებული და ფეხზე „რეზინის
შლოპანცი“„ აცვიათ..
ასე მგონია სადღაც უკან ვბრუნდები, შორეულ წარსულში......
ლამაზი ქისტის დანახვაზე , მხარზე გადაკიდებული სიმინდის
ფქვილის ტომარით რელობის შეგრძნება ვკარგავ,
დიდ აღამართს დიდივე დაღმართი მოჰყვა და გამოჩნდა წინ
უბანიც,,,,
ნეტავ ვინ დაარქვა ეს სახელი? წინ უბანი არა, მაგრამ
დამალული უბანი კი უნდა ერქვას .
......
სოფელის შარაზეარავინ არაჩანს, პატარა სახლებია, ისიც
მწვანეში ჩაფლული, ხალხს ვერსად
ვერ ვხედავ, თვითქოს გადაშენდა კაცთა მოდგმა.
თუმცა უცნაური ხმა მატყობინებს, რომ აქ სიცოცხლე შჩქეფს
და ყველა ლოცულობს, ყველაზე მაღალი შენობა მეჩეთია, იქიდან ხმა ისმის მოლა ლოცულობს,
შესაბამისად ადამინებიც გაერეთ არ არინ......თავის უფალს ებარებიან ამ დროს.
მგონია, რომ შორეულ აღმოსავლეთში ვარ, მაგრამ ქართულ
სუნსა ვგრძნობ, ლამაზი და უცნაურია პანკისი ხეობა, გზაზე პატარა პირ მოთხუპნული ბავშვები
მიწაში თამაშობენ ქართულად ვკითხულობ
- სკოლა სადაა? -არ ესმით ჩემი ენა
მერე ერთმა ყველაზე მაღალმა მიმანიშნა ზევითო, და ისევ
ზევით მიდის ჩვენი ავტომობილი, ბავშვები უკან მოგვდევენ და ყიჟინებენ კავკასიური ენით.....
ვერ მივხვდით სკოლა სად იყო, ქუჩას გავცდით და ისევ იმ პატარა კავკასიელების ყიჟინმა
მოგვაბრუნა უკან.
მოკლედ უკვე
ფეხით უნდა ვიაროთ, ვინც სკოლის გზა გვასწავლა ის მოგვიახლოვდა და ამაყამ გვითხრა:
„დედაჩემი მასწავლებელია“.......
-აბა დაუძახე
_ახლოს ერთ სახლში მიირბინა ჩემთვის უცხო ენაზე შესძახა,
მერე ლამაზი ლეჩაქით შებურული ქისტი გოგო აივანზე გადმოდგა და მისივე ენაზე უპასუხა.
ბავშვი მობრუნდა სახეზე ეწერა, რომ ტყუილი უნდა ეთქვა
-დედა სკოლაშია
წავედით სკოლისკენ...პატარა ქისტები მხარდამხარ მომყვებიან
და მათვალიერებენ, ერთს ვკითხე:
-ქართული იცი?
-ვიცი!- მითხრა ამაყად
-სკოლაში დადიხარ?
-არა
-და რატომ?
-ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ მაქვს- გული დამეწვა გული
და აი სკოლაც
...........
ამას სკოლა არ ქვია!
ეზო არ აქვს!
სულ რაღაც ერთ
სართულიანი, პატარა ხუხულა შენობაა! ყველა კარი ჩარაზულია!
გარშემო სინესტისაგან ყველა კედელი იფხშვნება, უკან
საქონელი დაირება და გემრიელად იცოხნება...
ფანჯარაში ვიყურები, პატარა დაბურული ოთახებია, თუმცა
ზოგ ფანჯარას მინის მაგივრად დიქტი აქვს აკრული....
იქვე ახლოს მდებარე სახლიდან ერთი ქალი გამოვიდა
..... ჯერ შორიდან გვიყურა, მერე მეზობელს შესძახა და ორივე მოგვიახლოვდა..... თავიდან
ლაპარაკის დაწყება უჭირდათ, არ გვენდობოდნენ და ბოლოს კი თქვეს რაც აწუხებდათ
-ეს სკოლაა? ეს არაა სკოლა. დილით ჩავკეტეთ სკოლა და მასწავლებლები აღარ შეუშვით,
კომუნისტების დროს აქ 9 კლასიანი სკოლა იყო, ახლა უკვე 6 კლასიანია,მაშინ ორ სართულიანი
დიდი შენობაც იდგა, მოპირდაპირე მხარეს. მერე დაინგრა და აი, აქ სოფლის გაუქმებულ კანტორაში
შემოასახლეს, სულ 4 საკლასო ოთახია, კლასკომპლექტებია შექმნილი, სკოლაში 72 ბავშვი
დადის, საკლასო ოთახებში შუქი არ არის, ნესტით ყარს აქაურობა, ტარაკანა, ხვლიკი, და
გევლი ყველა ამ სკოლაში ბუდობს, ერთხელაც არ შეუწამლავთ, კლასში ბავშვები ვერ ეტევიან,
კლასკომპლექტები ჰქვია და თითო კლასში 15 ადგილია ამ დროს ბავშვი 20აი ან 20 ზე მეტია.....
უფასო წიგნები დაგვირიგეს, ვითომ გაგვახარეს, ერთი უნდა გაჩვენოთ, არც ერთს ყდა არა
აქვს, სულ დაფლეთილია და დაგლეჯილია.
საუბარში გართულმა ვერ შევნიშნე, 2 ქალს მთელი სოფელი
შეემატა , ვიღაცამ გასაღებიც მოიტანა, და კარი გახსნა, პირველი რაც ვიგრძენი ჭაობის
სუნი იყო, არ ვიცი ასეთი ძველი მერხები თუ არის სადმე...რამოდენიმე ახალია, მაგრამ
უკვე უკვე შელახული, ჩემი მასპინძელი მიმთითებს და მეუბნება ეს გაერომ გვიყიდა...გაეროს
მეტი პატრონი არ გვყავს......
შეშა კი უყიდიათ.....კომპიუტერები
უაზროდ იკავებს ადგილებს, რადგან როგორც მასპინძელი მიხსნის მისი ხმარება მასწავლებლებმა
არ იციან.. ბავშვებსაც მისცეს პატარა კომიუტერები, მაგრამ რად გინდა არ იციან როგორ
იხმარონ....... მექანიკურად ჩემს ტელეფონს დავხედე, სიხშირე აღარ აქვს, ანუ მობილურიც
ვერ იჭერს!
სკოლაში არსებული კლას კომპლექტები თავის დროზე ბავშვთა
კონტიგენტის სიმცირის გამო შეიქმნა, თუმცა როგორც ადგილობრივები მარტივი არიტმეტიკით
მიხსნიან, ყველა ოჯახში საშულაოდ 3 დან 9 ბავშვამდეა, სულ კი სოფელში 72 კომლია, ანუ
საშუალოდ თუ 72ს გადავამრავლებთ 5 ზე მივიღებთ,
350 ზე მეტს...აქედან მეექვსე კლასის ზევით მყოფი მოსწავლეები დუისის სკოლაში დადიან,
ხოლო დანარჩენები წინ უბნის სკოლაში არიან,
მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა ბევრი დაწყებითი კლასში მყოფი ბავშვი სწორედ დუისი
სკოლაში მიიყვანა, სკოლისათვის გამოყოფილ მიკრო ავტობუსში მხოლოდ 25 ადგილია , რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი ფეხზე დგა, და თუ ადგილი აღარაა ფეხზე
დასადგომი 3 კილომეტრის გავლა უწევთ მოზარდებს........
ისმის კითხვა თუ სკოლაში ბავშვთა სიმცირის გამო შეიქმნა
კლას კომლექტები, რატომ ვერ ყოფნით ადგილი
საკლასო ოთახებში?
1კლასს არა აქვს
ფართი რომელიც 20 ბავშვს დაიტევს.
2 ჟურნალში თუ მითითებულია 20 ბავშვი საკლასო ორთახში
რეალურად ამ დროს 30 ამდე ბავშვი შეიძლება დაგვხვდეს, რადგან ბავშვები მოქლქეობის არ
მქონენი არიან,ზოგი ოჯახშია დაბადებული შინაურირობებში, ზოგის მშობლები ჩეჩნეთიდან
დევნილები არიან და ორმაგი მოქალაქეობა არ აქვთ, შესაბამისად ამ ბავშვების ბევდი განათლების
თვალსაზრისით გაურკევევლია.
თუ გადაწდა, რომ ბავშვები დუისის სკოლაში ივლიან
მიკრო ავტობუსით, სკოლა წინ უბანში დაიხურება, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მშობლები, არგუმენტაცია კი ასეთი
აქვთ:
1 მიკრო ავტობუსი მხოლოდ ერთ რეისს აასრულებს დუისი
წინ უბნის მიმართულ;ებით, ზამთარში ფერდობზე ვერ ჩამოდის რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები
შორ მანძილს გადიან
2 ორი ან სამი მიკროავტობუსიც ფიზიკურად ვერ დაიტევს
ამდენ ბავშვს
3 გადატვირთული ტრანსპორტს მთის ფერდობების გავლა უწევს,
რაც უსაფრთხოებას კითხვის ნიშნებს უჩენს
4 დუისის სკოლაში თუ დაწყებითი კლასის ბავშვებს სწავლა
უმთავრდებათ საშუალოდ 13 საათზე მაღალი კლასის ბავშვებს კი უმთავრდებათ 3 საათის მერე,
ანუ სკოლა არ აძლევს საშუალებას მშობელს, რომ ქონდეს გახანგრზლივებული უფასოდ, რაც
იმ საათებში მოზრდთა საფრთხეს ზრდის.
მიუხედეავად იმის, რომ არა ერთხელ შესთავაზეს მშობლებს,
რომ რუსული სექტორის მოსწავლეებს მაინც ესწავლათ
დუისის საჯარო სკოლაში, აღნიშნული არგუმენტაციით უარი მიიღეს.
და ეს მაშინ როცა სკოლს არ აქვს ინფრასტრუქტურა, იატაკი მაგალითად სავალალო მდგომარეობაში , პრაქტიკულად
დამპალია ხე მასალა, ხოლო გატეხილ და ჩავრდნილ იატაკში მეტრა ნახევრის სიღრმე ჩანს,
პირველი კლასის სასწავლო ოთახს, არ აქვს არც ხელოვნური
და არც ბუნებრივი განათება, ფანჯარა არა თუ მინით არამედ დიქტის ნაჭრითაა ჩარაზული.
სკოლას არ გააჩნია
სპორტული მოედანი (დარბაზზე ლაპარაკი ზედმეტია), უკანა მხარეს მიკრულ ეზოში, საქონელისათვის
განკუთვნილი საძოვარია, სკოლის აღმოსავლეთის მხარეს არსებული შენობა ნაგებობა ავარიულ
მდგომარეობაშია , რომელიც თითქმის ნგრევის ეტაპზეა, და ბავშვებს კი ამ ტერიტორიაზე
უწევთ შესვენებებზე „თამაში“.
მასწავლებელთა მოთხოვნაა, სკლოსათვის აშენდეს ახალი
შენობა.
სამინისტრო დუმს და კომენტარს არ აკეთებს, არც რეაგირებაა
ათასი მოთხოვნის მიუხედავად.
როგორც ჩემმა
რესპოდენტმა ქავთარაშვილმა გულის ტკივილით მითხრა მისი გოგო უკვე მე-5 კლასშია და წერა
კითხვაც უჭირს, ასევეა ყველა ბავშვი ვინც ამ სკოლაში დადის..
.................
რა ენატრებათ
წინა მთავრობისგან?
ყურადღება!
ერთიკვირაა
რაც სწავლა დაიწყო და ამ სკოლაში ჯერ ზარიც არ დარეკილა, შესაბამისად ახალი
გამგებელიც არ მოსულა საქმის ვიტარებაში გასარკვევად
ქავთარაშვილი:
- მაშინ რწმუნებულს, რომ დაურეკავდი სკოლას უჭირს ან
სოფელსთქო ნახევარ საათში მოდიოდა, მარტო რწმუნებული კი არა მთელი ახმეტის გამგეობა
ამოდიოდა, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან უყურადღებობას არ უჩივოდით, პირიქით, რომ გაიგებდენე
სოფელში ვინმე ავად იყო, წამალი არ ქონდა დიდი ყურადღებით გვექცეოდნენ,
ახლა? ახლა ბაღიც კი იმ მოტივით დახურეს, რომ ნაციონალები
არიან მასწავლებლებიო, ბაღისათვის შენობა რომ არ იყო, წინა გამგებელმა ერთი უპარტონო
სახლი გაარემონტა და იქ გააკეთა სოფლის ბაგაბაღი, ახლა ისიც აღარ აქვს სოფელს.....
დღეს გავმგებელს დაურეკე , გუშინაც და არც კი იკადრა
ამოსვლა და ლაპარაკი, ჟურნალისტებს მოვიყვანთქო ვეუბენბი და მპასუხობს 2 ჯერ მეტს მე
მოგიყვანო აბა რა გითხრათ რაა...
ნახევარმა სოფემა არც კი იცის ვინაა ჩვენი ახალი რწმუნებული...
ლიბერთი ბანკის მანქანა, სოფელში მხოლოდ ნახევარი საათით
ჩერდება მალევე მიდის, მერე კიდე ფეხით გვიწევს დუისმადე ან ახმეტამდე ჩასვლა.....ეს
რომ შარშან გაეედათ, მთელ ბანკს ამოიყვანდა გამგეობა ახლა წინუბნელები არ ვახსოვართ,
რადგან უმეტესობას ორმაგი მოქლქეობა არ აქვს და არჩევნებში ჩვენი ხმები არ გამოადგებათ
და არ ვაინტერესებთ.
გასულ წელს
სოფლის 90 პროცენტი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო დარეგისტრირებული,
თუმცა როგორც აქ მაცხოვრებლები ამბობენ თებერვლის მერე ეს რიცხვი განახევრდა. სოფელი თვითკმარიც არაა, მათი შემოსავალი
მხოლოდ პენსიითა და დახმარებეით შემოიფარგლება. მისდევენ მეცხოველეობას, ხოლო მარცვლეულიდან
სიმინდის მეტი არაფერი არ მოყავთ, სამწუხაროდ ბოსტნეული ზალიან მცირე რაოდენობით ხარობს...
ვტოვებ სოფელს, პარატა კავკასიელები ყიჟინით მემშვიდობებიან,
ვპირდები რომ დავბრუნდები და ქართულ სიტყვას ჩავუტან
პ.ს.
არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ წინ უბნიდან წამოსულს
ჩეჩენი ქალის სიტყვები გამომყვა გულში მწარედ წინ უბანი მიტოვებული სოფელი, აქ არც
გზაა, არც კომუნიკაცია, არც განათლება, არც ლხინი, და არც
განვითარეა..... სოფელი დიდია, მრავლდება და იზრდეა მაგრამ მისი განვითარებაზე ფიქრი
კი არავის უნდა
ამ დროს აქ საუკუნებია სახლობენ ადამიანები,ხან ქართველები,
მერე ოსები, ქისტები და ჩეჩენi დევნილები.
მაკა მოსიაშვილი

Comments
Post a Comment